საზოგადოებაში ქცევის ელემენტარული წესები

საზოგადოებაში ქცევის ელემენტარული წესები

სამწუხაროდ ჩვენ სულ უფრო ხშირად გვავიწყდება საზოგადოებაში ქცევის ელემენტარული წესები. ეს ეხება უბრალო ადამიანებსაც და მაღალი შემოსავლის მქონე პირებსაც. აღზრდას მოკლებული ადამიანის შთაბეჭდილება რომ არ დატოვოთ, გთავაზობთ გაეცნოთ ეტიკეტის წესების ყველაზე გავრცელებული დარღვევების ჩამონათვალს:

1. არასოდეს წახვიდეთ სტუმრად გაფრთხილების გარეშე.
თუ თქვენ გესტუმრებიან გაფრთხილების გარეშე, საკუთარ თავს შეგიძლიათ უფლება მისცეთ იყოთ ხალათში და თმის სახვევებში. ერთ-ერთი ბრიტანელი ლედი ამბობდა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენისას ის ყოველთვის იცმევს ფეხსაცმელს, იხურავს ქუდს და ხელში ქოლგას იჭერს. თუ ადამიანი მისთვის მოსაწონია, ის ამბობს: „ო, როგორ გაგიმართლათ, მეც ახლახანს მოვედი!“, თუ არ არის მოსაწონი, ამბობს: „რა სამწუხაროა, უნდა წავიდე.“ სტუმრებთან დაკავშირებით გაითვალისწინეთ: არ უნდა მოსთხოვოთ მათ ფეხსაცმლის გახდა, ეს ცუდი ტონია. სტუმარი ამას თავისით უნდა მიხვდეს (თუ ოთახში დიდი და ფუმფულა ნოხი გაქვთ, ხოლო ქუჩაში ტალახია).

2. ქოლგა არასოდეს გააშროთ გახსნილ მდგომარეობაში, არც ოფისში და არც სტუმრად. ის უნდა დაკეცოთ და მოათავსოთ სპეციალურ ჩასადებში, ან ჩამოკიდოთ.

3. ჩანთა არ უნდა დაიდოთ მუხლებზე, ან თქვენს სკამზე.
თუ ჩანთა პატარაა, შეგიძლიათ მაგიდაზე დადოთ, დიდი მოცულობის ჩანთა ჩამოკიდეთ სკამზე, ან იატაკზე დადეთ თუ არ არის სპეციალური დასადები (ასეთებს ხშირად შეხვდებით რესტორნებში). პორტფელი აუცილებლად იატაკზე უნდა დადოთ.

4. პოლიეთილენის ჩანთები დასაშვებია თუ სუპერმარკეტიდან მოდიხართ, ხოლო ქაღალდის ან საფირმო მაღაზიების ჩანთები ბუტიკებიდან თუ ბრუნდებით. მათი შემდგომ ტარება და გამოყენება რაიმე დანიშნულებით – უტაქტობაა.

5. მამაკაცმა არასოდეს არ უნდა ატაროს ქალის ჩანთა. ქალის პალტოსაც იჭერს თავაზიანობის გამოხატვის მიზნით და მიაქვს გარდერობამდე.

6. საშინაო ტანსაცმელი – ეს არის შარვალი და სვიტერი, მოხერხებული, მაგრამ კარგი ხარისხის. ხალათი და პიჟამა განკუთვნილია იმისათვის, რომ დილით აბაზანამდე მიხვიდეთ, ხოლო საღამოს აბაზანიდან საძინებლამდე.

7. იმ მომენტიდან, როცა ბავშვი ცალკე ოთახში გადავა, მასთან შესვლისას კარზე დააკაკუნეთ. მაშინ ისიც ზუსტად ასე მოიქცევა, სანამ თქვენს საძინებელში შემოვა.

8. რესტორანში შეკვეთის გადახდის წესები:
თუ თქვენ ამბობთ: „მე თქვენ გიწვევთ“ – ეს ნიშნავს, რომ თქვენ იხდით. თუ ქალი იწვევს საქმიან პარტნიორს რესტორანში, ფულსაც თავად იხდის. სხვა ფორმულირება: „მოდი რესტორანში შევიაროთ“ – ამ შემთხვევაში ყველა იხდის თავის წილს, ხოლო თუ მამაკაცი ინიციატივას იჩენს ქალბატონის მაგივრად გადაიხადოს, მას შეუძია დათანხმდეს.

9. მამაკაცი ყოველთვის პირველი შედის ლიფტში, მაგრამ პირველი გამოდის ის, ვინც კართან ახლოს დგას.

10. ავტომობილში ყველაზე პრესტიჟულ ადგილად ითვლება ადგილი მძღოლის უკან. მას იკავებს ქალბატონი, მამაკაცი მის გვერდით ჯდება და როცა ის მანქანიდან გადმოდის, კარს უღებს და ხელს უწვდის ქალბატონს. თუ მამაკაცი საჭესთან ზის, ქალბატონისთვის უმჯობესია მის ზურგს უკან ადგილის დაკავება. თუმცა სადაც არ უნდა იჯდეთ თქვენ, მამაკაცმა გადმოსვლისას აუცილებლად უნდა გაგიღოთ კარი და დაგეხმაროთ გადმოსვლაში.

