სკოტ გერბერი: რეკომენდაციები დამწყები ბიზნესმენებისთვის

სკოტ გერბერი: რეკომენდაციები დამწყები ბიზნესმენებისთვის

სკოტ გერბერმა — მეწარმემ, ბიზნეს-ანგელოზმა და წიგნის «არასოდეს არ მოეწყოთ «ნამდვილ» სამსახურში» ავტორმა — დამწყები ბიზნესმენებისთვის თავისი რეკომენდაციების ჩამონათვალი მოამზადა.

1) ფოკუსირდით, ფოკუსირდით და კიდევ ერთხელ ფოკუსირდით!
ბევრ დამწყებ მეწარმეს უნდა ყოველი შესაძლებლობის გამოყენება, რაც კი შეხვდებათ. მაგრამ ხშირად შესაძლებლობა არის «მგელი ცხვრის ტყავში». არ დაიბნეთ! თუ ერთდროულად რამოდენიმე საქმეს წამოიწყებთ, სავარაუდოდ ვერც ერთ მათგანში მოსწრება ვერ გექნებათ და ამით ძირითად ბიზნესსაც დააზარალებთ. სჯობს რაიმე ერთი გააკეთოთ კარგად, ვიდრე ათი საქმე უხარისხოდ. თუ სურვილი გაგიჩნდათ, რომ ძირითადი პროექტის გარდა რამე სხვა აკეთოთ, ეს უკვე იძლევა დაფიქრების საფუძველს იმაზე, რომ რაღაც ვერ არის კარგად თქვენს თავდაპირველ კონცეფციაში.

2) იცოდეთ რას აკეთებთ, აკეთეთ ის, რაც იცით
არ ღირს საქმის მხოლოდ იმის გამო დაწყება, რომ ერთი შეხედვით მაღალი მოგების მომტანი მოგეჩვენათ. აკეთეთ ის, რაც რეალურად გიყვართ. ბიზნესს, რომელიც მოწყობილია თქვენი საუკეთესო თვისებების და უპირატესობების გათვალისწინებით, წარმატების გაცილებით მეტი შანსი აქვს. მნიშვნელოვანია არამარტო შემოსავლიანი ბიზნესის შექმნა, არამედ თქვენ უნდა იღებდეთ სიამოვნებას მისგან დღითიდღე. თუ ისეთ რამეს აკეთებთ, რაც არ მოგწონთ – წარმატებული ვერ იქნებით.

3) თქვით, რა გსურთ 30 წამის მანძილზე, ან საერთოდ არაფერი თქვათ
ყოველთვის მზად იყავით საკუთარი ბიზნესის წარსადგენად: ინვესტორთან შემთხვევით შეხვედრაზეც და ცნობისმოყვარე კლიენტის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას. განსაზღვრეთ თქვენი მისია, რას სთავაზობთ და რა მიზნები გაქვთ. თქვენი საუბარი უნდა იყოს გასაგები და ლაკონური. ყოველ ჯერზე მოახდინეთ საუბრის ადაპტირება კონკრეტულ ადამიანზე. საპრეზენტაციო სიტყვის მომზადებისას გახსოვდეთ, რომ სჯობს ცოტა და უკეთესი.

4) იცოდეთ, რომ თქვენ იცით ის, რომ არ იცით და ვინ იცის, რომ თქვენ არ იცით
არავინ არ იცის ყველაფერი, ამიტომ არ ღირს ყველაფრის მცოდნედ თავი წარმოაჩინოთ. გარშემო შემოიკრიბეთ მრჩეველები, მასწავლებლები, რომლებიც დაგეხმარებიან განვითარებაში და ლიდერული და სამეწარმეო თვისებების დახვეწაში. მოძებნეთ მცოდნე ადამიანები, რომლებთანაც საერთო მიზნები და ინტერესები გაქვთ, რომლებთან თანამშრომლობაც სარგებელს მოგიტანთ როგორც თქვენ, ისე მათ ხანგრძლივ პერსპექტივაში.

