შეწყვიტე სხვების დადანაშაულება და გახდი წარმატებული ადამიანი

შეწყვიტე სხვების დადანაშაულება და გახდი წარმატებული ადამიანი

არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ მიზნები და ოცნებები, მაგრამ რადგან ეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და უძნელდებათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საკუთარი სისუსტეებს სხვებს აბრალებენ და ნებისმიერ მარცხს გარემოებებს და სირთულეებს მიაწერენ.გახსოვდეთ საკუთარ თავზე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ეს კარგად უნდა გაიაზროთ და ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტოთ თქვენი სისუსტეების სხვებისთვის გადაბრალება.

დიახ, ხშირად ადამიანები საკუთარ წარუმატებლობას მართლაც აბრალებენ: ოჯახის წევრებს – მშობლებმა მათ არ მისცეს სათანადო განათლება! მეუღლეებს, რომელმაც არ შეუწყვეს ხელი მათ კარიერულ წინსვლას! მეგობარს, რომელმაც არ გაუწოდა დასახმარებლად ხელი! რა თქმა უნდა კარგია როდესაც მოტივაციას გრძნობ შენი საყვარელი ადამიანებისგან,მაგრამ საბოლოოდ თქვენი წარმატება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული თავად რამდენად ხართ მოტივირებული და მიზანსწრაფული. ნუ ეცდებით ხელი გაიშვიროთ სხვებისკენ, ამ დროს კიდევ უფრო ბრაზდებით, რადგან გულის სიღრმეში კი იცით რომ ყველაფერი თქვენს მოტივაციასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

სამყაროს არ აინტერესებს თქვენი სისუსტეები. არც ის ვის ადანაშაულებთ თქვენს წარუმატებლობაში. გადამწყვეტ ნაბიჯებს დროულად ელოდება თქვენგან და სურს გახდეთ დასამახსოვრებელი პიროვნება. როდესაც შენ იბრძვი და დაბრკოლებებს უმკლავდები ხდები ძლიერი.გამოიმუშავებ ახალ უნარებს რომელიც გეხმარება გახდე განსაკუთრებული.დააკვირდი სამყაროს ნიშნებს თითქოს ისიც კი შენი კომფორტის წინააღმდეგია და სურს დროულად თქვა ერთფეროვან ცხოვრებაზე უარი.

ხშირად ხარ მოწყენილი? – ეს არის უტყუარი ნიშანი რომ არ გაქვს საქმე რომელიც გიყვარს. ხშირად გრძნობ რომ განსხვავებული და თამამი ნაბიჯები უნდა გადადგა?! სხვა თუ არაფერი ჩემმა სტატიამაც კი აგაფორიაქა? მასში საკუთარი თავი დაინახე და უსიამოვნო გრძნობა დაგეუფლა? დიახ ეს ყოველთვის ასე იქნება როდესაც ვიღაც გეტყვის რომ ეს არ არის ის ცხოვრება რომელზეც ოცნებებდი. ჩვენ ერთხელ ვცხოვრობთ ამიტომ ვალდებული ვართ გვქონდეს წარმატებული დღეები.

წარმატება კი მხოლოდ ჩვენს შესაძლებლობებზე, დაუღალავ შრომასა და მიზანდასახულობაზეა დამოკიდებული. თუ მოგეჩვენა რომ სტატიამ მართლაც აგაღელვა ე.ი მე შევძელი შენს კომფორტის ზონაში შემოსვლა,ამ ზონის დარღვევა კი უკვე მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. დაფიქრდი ! გააკეთე „შეუძლებელი „ და გახდი ის ვინც ბავშობიდან გსურდა გამხდარიყავი. გააკეთე საყვარელი საქმე და გაღიზიანება,პესიმიზმი საბოლოოდ გაქრება შენგან. შენ აზრადაც არ მოგივა სხვების დადანაშაულება და საკუთარ წარმატებას თამამად გაუზიარებ სხვებს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რამდენიმე რჩევა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ წარმატების მისაღწევად

1. სამყაროს არ აინტერესებს  ხარ  სუსტი თუ არა.  არ  აღელვებს შენი გაუბედაობა. უბრალოდ ელოდება, რომ მისცე მას რაიმე ღირებული. სურს უბრალოდ დაგიმახსოვროს. ამიტომ იყავი ძლიერი, გაბედული, მიზანდასახული.გახდი განსაკუთრებული პიროვნება. 2.

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვიყოთ ბედნიერი – მიხაილ ლაბკოვსკის 10 რჩევა

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები თემაზე, რომელსაც ის ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს. საუბარია ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობაზე. იმაზე, თუ რატომ არ ვართ ბედნიერი, რა წინააღმდეგობები გვხვდება ბედნიერების გზაზე და

Print Friendly, PDF & Email

აირჩიეთ ბილიკი და გაიგეთ რა გელით

ინტერნეტში უამრავი ტესტის ნახვა შეიძლება, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ საკუთარი ხასიათის თავისებურებები. ზოგიერთმა ტესტმა შეიძლება პასუხი გასცეს საკმაოდ უცნაურ შეკითხვებს მაშინ, როცა სხვები საკუთარი თავის შეცნობაში გეხმარებათ. ეს ტესტი ძალიან მარტივია,

Print Friendly, PDF & Email

ნერვების დასაწყნარებელი 25 მეთოდი

1. 10 წუთი გაისეირნეთ ჰაერზე. ეს დაგეხმარებათ ორგანიზმის მოდუნებასა და დაძაბულობის მოხსნას, რაც იწვევს მოუსვენრობას და შფოთვას. 2. მოუსმინეთ სარელაქსაციო ან თუნდაც ჩვეულებრივ მუსიკას, რომელიც მოგწონთ. ეს დაგეხმარებათ ყურადღება გადაიტანოთ

Print Friendly, PDF & Email

როცა არ იცი რომელ ფილმს უყურო – შეინახეთ, რომ არ დაგავიწყდეთ

ფილმები, რომლებიც ძალიან დიდ გავლენას ახდენენ მსოფლმხედველობასა და სამყაროს შეგრძნებაზე: 1. პეპლის ეფექტი 2. სანამ სიკვდილი მოვა 3. სად მივყავართ ოცნებებს 4. ბედნიერების დევნაში 5. ნიმფომანის დღიური 6. შეუქცევადობა 7.

Print Friendly, PDF & Email

იგავი: ადამიანის სიმდიდრის შესახებ

ერთხელ მდიდარმა მამამ გადაწყვიტა თავისი შვილი წაეყვანა ერთ-ერთ სოფელში, რათა ენახა მას როგორ ცხოვრობს ღარიბი ხალხი. მათ გაატარეს მთელი დღე და ღამე ერთი ფერმერის ოჯახში. ხოლო როცა დაბრუნდნენ სახლში მამამ ჰკითხა თავის

Print Friendly, PDF & Email