კენ სანდჰეიმი: საუკეთესო ბოსის 5 ნიშანი

კენ სანდჰეიმი: საუკეთესო ბოსის 5 ნიშანი

კარგი ხელმძღვანელი — წარმატების საწინდარია, თავის მხრივ კი KAS Placement-ის CEO და Forbes-ის, Chicago Tribune-ის, AOL-ის, Business Insider-ის და Huffington Post-ის ავტორი კენ სანდჰეიმი გვიზიარებს თავის ხედვებს იდეალური «გემის კაპიტნის» შესახებ Entrepreneur-ზე.

საუკეთესო ხელმძღვანელები არიან ისინი, რომლებსაც შეუძლიათ კარგი ორგანიზაციისგან დიდი კომპანიის შექმნა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს მუდმივად აიძულებენ უკეთესები გახდნენ. დათრგუნვის ნაცვლად გონიერი ხელმძღვანელები ახალისებენ ჭკვიანურ იდეებს, საუბარში ღიაობას და კრეატიულობას. დაწინაურებას აძლევენ მათ, ვინც ამას იმსახურებს. ინდუსტრიისაგან დამოუკიდებლად და კომპანიის მოცულობის მიუხედავად, კვლევები აჩვენებენ, რომ საუკეთესო ბოსებს საერთო თვისებები აქვთ, რომლებსაც ისინი წარმატებისკენ მიჰყავთ:

1. მათ ესმით როგორ შექმნან თავის დაქვემდებარებულ პირებში თავდაჯერებულობის განცდა და მყარი ატმოსფერო.
საუკეთესო ბოსები თავიანთ თანამშრომლებს არ აძლევენ იმის უფლებას, რომ ყველაფერი გამართლებას დააბრალონ წარუმატებლობის შემთხვევაში. პირიქით, ისინი ცდილობენ დანერგონ ოპტიმიზმის ენერგია და ფოკუსირდნენ შესაძლებლობებზე და არა პრობლემებზე. შეხედულება, როგორიცაა მაგალითად «ყველაფერი შესაძლებელია» – საკმაოდ გადამდებია, რომლის შედეგად იზრდება მოტივაცია და თავდაჯერებულობა თანამშრომლებში და ამასთან ერთად წარმატების დონეც.

2. დისციპლინის ფანატები
საუკეთესო ბოსები აყენებენ მიზნის მიღწევის მაღალ სტანდარტებს როგორც თანამშრომლებისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. ისინი დაუღალავად მიჰყვებიან მიზნებს მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შეუსვენებლად მუშაობა უწევთ მათ მისაღწევად. საუკეთესო ბოსები ასევე არ აძლევენ მწვავე რეალიებს უფლებას, რომ უკარნახონ რა გააკეთონ. ისინი არასოდეს თმობენ საკუთარ მიზნებს, ცდილობენ შეინარჩუნონ რენტაბელურობა და არავითარ შემთხვევაში არ უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ კოლექტივში მავნე ჩვევები დამკვიდრდეს.

3. თანმიმდევრულები
საუკეთესო ბოსები არ იხიბლებიან რაიმე «მაგარზე» დევნით. ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ მყარი გადაწყვეტილებები მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობაში და მკაფიოდ ჩამოაყალიბონ თანამშრომლების როლი და მისცენ დავალებები.
ისინი არასოდეს ივიწყებენ საერთო მიზნებს და ირჩევენ ქცევის მუშა მოდელებს. ასეთი ბოსის ხელმძღვანელობით საქმის კეთებისას ყველამ იცის თავისი ადგილი.

4. ძლიერები
საუკეთესო ბოსები ასხივებენ ძალას და შეუძლიათ თავიანთი დავალებების შესრულება. მათ თანამშრომლები რჩევისთვის მიმართავენ, რადგან იციან, რომ ხელმძღვანელს აქვს გამოცდილება და სიმამაცე, რომლის დახმარებითაც წარმატებულია. ასეთი ბოსები არ ზრუნავენ იმაზე, რომ ყველაზე პოპულარულები გახდნენ – მათი ამოცანაა პროგრესზე ფოკუსირება.

5. კომპანიისა და მისი თანამშრომლებისადმი ლოიალურები
საუკეთესო ბოსები — არიან ისინი, რომლებიც კომპანიის საჭიროებებს აყენებენ საკუთარზე მაღლა. მათი ამბიციები გამომდინარეობს იქედან, რომ სურთ ბიზნესი შემოსავლიან საქმიანობად აქციონ და არა მარტო იქედან, რომ თავად გამდიდრდნენ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

არასდროს უთხრა საკუთარ თავს, რომ ოცნება, რომელიც გიყვარდა აღარ გჭირდება

არსებობენ ადამიანები,რომლებთაც აქვთ ოცნებები და მიზნები. ბევრს ოცნებობენ და მთელ იმედებს ოცნებების ასრულებაში ხედავენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში არ ჰყოფნით გამბედაობა გადადგან ნაბიჯები ოცნებების ასასრულებლად, ან დგამენ კიდეც რამდენიმე ნაბიჯს მათკენ,

ბიზნესფსიქოლოგია

მეწარმის ხასიათი და ბიზნესის წარმატება

ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია მეწარმის ხასიათზე. ყველა მათგანი განსხვავებულია და შესაბამისად მათი წარმატებაც სხვადასხვაგვარია. პიტერ დრუკერმა თქვა შემდეგი სიტყვები: „ვიღაც საშინელი ექსცენტრისტია, ვიღაც სწორი კომფორმისტი, ვიღაც მსუქანი, ვიღაც კი სუსტი; ერთნი

ბიზნესფსიქოლოგია

წარმატების შვიდი შესანიშნავი გაკვეთილი ჰენრი ფორდისგან

1. ემსახურეთ სხვებს «ბიზნესს, რომელიც აბსოლიტურად მიძღვნილია მომსახურებაზე, უმნიშვნელოდ ინერვიულებს შემოსავალზე, ის წარმოუდგენლად დიდი იქნება». ბიზნესის წარმატება მდგომარეობს სხვა ადამიანების მომსახურებაში. ყველა წარმატებული ადამიანი ემსახურება – რაც უფრო დიდია წარმატება,