შეცვალეთ თქვენი სიტყვების მარაგი, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება

შეცვალეთ თქვენი სიტყვების მარაგი, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება

თითქოს კიდევ რა უნდა იყოს საჭირო ბედნიერებისთვის? საკმარისია უბრალოდ უარვყოთ ნეგატიური აზრები და დავტკბეთ ცხოვრების თითოეული წუთით. თუმცა სწორედ ამაში მდგომარეობს ყველაზე დიდი სირთულე, ძალიან რთულია საკუთარი აზრების კონტროლი. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი სიტყვების გაკონტროლებით, რადგან ისინი წარმოადგენენ ფორმას თქვენი აზრებისთვის. თქვენი სიტყვების მარაგის მცირედ ცვლილებასაც კი შეუძლია მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს თქვენი ცხოვრება.

უნდა
ალბათ არაერთხელ გსმენიათ გამოთქმა: „მან უნდა“. როგორც წესი ეს გამოთქმა არაფერ კარგს გულისხმობს. ვალდებულებას, რომელიც გამოიხატება სიტყვით უნდა, ისევე როგორც ამ სიტყვას, უარყოფითი ენერგეტიკა აქვს. თქვენთვის მკვეთრად უნდა განსაზღვროთ რომ არავისი არაფერი გმათებთ და რასაც აკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გსურთ. ნაცვლად იმისა რომ თქვათ „მე უნდა წავიდე მაღაზიაში“, თქვით – „ მე მინდა წავიდე მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად“.

არ მაქვს არჩევანი
„არჩევანი არ მაქვს, უნდა დავასრულო სამუშაო ვიდრე წვეულებაზე წავალ“ – ეს არასწორია. არჩევანი ყოველთვის არსებობს. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის სამუშაო თუ წვეულება? ეს არის არჩევანი რომელიც მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. არავინ დაგაძალებთ იჯდეთ ანგარიშგებებთან. თქვენ თვითონ აანალიზებთ სიტუაციას, პროგნოზს უკეთებთ შედეგებს, ადარებთ განვითარების შესაძლებლობებს და ამ ყველაფერზე დაყრდნობით იღებთ გადაწყვეტილებას. ამგვარ სიტუაციაში უფრო სწორია თქვათ: „უფრო გონივრული იქნება ჯერ საქმის დასრულება და შემდეგ წვეულებაზე წასვლა“.

არ შემიძლია
რამდენჯერ გითქვამთ ეს სიტყვები მაშინ, როცა ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა? „აღარ შემიძლია მეტი ვიარო, ვწერო, ურთიერთობა მქონდეს ამ ადამიანთან“ – რამდენჯერ გითქვამთ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ამ ყველაფერს აქამდე აკეთებთ. არ არსებობს სიტყვათა კომბინაცია „არ შემიძლია“, არსებობს „არ მინდა“. განვითარდით, გახდით უფრო სრულყოფილი და მაშინ ყველაფერს შეძლებთ. ნაცვლად „მე არ შემიძლია ვწერო“, თქვით „მე ჯერ არ ვარ დიდი მწერალი“.

შეუძლებელია
„მე ვერ გავხდები ცნობილი სპორტსმენი! ეს შეუძლებელია! ძალიან ტლანქი ვარ!“ – არ წარმოთქვათ ამ ტიპის ფრაზები. შეუძლებელი არაფერია! 1998 წელს ხეიბარმა ევერესტი დაიპყრო. ყველას ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს რაიმე შეუძლებელი, ამისთვის აუცილებელია დრო, ძალისხმევა და მოთმინება. უმჯობესი იქნება თქვათ „ადვილი შესაძლებელია გავხდე პროფესიონალი სპორტსმენი, თუკი ამ ყველაფერს სათანადო ძალისხმევასა და დროს დავუთმობ“.

არასოდეს
„ვერასოდეს ვისწავლი სიმღერას“! – წუწუნებს ბევრი კარაოკე ბარიდან გამოსვლის დროს. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი თუკი დღეს სააბაზანოდან გამოსული თქვენი ხმა ისე ჟღერს, რომ მეზობლებს თვითმკვლელობის სურვილი უჩნდებათ, ნუ დაღონდებით, ეს მხოლოდ დღევანდელი ამბავია. თქვენ შეგიძლიათ სრულყოფილი გახდეთ, განვითარდეთ და შეიძინოთ ახალი უნარები უსასრულობამდე. ამიტომაც „არასოდეს“ ნაცვლად უმჯობესია თქვათ „ჯერ ჩემი სიმღერა არასრულყოფილია“!

მოვკლავ
ალბათ ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხუმრობით იქადნება რომ ვიღაცას მოკლავს. „თუ კიდევ ერთხელ მოაჯახუნებს კარს, მე მას მოვკლავ“! ან „თუკი მათი ძაღლი კიდევ ერთხელ დაუყეფებს ჩვენს კატას, მე მას მოვკლავ“! ან „თუკი შენ კიდევ ერთხელ მიწოდებ მსუქანს, მოგკლავ!“. ემოციის ფონზე ეს სიტყვები ადვილად ითქმება ჩვენს მიერ, ჩვენ მათ ისე წარმოვთქვამთ რომ რეალურ არსზე არ ვფიქრობთ. ეს მხოლოდ კიდევ ერთი ხერხია გამოვხატოთ ჩვენი სიბრაზე, წყენა და აღშფოთება. ასეთ სიტუაციაში რატომ არ ავიყვანოთ ჩვენი თავი ხელში და ნაცვლად იმისა რომ ვთქვათ „ახლა მოგკლავ, თითქმის ერთი საათით დაიგვიანე“, ვთქვათ – „გაიგე, ძალიან მწყინს და არ მსიამოვნებს, რომ იგვიანებ ჩემთან შეხვედრის დროს“. შესაძლებელია, ამან ოპონენტზე დიდი ეფექტი მოახდინოს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

მშობლები და ბავშვები

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის, რომლებიც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადაიკითხოთ. ბავშვებს ასწავლის მათი გარემოცვა. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ — ის ეჩვევა განსჯას. თუ ბავშვს ხშირად აქებენ — ის სწავლობს

რჩევები და წესები

20 ჭეშმარიტება, რომლებიც 30 დღეში შეცვლიან თქვენს ცხოვრებას

პატარა გამოცდები, რომელთა გავლის შემდეგ, ერთ თვეში თქვენ შეცვლით საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ – ის, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ. სრულყოფილება – ეს მოქმედება კი არა, ჩვევაა. ~ არისტოტელე მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს,

ფსიქოლოგია

წარმატებული ადამიანის 10 წესი, მსოფლიოს ფსიქოლოგებისგან

გაიკარით კედელზე და იყავით წარმატებული! 1. გააღვივე შენში განწყობა, რომელიც სავსე იქნება იმ საქმისადმი სიყვარულით რითაც დაკავებული ხარ, არ დაივიწყო, რომ ეს შენი არჩევანია! 2. ცხოვრების გამოცდებისთვის მოემზადე გონებრივად და