სასურველი საქმიანობის მოძებნის 20 გზა

სასურველი საქმიანობის მოძებნის 20 გზა

ოდესმე გინდოდათ უფრო ფართე არჩევანი გქონოდათ სასურველი სამსახურის ძიებისას? წარმოგიდგენთ რამოდენიმე იდეას, რომლებიც უფრო ფართედ აზროვნებაში დაგეხმარებათ.

1. გადაინაცვლეთ სხვაგან, როცა ფიქრობთ იმაზე, თუ რისი გაკეთბა გსურთ. მოძრაობა ცვლის ემოციებს, ხოლო ახალი ადგილმდებარეობა დაგეხმარებათ ახალი შეხედულებებით იფიქროთ.

2. იფიქრეთ თქვენს პრობლემაზე (შესაძლებლობაზე!) სხვა ადამიანის შეხედულებით. წარმოიდგინეთ, რომ ის, ვისითაც აღფრთოვანებული ხართ, გაძლევთ რჩევას. ეს ყველაფერი პრაქტიკას მოითხოვს, მაგრამ ბევრ სხვადასხვა პასუხს მიიღებთ, რომლებიც შესაძლოა ძალიან გამოგადგეთ.

3. დახატეთ თქვენი ოცნების სურათი. წარმოიდგინეთ როგორ ჟღერს, როგორ შეიგრძნობა, როგორი სუნი აქვს მას – ადამიანები მნიშვნელობას ანიჭებენ ყველაფერს 5 გრძნობიდან გამომდინარე.

4. მოძებნეთ ვინმე, ვინც დაკავებულია იმით, რითაც თქვენ ხართ დაინტერესებული და მიიღეთ მისგან რჩევა. ამას ეწოდება მოდელირება. თუ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა წარმატებით სრულდება ამ ადამიანის მხრიდან და თქვენ არ გამოგდით, გაარკვიეთ რა არის იმის მიზეზი?

5. განსაზღვრეთ, რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება – იქნებ რაიმე განსხვავებული, არატრადიციული გჭირდებათ წარმატების მისაღწევად.

6. ხშირად იფიქრეთ იმაზე, როგორ დაიწყოთ იმის კეთება, რაც მოგწონთ. იმაზეც იფიქრეთ, ფიქრს როგორ დაიწყებთ; შეცვალეთ თქვენი ნეგატიური აზროვნების შაბლონები.

7. იცინეთ, თან რაც შეიძლება ბევრი. იუმორი დაგეხმარებათ შეცვალოთ ჩვეული, ნეგატიური აზროვნების შაბლონები, რომლებსაც იყენებთ ახალი შესაძლებლობების განხილვისას.

8. საკუთარ თავს ჰკითხეთ რას გააკეთებდა თქვენს ადგილას 8 წლის ბავშვი. გაოცდებით, როცა აღმოაჩენთ რა შეკითხვები შეიძლება დასვათ და როგორ გაფანტავს ეს შეკითხვები ნეგატიურ შაბლონებს.

9. აღნიშნული პრობლემის შესახსენებლად კედელზე დაკიდეთ პლაკატი. თქვენი ტვინი უბრალოდ დაიღლება იმისგან, რომ ვერ ნახულობს პასუხს პრობლემაზე.

10. ჩამოწერეთ რით რისკავთ, თუ სასურველი საქმიანობით არ დაკავდებით – ამ საქმის შესრულებისას რთულია შემოქმედებითობა.

11. განვითარების სტრატეგია წინასწარ შექმენით. პოზიტიური და პროაქტიული სტრატეგია ყოველთვის ჯობნის ნეგატიურს და რეაქტიულს.

12. დისოცირდით და როცა რამეს აკეთებთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან. გაოცებული დარჩებით იმით, თუ რა კარგი იდეები მოგივათ ამ დროს.

13. ერთი წლით ადრე დაუწერეთ საკუთარ თავს წერილი იმ განმარტებებით, თუ რისი გაკეთბა გჭირდებათ აუცილებლად. აწმყოში დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ დროს ხშირად ითვალისწინებთ წარსულის ტვირთს.

14. 30 წუთის განმავლობაში დაწერეთ ყველა იდეა, რომლებიც თავში მოგივათ თქვენი საყვარელი საქმიანობის გარშემო. როცა დიდ ამოცანებს პატარა ნაწილებად ვშლით მოკლე დროის პერიოდებზე, ჩვენი მოტივაცია და ენერგია იზრდება.

15. ჰკითხეთ საკუთარ თავს, მომდევნო რომელი ნაბიჯი უნდა გადადგათ? შემდეგ 30 წუთის მანძილზე შეასრულეთ რომელიმე ფიზიკური ვარჯიში. როცა მორჩებით, ჩაიწერეთ პირველივე პასუხი, რომელიც თავში მოგივათ. ენდორფინები, რომლებსაც ორგანიზმი ფიზიკური ვარჯიშისას გამოიმუშავებს, ტვინის გააქტიურების საუკეთესო სტიმულატორებია.

16. გადაშალეთ ლექსიკონი და წაიკთხეთ პირველივე სიტყვა, რომელიც დაინახეთ. შემდეგ წაიკითხეთ მისი განმარტება. ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ დაგეხმარებათ ის იმის გაკეთებაში, რაც გსურთ? დივერგენტული აზროვნება დაგეხმარებათ სხვადასხვა კუთხით მოძებნოთ გადაწყვეტილება.

17. ახლა ყველაზე დიდ რისკზე რომ წასულიყავით, რა დონის ცუდ შედეგებს მოგიტანდათ ეს? – ზოგჯერ ყველაფერი, რაც აუცილებელია, გაციელბით უფრო სარისკოა.

18. საკუთარ თავს უთხარით: «მე უნდა გადავწყვიტო ეს პრობლემა». – «მე იმედი მაქვს». სცადეთ ეს ახლავე, გრძნობთ განსხვავებას?

19. დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი წინგადადგმული ნაბიჯებისთვის. შინაგანი ჯილდო, როგორიცაა მაგალითად გემრიელი ნაყინი, კარგი დასვენება, გაცილებით დიდხანს მუშაობს, ვიდრე გარეგანი.

20. საკუთარ თავს მოუწყვეთ დღეში 10 წუთიანი სიმშვიდე. ღრმად ჩაისუნთქეთ და ყუარდღება მიაქციეთ საკუთარ აზრებს. ეს შეიძლება თქვენი დღის ყველაზე გასაოცარი ნაწილი გახდეს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like