სასწაული,რომელიც უკვე არსებობს თქვენს ცხოვრებაში

სასწაული,რომელიც უკვე არსებობს თქვენს ცხოვრებაში

დასვენების დღე იყო. მეც გამოსასვლელი დღე მქონდა. არაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ ვფიქრობდი და ფიქრებში ვიყავი ჩაძირული. აივანზე ჩემს ყვავილებს მზის სხივები ეფერებოდნენ თითქოს.ნიავი ოდნავ არხევდა ფარდას.საოცარი იდილია სუფევდა სახლში.თავს კომფორტულად ვგრნობდი.თუმცა მოულოდნელად ვისურვე სასწაული მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში,რომელიც ყველაფერს შეცვლიდა და მე გავხდებოდი მდიდარი და წარმატებული.
შემდეგ ფარდა არ შერხეულა ელვისისწაფით.არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა სამყაროში,უბრალოდ ჩემს გონებაში მოხდა რაღაც.უცებ გავაცნობიერე,რომ მე ყოველ დღე ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს – ახალ სტატიებს ვწერ ჩვენი საყვარელი ჟურნალისთვის.გაუზიარო მოტივაცია ათასობით მკითხველს ყოველ დღე ხომ არც ისე უბრალო საქმეა.პირველ რიგში თავად უნდა იყო მოტივაციით სავსე და გქონდეს გამოცდილება,რომელსაც გაუზიარებ სხვებს. უამრავ ადამიანს შორის ერთი ადამიანიც რომ აავსო მოტივაციით ეს უკვე ძალიან კარგია.
მე კი ყოველთვის ვოცნებობდი დავხმარებოდი ადამიანებს წარმატების მიღწევაში.ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც მსურდა დამეარსებინა კლუბი,სადაც შეიკრიბებოდნენ ადამიანები,რომლებთაც ჰქონდათ იდეები,მაგრამ არ იცოდნენ,როგორ განეხორციელებინათ ისინი.მე ყოველთვის მსურდა დავხმარებოდი ადამიანებს ეპოვათ თავი სამყაროში და ყოფილიყვნენ ბედნიერები.
ყოველ დილით,როდესაც ლეპტოპს ვშლი,ყავას ვიმზადებ და საწერად ვემზადები, ეს არის ნამდვილად ჯადოსნური წუთები ჩემთვის,რომლებიც ყველაფერზე ძვირფასია ჩემთვის.მე ვწერ, ჩემს აზრებს და ჩემს გამოცდილებას, ცხოვრებისა და სამყაროს შესახებ, ვუზიარებ ადამიანებს,რომლებთაც ჩემზე მეტი ცოდნა აქვთ,მაგრამ, ზოგჯერ უიმედოდ გრძნობენ თავს და სამოტივაციო სიტყვების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.
ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად არსებობს სასწაული – ეს არის ჟურნალი “b2p” რომლის საშუალებით მე შემიძლია ყოველდღე გაგიზიაროთ ჩემი პოზიტივი და თავად ავივსო სიყვარულით.
დაუკვირდით საკუთარ გულს სანამ სასწაულს ინატრებთ,იქნებ ეს სასწაული უკვე არსებობს თქვენში.იქნებ ეს სასწაული არის საქმე,რომელსაც აკეთებთ,ან გსურთ,რომ ემსახურებოდეთ. იქნებ ეს სასწაული არის ნიჭი,რომელსაც ფლობთ.იქნებ მხატვარი ხან,ან მწერალი.შეიძლება ფინანსებში ერკვევი კარგად და შეგიძლია მიაღწიო წარმატებულ ცხოვრებას შენი ნიჭით და უნარით.ასე რომ იფიქრე ამაზე.ნუ დაელოდები უბრალოდ ზღაპრულ და ჯადოსნურ წუთებს.ყველაფერი თავად შექმენი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

View all posts by this author →

You might also like

ქალი და მამაკაცი

ადამიანს ყველაფერი შეუძლია

ადამიანს ყველაფერი შეუძლია: მიაღწიოს, ააშენოს, შექმნას, გამოიგონოს, აპატიოს, გაახაროს, შეიყვაროს, პატივი სცეს, იზრუნოს, მოიკითხოს, მოეფეროს, გაუგოს, დაეხმაროს, გაუღიმოს, აკოცოს, მხარი დაუჭიროს, დააფასოს, გააძლიეროს, შთააგონოს, დააიმედოს… მაგრამ არ შუძლია ამ ყველაფრის

ფილოსოფია

ციტატები, რომელიც საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ

თქვენ არ უნდა იყოთ დიდებული რომ დაიწყოთ, მაგრამ უნდა დაიწყოთ რომ იყოთ დიდებული. ზიგ ციგლარი (Zig Ziglar) სხვების აზრი თქვენს შესახებ არ უნდა იქცეს თქვენ რეალობად. ლეს ბრაუნი (Les Brown)

ცხოვრებისეული

მდიდარმა ქალიშვილმა უარი თქვა ღარიბის ცოლობაზე. ნახეთ რა გააკეთა იმ ბიჭმა!

ღარიბი ბიჭი შეყვარებული იყო მდიდარ ქალიშვილზე. ისინი ხვდებოდნენ. ბიჭი ყურადღებას იჩენდა გოგოს მიმართ. ერთხელაც, როცა მორცხვობა საბოლოოდ გადალახა, ცოლობა შესთავაზა. მდიდარმა გოგონამ დაცინვით მოიშორა თავიდან და შემდეგი სიტყვები უთხრა: “შენი