სატელეფონო საუბრები

სატელეფონო საუბრები

ისევე როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, საქმიან სატელეფონო ზარებსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. მრავალი ვიდეო, სტატია თუ ტრენინგი არსებობს, რომლებიც ცდილობენ გვასწავლონ, თუ როგორ ვესაუბროთ კლიენტს ისე, რომ მათ იყიდონ ჩვენგან ნებისმიერი შეთავაზებული პროდუქტი.

არსებობს სატელეფონო გაყიდვების რამდენიმე ოქროს წესი, რომელსაც ვიყენებ პირადად მე და ვფიქრობ საჭიროა გავითვალისწინოთ კლიენტთან საუბრისას.

1. საუბრის დაწყებისას აუცილებელია მივესალმოთ თანამოსაუბრეს, ავუხსნათ თუ საიდან ვრეკავთ, ვინ ვართ და რისთვის ვაწუხებთ. კარგი იქნება თუ თავიდანვე განვაწყობთ მას პოზიტიურად, თუ ვურეკავთ ბანკიდან და გვსურს შევთავაზოთ სესხი, გავუსვათ ხაზი რომ ის ძალიან კარგი გადამხდელია, კარგი საკრედიტო ისტორია აქვს და სწორედ ამიტომ ვურეკავთ მას და ვუკეთებთ კარგ შეთავაზებას.

2. ადამიანებს ვესაუბროთ მათთვის გასაგებ ენაზე. პირველივე სიტყვიდან თქვენ აუცილებლად დაიჭერთ მის ხმას, ტონს, ხასიათს… ბევრად გაგიადვილდებათ მასთან ურთიერთობა თუ ”აყვებით” მას საუბარში, ისაუბრებთ მის ტაქტში. არარის საჭირო ყველა კლიენტთან ვიყოთ ოფიციალური კომპანიის მკაცრი წარმომადგენელი. რაიმე საკითხის გაუგებრობის შემთხვევაში ვერც კი დაგიბრუნებენ შეკითხვას და ეს მათ გააღიზიანებს.

3. აუცილებლად მიმართეთ კლიენტს სახელით. არ შეიძლება მას დავუძახოთ ქალბატონო, ბატონო ან კიდევ უარესი არ დავუძახოთ საერთოდ არაფერი…. ფსიქოლოგები გვასწავლიან, რომ სახელი ყველაზე ტკბილი და მშობლიურია თითოეული ადამიანისთვის და თუ თქვენ საუბრისას რამდენჯერმე მიმართავთ მას სახელით, ჩათვალეთ რომ მისი ნდობა მოპოვებულია.

4. შეთავაზება, ანუ საკუთარი პროდუქტის პრეზენტაცია, საჭიროა გავაკეთოთ მოკლედ და აქცენტები დავსვათ იმ დეტალებზე, რაც ჩვენთვის მომგებიანია. ვესაუბროთ კლიენტს ისე, რომ მას არ დარჩეს წარმოდგენა თითქოს ვაძალებთ ჩვენთვის რაღაც გააკეთოს ან იყიდოს, პირიქით – მან უნდა დაიჯეროს, რომ ეს შეთავაზება მისთვის არის კარგი, მომგებიანი და ეს პროდუქტი მას ძალიან, ძალიან სჭირდება.

5. საუბარი ყველა შემთხვევაში უნდა დასრულდეს პოზიტიურად. მაშინაც კი, თუ კლიენტი უხეშად გპასუხობთ, რომ მას არაფერი არ სჭირდება, არ დაგავიწყდეთ რომ თქვენ ხართ თქვენი კარგი კომპანიის სახე, კეთილშობილების განსახიერება, ის კი თქვენსმიერ გაკეთებულ ძალიან კარგ შეთავაზებაზე ამბობს უარს. უსურვეთ მას წარმატებები, გაიღიმეთ და აკრიფეთ შემდეგი ნომერი.

გისურვებთ წარმატებებს!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესფსიქოლოგია

როდის ვერ ხერხდება მოლაპარაკება?

იცით რატომ არ ჭამს აქლემი ბამბას? – არ უნდა და იმიტომ! რატომ არის რთული ზოგიერთ ადამიანთან მოლაპარაკება? – იმიტომ, რომ მათ არ უნდათ, უბრალოდ არ უნდათ. თქვენ შესაძლოა დიდხანს ეცადოთ

ბიზნესი

როგორ მოვიქცეთ თუკი კრედიტს ვერ ვფარავთ?!

როგორ მოვიქცეთ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ ვიხადოთ ვალები და შევინარჩუნოთ ქონება. როცა კრედიტს ვიღებთ, დაახლოებით მაინც გვაქვს წარმოდგენილი თუ როგორ გადავიხდით მას: ხელფასიდან, პრემიიდან, ნელნელა, მცირე დანაზოგის გაკეთებით. უფრო

მენეჯმენტი და მარკეტინგი

ხელმძღვანელების 9 ქცევა, რომელთა გამო სამსახურს ტოვებენ საუკეთესო თანამშრომლები

გასაოცარია, მაგრამ ბევრი ხელმძღვანელი ხშირად ხშირად პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ მათგან საუკეთესო თანამშრომლები მიდიან. თუ ეს ასეა, მათ ნამდვილად აქვთ სანერვიულო, რადგან კომპანიისთვის საუკეთესო კადრების დაკარგვა სერიოზული პრობლემაა. ეს პრობლემები