5) იმოქმედეთ როგორც სტარტაპმა
დაივიწყეთ ფეშენებელური ოფისები, მოდური ავტომობილები და მსგავსი ფუფუნება. დააპრაქტიკეთ და დახვეწეთ მოკრძალებულად ყოფნის ჩვევა. ხურდა ფულიც კი გააკონტროლეთ და ხარჯები რამოდენიმეჯერ გადაამოწმეთ. შეეცადეთ ნაკლები ზედნადები ხარჯი გქონდეთ და ეფექტურად მართეთ ფულადი ნაკადი.

6) ისწავლეთ პრაქტიკაზე
ვერცერთი ბიზნეს-გეგმა, ვერცერთი წიგნი ბიზნესზე ვერ მოგიყვებათ მომავალზე ვერაფერს, ვერ შექმნის თქვენგან წარმატებულ მეწარმეს. არ არსებობს იდეალური ბიზნეს-გეგმა. არ არსებობს წარმატებისკენ მიმავალი იდეალური გზა ან მოკლე ბილიკი. არ ღირს ახალ ბიზნესში თავით გადაშვება ისე, რომ არაფერი დაგეგმილი არ გქონდეთ. თუმცა ყველა წვრილმანის დაგეგმვაზე წლების დაკარგვაც არ ღირს. თქვენ კარგი მეწარმე გახდებით მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ შეთავაზებებს პრაქტიკულად გამოცდით. მთავარია გააცნობიეროთ, რომ საჭიროა საკუთარ შეცდომებზე სწავლა და არასოდეს არ უნდა გაიმეოროთ ერთი და იგივე შეცდომა.

7) არავინ არ მოგცემთ ფულს
არავინ არ გააკეთებს ინვესტიციას თქვენს პროექტში, თუ თქვენ სტარტაპისთვის დიდი რაოდენობით ფული გჭირდებათ. დაუბრუნდით დაგეგმვას და სასტარტო ხარჯებს. გადახედეთ ბიუჯეტს, შეამცირეთ თქვენი გრანდიოზული გეგმების განხორციელების ხარჯთაღრიცხვა. გაამარტივეთ იდეა მანამ, სანამ ის არ გახდება სტარტაპისთვის შესაფერისი. მოიფიქრეთ როგორ დაამტკიცოთ, რომ იდეა სიცოცხლისუნარიანია შეზღუდული ბიუჯეტის გამოყენებისას. მოახდინეთ თქვენი ფასეულობის დემონსტრირება მანამ, სანამ სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვთ. თუ თქვენ შეძლებთ იმის ჩვენებას, რომ თქვენი კონცეფცია შესაძლოა წარმატებული იყოს, მაშინ ინვესტიციის მოზიდვის შანსები გაიზრედება.

8) იყავით ჯანმრთელი

მე თქვენი დედა არ ვარ, რომ დაგარიგოთ. თუმცა, მე გპირდებით, რომ თქვენ გაცილებით პროდუქტიული იქნებით, თუ საკუთარ თავზე იზრუნებთ. მეწარმე – ეს არ არის 9-დან 5-მდე მუშაობა, ეს ცხოვრების სტილია. ქანცის გაწყვეტამდე მუშაობით თქვენ წარმატებული ვერ გახედებით, პირიქით, ნაკლებად პროდუქტიულები იქნებით. არ არის საჭირო არანაირი თავის მართლება, უბრალოდ სწორად იკვებეთ, ივარჯიშეთ და გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის.

9) იცოდეთ როდის არის საჭირო სვლა
საყოველთაოდ ცნობილი მოსაზრების გამოყენება, რომლის მიხედვითაც კაპიტანი გემთან ერთად უნდა ჩაიძიროს, მეწარმეს ნამდვილად არ არგია. იცოდეთ, პროექტის დატოვების დროა მაშინვე, როცა დაინახავთ, რომ იდეამ ვერ გაამართლა თქვენი მოლოდინი. მშვიდად გაიაზრეთ, რა მოხდა არასწორად, გაერკვიეთ თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებში. დაფიქრდით, როგორ მოიქცეოდით ახლა, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე. შეეცადეთ ყოველ ჯერზე მიღებული ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე კარგად ისწავლოთ, რადგან ისინი ადამიანებს ძვირი უჯდებათ, საიმისოდ, რომ მომავალში შეცდომები აღარ დაუშვან. ჩავარდნები გარდაუვალია, მაგრამ ნამდვილ მეწარმეებს შეუძლიათ სირთულეების გადალახვა.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