შეცდომებზე სწავლობენ – M&M’s-ის ისტორიის მაგალითზე

შეცდომებზე სწავლობენ – M&M’s-ის ისტორიის მაგალითზე

როცა საკუთარი ბიზნესის კეთებას იწყებთ, სასარგებლოა მსხვილი და წარმატებული კომპანიების საქმიანობაზე დაკვირვება. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა მათი წარსულის შეცდომების შესწავლაც.

ამ სტატიაში გვინდა მოგიყვეთ კორპორაცია Mars-ის შესახებ, რომელმაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, როცა უარი თქვა სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე.

ყველაფერი ასე დაიწყო… 1981 წელს კომპანიის წარმომადგენლებთან შეთავაზებით მივიდა კინოკომპანია Universal Studios, რომელმაც M&M’s-ის მწარმოებლებს სთხოვა გამოეყენებინათ საკთარ წარმოებაში კანფეტ „უცხოპლანეტელი“-ს ფორმა და სახელი.

რეჟისორის იდეით, რომელიც სხვათა შორის სტივენ სპილბერგი იყო, ფილმის მთავარ სცენაში პატარა ბიჭს უცხოპლანეტელი სახლში უნდა შეეტყუებინა სწორედ M&M’s-ის კანფეტით. რეკლამის ეს ფორმა (product placement) ყოველთვის ეხმარებოდა კინოკომპანიებს დამატებითი შემოსავლის მიღებაში და ასევე პროექტის შემდგომ განვითარებაში.

თუმცა, Mars Inc. -ის მფლობელებმა (ძმებმა ჯონ და ფორესტ მარსებმა) უარი განაცხადეს ამ შეთავაზებაზე იმ მიზეზით, რომ უცხოპლანეტელის სახე, რომელიც კანფეტს მიირთმევს, შეაშინებდა ბავშვებსაც და დიდებსაც.

მას შემდეგ, რაც ვერ შედგა მოლაპარაკება Mars-თან, კინოკომპანიამ კონტრაქტი გააფორმა Hershey’s-თან, რომელმაც უფლება მისცა ფილმში თავისი ახალი პროდუქტი – Reese’s Pieces ფერადი კანფეტები გამოეყენებინათ.

თავიდან გაყიდვები ცუდად მიდიოდა, მაგრამ სარეკლამო კამპანიის ჩაშვების შემდეგ, რომლის მთავარი სლოგანი იყო “უცხოპლანეტელის საყვარელი კანფეტები” და ფართე ეკრანებზე ფილმ „უცხოპლანეტელი“-ს გამოსვლის შემდეგ, სიტუაცია ძირეულად შეიცვალა.

სიმპატიური უცხოპლანეტელი, რომელიც მიირთმევდა Reese’s Pieces-ს, იმდენად მოსწონდათ ბავშებს, რომ ფილმის გამოსვლიდან უკვე პირველივე კვირაში  კანფეტების გაყიდვების გაიზარდა 40%-ით, ხოლო საერთო გაყიდვების ზრდამ შეადგინა 80%.

ამრიგად, Hershey-მ გამოიმუშავა მილიონობით დოლარი და საყოველთაო აღიარებაც მიიღო. ჯეკ დაუდიმ – ადამიანმა, რომელმაც ეს გარიგება გააფორმა, მოგვიანებით განაცხადა:

«ეს იყო ისტორიაში ყველაზე მსხვილი მარკეტინგული ტრიუკი. ასეთი ეფექტის მისაღებად რეკლამაში ვხარჯავდით  15-20 მლნ აშშ. დოლარს»..

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

გამონათქვამები

32 რჩევა ბრძენი ადამიანებისგან

1. ისაუბრეთ ნელა, იფიქრეთ სწრაფად. 2. ნუ განსჯით ადამიანებს მათი ნათესავებიდან გამომდინარე. 3. როცა თქვენ ამბობთ: «მე შენ მიყვარხარ», — თქვით სიმართლე! 4. როცა თქვენ ამბობთ: «ვწუხვარ», — ადამიანს თვალებში

ფილოსოფია

ბილ ნიუმენი: 9 წესი უფრო მეტის გასაკეთებლად

1. გააკეთეთ მეტი – ნუ იარსებებთ, არამედ იცხოვრეთ. 2. გააკეთეთ მეტი – უბრალოდ კი არ შეეხოთ, არამედ შეიგრძენით. 3. გააკეთეთ მეტი – უბრალოდ კი არ უყუროთ, არამედ დააკვირდით. 4. გააკეთეთ

რუბრიკები

ის უკვე 87 წლისაა, მაგრამ მოდელად მუშაობას აგრძელებს. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება!

რთული დასაჯერებელია, რომ არსებობს მოდელი, რომელიც 87 წლის ასაკში ფორას უდებს ბევრ ახალგაზრდა ქალს. მაგრამ ეს ასეა. ამ შესანიშნავი ქალბატონის სახელია დაფნა სელფი. ის დაიბადა 1928 წლის 1 ივლისს. მოდელი