შეიძინეთ სასარგებლო ჩვევები და გახადეთ ცხოვრება უკეთესი

შეიძინეთ სასარგებლო ჩვევები და გახადეთ ცხოვრება უკეთესი

1. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა. დაუთმეთ ამ საქმეს დღეში ნახევარი საათი მაინც.

2. გაიხადეთ ჩვევად სამუშაო ადგილის/სახლის ყოველ მეორე დღეს დალაგება და ზედმეტი, უსარგებლო ნივთების გადაყრა.

3. უარი თქვით კომპიუტერულ თამაშებზე, ჩაანაცვლეთ ისინი წიგნებით.

4. გამორიცხეთ რაციონიდან ფასტ-ფუდი და სხვა მავნე საკვები. დაიწყეთ ჯანსაღი კვება.

5. ივარჯიშეთ დილაობით.

6. ყოველ დღე ერთი და იგივე დროს დაიძინეთ და გაიღვიძეთ.

7. იძინეთ არანაკლებ 8 საათი.

8. ისწავლეთ ფულის ეკონომია.

9. იფიქრეთ მხოლოდ კარგზე – დადებითი აზრები იზიდავენ დადებით მოვლენებს.

10. აწარმოეთ დღიური, რომელშიც ჩაწერთ საკუთარ წარმატებებს, თუნდაც უმნიშვნელოს.

11. დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი დალიეთ.

12. იზრუნეთ საკუთარ სხეულზე – ივარჯიშეთ, ირბინეთ, დაკავდით სპორტით.

13. მოძებნეთ თქვენი მიზნების გამომხატველი ფოტოები და გააკარით თვალსაჩინო ადგილას – მოახდინეთ საკუთარი მიზნების ვიზუალიზაცია.

14. ჩამოწერეთ ფურცელზე ყველა “გამოკიდებული” საქმე (რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მოგეგვარებინათ). გაუმკლავდით მათ საბოლოოდ – ცხოვრება უფრო მარტივი გახდება.

15. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი საუბრის მანერას: უარი თქვით უცენზურო და სიტყვა-პარაზიტების გამოყენებაზე.

16. ყოველ დღე გააკეთეთ ერთი კეთილი საქმე ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ელოდეთ. სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.

17. იარეთ გამართულად და ყურადღება მიაქციეთ სხეულის პოზას.

18. საბოლოოდ თქვით უარი მავნე ჩვევებზე.

19. ნუ მოიხიბლებით თბილი სიტყვებით და კომპლიმენტებით. შექმენით თქვენს გარშემო დადებითი აურა და ცხოვრება აუცილებლად უკეთესი გახდება.

20. გაიღიმეთ რაც შეიძლება მეტი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

შეყვარებული მოდელების ეგზოტიკური დასვენების 21 ფოტო

ეს შეყვარებული წყვილი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს «იდეალური ურთიერთობა» ფოტოგრაფი ჯეი ალვარესი და მისი შეყვარებული, მოდელი ალექსის რენე ცხოვრობენ თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით. მათ უხარიათ ყოველი დღე

სიახლეები

12 მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი

ქვემოთ მოცემული ფსიქოლოგიური ხრიკები დაგეხმარებათ გაიმარტივოთ ცხოვრება და დაეხმაროთ თქვენს თავს გადალახოს სტრესული სიტუციები. ნამდვილად ღირს მათი გაცნობა: 1. სიცილი ჯგუფში – როდესაც ბევრი ადამიანი ერთად იცინით ის ადამიანი, რომელსაც

ფილოსოფია

ბილ ნიუმენი: 9 წესი უფრო მეტის გასაკეთებლად

1. გააკეთეთ მეტი – ნუ იარსებებთ, არამედ იცხოვრეთ. 2. გააკეთეთ მეტი – უბრალოდ კი არ შეეხოთ, არამედ შეიგრძენით. 3. გააკეთეთ მეტი – უბრალოდ კი არ უყუროთ, არამედ დააკვირდით. 4. გააკეთეთ