11. ხმამაღლა იმაზე საუბარი, რომ დიეტაზე ხართ ძალიან ცუდი ტონია. მითუმეტეს ცუდია ამ მიზეზით კერძებზე უარის თქმა, რომელსაც მასპინძელი ან დიასახლისი გთავაზობთ. აუცილებლად გასინჯეთ და შეაქეთ მისი ნახელავი. თქვენ შეგიძლიათ არ მიირთვათ ბოლომდე. ასევე უნდა მოიქცეთ ალკოჰოლთან მიმართებაშიც. რატომ არ შეიძლება თქვენთვის დალევა – ეს თქვენი პორბლემაა. მოითხოვეთ თეთრი, მშრალი ღვინო და ცოტაოდენი მიირთვით.

12. ტაბუირებული თემები მაღალი წრის საზოგადობაში: პოლიტიკა, რელიგია, ჯანმრთელობა, ფული.
უადგილო შეკითხვებია: „ღმერთო, რა კაბაა! რამდენი გადაიხადეთ?“. მსგავს შეკითხვაზე თქვენი რეაქცია უნდა იყოს შემდეგი: თავაზიანად გაიღიმეთ და უპასუხეთ: „ეს საჩუქარია!“ და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეთ. თუ თანამოსაუბრე გაძალებთ პასუხის გაცემას რბილად უთხარით, რომ არ გსურთ ამ თემაზე საუბარი.

13. ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც 12 წელს გადაცილებულია, მისაღებია მიმართვისას გამოიყენოთ „თქვენ“.
ძალიან ცუდი ტონია, როცა ე.წ. „ელიტა“ მიმტანებს, მძღოლებს ან სხვა მომსახურე პერსონალს „შენობით“ მიმართავს. იმ ადამიანებთანაც კი, ვისთანაც კარგი ურთირთობა და ნაცნობობა გაქვთ, მაგრამ საქმიანი შეხება, ოფისში თუ სხვაგან, უმჯობესია მიმართვისას გამოიყენოთ „თქვენ“. მხოლოდ ცალკე შეგიძლიათ მათთან „შენობით“ ისაუბროთ.

გამონაკლისი შეიძლება დაუშვათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თანატოლები ან ახლო მეგობრები ხართ. რა რეაგირება უნდა გქონდეთ თუ ახალგაცნობილი თანამოსაუბრე ჯიუტად მოგმართავთ „შენობით“? შეკითხვით მიმართეთ: „უკაცრავად, მე მომმართავთ?“ თუ ამან არ იმოქმედა მაშინ მიმოიხედეთ გაკვირვებით და ისევ ჰკითხეთ: „უკაცრავად, თქვენ მე გყავართ მხედველობაში?“ თუ სიტუაცია უცვლელი დარჩა, შემდეგ უკვე შეგიძლიათ უთხრათ: „ბოდიში, მაგრამ ჩვენ „შენობით“ მიმართვაზე არ გადავსულვართ.“

14. თქვენთან არ მყოფებზე საუბარი, ანუ ჭორაობა დაუშვებელია.
დაუშვებელია ახლობლებზე ცუდის თქმა, ქმრებზე ჭორაობა, როგორც ეს მიღებულია დღეს. თუ ქმარი ცუდია – რატომ არ გაშორდებით მას? ასევე დაუშვებელია ეჭვით, ცუდ ტონში და ქილიკით ისაუბროთ საკუთარ ქვეყანაზე, რადგან ამით თქვენ ფაქტიურად ლანძღავთ ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 ადგილი იტალიაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო 2017 წელს

N1:. რომი თუ თქვენ პირველად მოგზაურობთ იტალიაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეთ რომი. საუცხოო ტაძრებს, ულამაზეს შადრევნებს და რენესანსს განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. რომი არის ადგილი, სადაც ყველა ადამიანი ისურვებდა დაკარგვას.

Print Friendly, PDF & Email

განსხვავება ბრიტანულ და ამერიკულ ინგლისურს შორის

ინგლისური ენა დიდი ხანია საერთაშორისო ენად არის აღიარებული, მაგრამ ის ადამიანებიც კი, ვისთვისაც ის მშობლიურია, ზოგჯერ ერთმანეთს ვერ უგებენ. მაგალითად, ამერიკულ და ბრიტანულ ინგლისურს შორის არსებითი განსხვავება არსებობს. B2P.GE აქვეყნებს

Print Friendly, PDF & Email

წიგნი “სამუშაოს ძებნა მარტივად”

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

62 წლის მიკ დოჯი ბოლო 25 წელი ცხოვრობდა ტყეში

ისტორია მამაკაცზე, რომლსაც ჰქვია მიკ დოჯი. ის ბოლო 25 წელი ცხოვრობს ტყეში. 62 წლის მიკ დოჯი ყოველთვის ფეხშიშველი დადის და მისი დიდი ტერფებით უცნაურად გამოიყურება. ერთხელ ტურისტებს ის თოვლის კაცი

Print Friendly, PDF & Email

ოჯახური სიმყუდროვის და სითბოს გამომხატველი 45 ფოტო ზამთრის პერიოდისთვის

თოვლიან და ყინვიან ზამთარში თბილი ქურთუკი, ცხელი გამათბობელი და შალის გადასაფარებელი შეუცვლელი მეგობრები არიან. სახლში დაბრუნებისას სურვილი გიჩნდება გაეხვე ამ თბილ გადასაფარებელში და ფეხშიშველმა გაიარო რბილ ნოხზე. ჩამოჯდე ბუხარში მოგიზგიზე

Print Friendly, PDF & Email

ანჟელინა ჯოლის გულში ჩამწვდომი სიტყვა 2014 წლის ოსკარზე

ანჟელინა ჯოლი ეს ის ქალია, რომელსაც დიდი გული აქვს. გთავაზობთ 2014 წლის ოსკარზე მის მიერ წარმოთქმულ გულში ჩამწვდომ სიტყვას. გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I

Print Friendly, PDF & Email