სავიზიტო ბარათის 10 სწორი პრინციპი
2729 Views

სავიზიტო ბარათის 10 სწორი პრინციპი

სწორი სავიზიტო ბარათი მარტივი, მაგრამ ამასთანავე ეფექტური ბიზნეს-ინსტრუმენტია. შესაბამისად ინფორმაციის მცირე რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილია სავიზიტე ბარათზე, მოითხოვს განსაკუთრებულ, სკურპულოზურ მიდგომას დამუშავებისა და დამზადების მხრივ.

Mwv17dS
სავიზიტო ბარათის შექმნისას ყურადღება მიაქცით შემდეგ დეტალებს:

1. ტექსტი
გავრცელებული შეცდომაა – 5X9-ზე ზომის მქონე მართკუთხედზე ბევრი ინფორმაციის განთავსება. ნუ გააკეთბთ სავიზიტე ბარათისგან სარეკლამო ბუკლეტს. სწორად დამზადებული სავიზიტე ბარათისთვის სრულიად საკმარისია კომპანიის დასახელება, სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა და პირადი საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ელეფონი, ელ-ფოსტა). ლოგოსთვის განკუთვნილი მხარის ტექსტებით დატვირთვა არასწორია, ხოლო დატანილი ტექსტის უცხო ენაზე დუბლირება – ცუდი ტონი. თუ უცხოელი პარტნიორები გყავთ, დაუკვეთეთ სპეციალურად მათთვის უცხო ენაზე დაბეჭდილი სავიზიტე ბარათები.

2. გრაფიკა და ფერი
არ ისარგებლოთ მავნედ გრაფიკით! სწორ სავიზიტე ბარათზე დასაშვებია მხოლოდ ლოგოტიპის და საფირმო სტილის ელემენტების დატანა. არავითარი ზედმეტი ნახატები და ფერები.

3. ელემენტების განლაგება
ყელაფერი მარტივია – სავიზიტე ბარათზე დაიცავით ტექსტური კონსტრუქციის ლოგიკა. სავიზიტო ბარათის მოხერხებულობის შემოწმება ადვილია – აიღეთ ის მარცხენა ხელით, ტელეფონი დაიჭირეთ მარჯვენაში, თითქოს დარეკვას ცდილობთ. დიდი თითი ფარავს ტელეფონის ნომრის ნაწილს? – დასკვნები თავად გააკეთეთ.

4. შრიფტები
ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი არჩევანი გაქვთ – ორი მარტივი შრიფტის გამოყენება. ნუ ეცდებით სხვადასხვა შრიფტის არევას და ეფექტების გამოყენებას (შეიძლება ვინმემ ისიც კი იფიქროს, რომ ტექსტურ რედაქტორში ააწყვეთ სავიზიტე ბარათი).

business-card-networking-sidekick-content

5. ფერთა გამა
შვიდი ძირითადი ფერია, ხოლო მონიტორზე მილიონობით ტონალობა – სავიზიტე ბარათისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ორი-სამი კონტრასტული ფერი ისე, რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენს საფირმო ფერებს. არ გამოდის ლამაზი? – თეთრი და შავიც ფერებია.

6. მასალა
ამ შემთხვევაში ვარიანტები არის – ზღვა. ქაღალდის, პლასტიკატის, ეკზოტიკური მასალის – ნებისმიერი გემოვნებისთვის. გემოვნების ქონა კი უმთავრესია.

7. დამზადების წესი
ოფსეტური ბეჭდვა, აბრეშუმტრაფარეტი, კვეთა – თქვენს განკარგულებაშია ათობით სახეობის ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლოა სავიზიტე ბარათების დამზადება. მაგრამ, არასოდეს დაბეჭდოთ ისინი ჭავლურ ან ლაზერულ პრინტერზე და შემდეგ არ დაჭრათ მაკრატლით.

8. შენახვა
შეიძინეთ სავიზიტე ბარათებისთვის სპეციალური ჩასადები. შავრლის უკანა ჯიბეებში ჩასადებად კი სხვა რამ მოძებნეთ.

9. შესწორებები
ტელეფონის ნომერი შეგეცვალათ? სასწრაფოდ შეუკვეთეთ ახალი სავიზიტე ბარათები. მასზე ბურთულიანი კალმით დატანილი შესწორებები რა თქმა უნდა დაეხმარებათ სხვებს გაიგონ ახალი კოორდინატები, მაგრამ ამასთან დაანახვებენ თქვენს არასერიოზულ მიდგომას საკუთარი ბიზნესის მიმართ.

10. ტექსტური შეცდომები
სანამ დაბეჭდვას შეუკვეთავთ, გადაამოწმეთ სავიზიტე ბარათების ტექსტები. მოითხოვეთ საცდელი ბეჭდვა და კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ მისი სისწორე. საცდელი ვარიანტი აჩვენეთ თანამშრომლებს – შეამოწმონ. შეამოწმეთ სავიზიტე ბარათების ტექსტი, როცა მზა ტირაჟი მოგაქვთ. ერთმა პატარა შეცდომამ შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ.

ესც ბონუს-ვიდეო სახალისოდ

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like