სწრაფი ტესტი საკუთარი ხასიათის დასადგენად

სწრაფი ტესტი საკუთარი ხასიათის დასადგენად

ყურადღებით დააკვირდით მოცემულ ფიგურებს, აირჩიეთ რომელიმე და გაეცანით შედეგს:

კვადრატი
ადამიანი— «კვადრატი» გამოირჩევა მოთმინების დიდი გრძნობით და სიჯიუტით. ხელის ჩაქნევა სიტყვებით: ,,მე ეს მაინც არ გამომივა“ საერთოდ არ არის ამ ადამიანის სტილი. ის ნელ-ნელა და ჯიუტად მიიწევს წინ და აუცილებლად აღწევს დასახულ მიზანს. ამ თვისებების გამო ,,კვადრატი“ ადამიანები გამოდიან პროფესიონალები თავის საქმეში. სიტყვები: ,,იმპროვიზაცია“ და ,,ექსპრომტი“ მათთვის მიუღებელია, მათი აზრით ცხოვრება მშვენიერია მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მათ მოსწონთ სტაბილური ცხოვრება და ვერ იტანენ სიურპრიზებსა და ცვლილებებს.

მართკუთხედი
მართკუთხედი ითვლება დროებით, გარდამავალ ფორმად. როგორც წესი, ამ ფორმას ირჩევენ ადამიანები, რომლებიც იმ მომენტისთვის არიან უკმაყოფილოები საკუთარი თავითა და ცხოვრებით და მიისწრაფვიან ცვლილებებისკენ. ,,იქ ყველაფერია ბედნიერებისთვის, მხოლოდ მე არ ვარ იქ, მაგრამ აუცილებლად ვიქნები“ – სწორედ ამ დევიზით მოქმედებენ ისინი.
,,მართკუთხედი“ ადამიანების ძირითადი თვისებებია – ცნობისმოყვარეობა, სითამამე და ინტერესი სიახლეებისადმი. მათ ძალიან უნდათ ცვლილებების შეტანა საკუთარ ცხოვრებაში და სიამოვნებით ისრუტავენ ყველა სიახლეს.
,,მართკუთხედები“ იშვიათად რჩებიან ამ ფორმაში დიდი ხნის განმავლობაში.

სამკუთხედი
ზამთარსა და ზაფხულში, ნებისმიერ ამინდსა და მდგომარეობაში, ,,ადამიანი-სამკუთხედები“ ირგებენ ლიდერის პოზიციას და არიან ნამდვილი ,,ენერჯაიზერები“. დამახასიათებელი თვისებებია: ამბიციურობა და ანგარება. არიან ძლიერი პიროვნებები და კონკურენტები. მათ იციან არა მხოლოდ ის, თუ რა უნდათ, არამედ ძალიან კარგად იციან როგორ მიაღწიონ სასურველ შედეგს. ისინი ასევე დარწმუნებულები არიან, რომ არსებობს 2 ტიპის შეხედულება და აზრი – არასწორი და მათი საკუთარი.

წრე
,,ადამიანი – წრე“ – მათ, ისე როგორც არავინ სხვამ, იციან თანადგომა. იოლად შეუძლიათ წარმოიდგინონ საკუთარი თავი სხვის ადგილას და გაიზიარონ სხვისი ემოციები. კეთილი ..წრეები“ ბედნიერად გრძნობენ თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კარგად არიან არა მხოლოდ ისინი, არამედ მათი ირგვლივმყოფებიც. ისინი კონფლიქტებს ყოველთვის ამჯობინებენ გაუგებრობების მშვიდად მოგვარებას, რადგან მათთვის სიმშვიდე სიმართლეზე მნიშვნელოვანია და 100-დან 99 შემთხვევაში პირველები მიდიან დათმობაზე.

ზიგზაგი
ზიგზაგი – შემოქმედებითი, ორიგინალური და კრეატიული პიროვნებაა. ისინი არ ცნობენ სტერეოტიპებს, სტანდარტებს, წესებს და ყოველთვის ყველაფერში მოქმედებენ საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით. ,,ზიგზაგებში“ ხშირია ქარიზმატული და მომხიბვლელი ადამიანები, კარგი ორატორები, “იდეინები”. ისინი ძალიან იოლად გამოდიან წყობიდან და მათი ხასიათი იცვლება ელვის სისწრაფით.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფსიქოლოგია

ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: ხუთშაბათი

დაიწყეთ დღე პოზიტიურად, შემატეთ ფიქრს დადებითი მუხტი და იმოქმედეთ ამ შემართებით. ცხოვრებას თავისი წესები აქვს, გონიერება სწორედ იმაშია, ალღო აუღო ამ წესებს და ისე ითამაშო, რომ გაიმარჯვო. რაც უფრო გაბედულად

სიახლეები

ფსიქოლოგ კარლ იუნგის 20 ციტატა, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი

კარლ გუსტავ იუნგს თამამად შეიძლება ეწოდოს პოზიტიური ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. ნებისმიერი ნევროზის ან დეპრესიის ფორმაში ის ხედავდა ცნობიერების გაფართოვების იმპულსს. B2P.GE-მ თავი მოუყარა ფროიდის მოსწავლის 20 ციტატას, რომლებიც დაგეხმარებათ შეიცნოთ

ტესტები და ამოცანები

ფსიქოლოგიური პორტრეტი: რას ხატავ ტელეფონზე საუბრის დროს?

ბევრი ადამიანი ტელეფონზე საუბრის დროს ქაღალდზე სხვადასხვა ფიგურებს ხატავს, კუბიკებს, ყვავილებს, იეროგლიფებს ან ავტოგრაფს ამუშავებს. ამ ფურცელს ბევრი ყურადღებასაც არ აქცევს, არ იცის, რომ ეს არცთუ ისე უმნიშვნელო დეტალია. ეს