სასიცოცხლო ძალების მომცემი 25 რჩევა სტივენ კინგისგან

სასიცოცხლო ძალების მომცემი 25 რჩევა სტივენ კინგისგან

სტივენ კინგი — არამარტო ცოცხალი ლეგენდაა, არამედ ის არის ადამიანი, რომელმაც შეძლო მავნე ჩვევების დაძლევა და ფსკერიდან ზედაპირზე ამოსვლა. აქედან გამომდინარე, მისი ნდობა შეიძლება, მითუმეტეს მაშინ, როცა ის მთელი ცხოვრება იკვლევდა ადამიანური სულის ბნელ კუთხეებს.

  1. ცხოვრების ერთად-ერთი საშუალება — ეს არის ცხოვრება. უთხარით საკუთარ თავს: «მე შემიძლია ამის გაკეთება», — მაშინაც კი, როცა იცით, რომ ვერ შეძლებთ.
  2. თუ დღეს არ შეგიძლიათ ვინმე გიყვარდეთ, იმას მაინც შეეცადეთ, რომ არავის ატკინოთ გული.
  3. დედამიწა ბრუნავს, სხვათა შორის. შეგიძლიათ მასთან ერთად იტრიალოთ, ან შეგიძლიათ რაიმეს ჩაეჭიდოთ და გააპროტესტოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ადგილიდან მოწყდებით.
  4. დრო ყველაფერს კურნავს, გინდათ ეს თქვენ თუ არა. დროს ყველაფერი მიაქვს და ბოლოს ტოვებს მხოლოდ სიბნელეს. ზოგჯერ ამ სიბნელეში სხვებს ვხვდებით და ხიშირ შემთხვევაში იქვე ვკარგავთ მათ.
  5. თუ მარტო ხართ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გიჟი ხართ.
  6. ყველას აქვს ნაგვის ასაღები აქანდაზი, რომლითაც სტრესულ და უსიამოვნო მომენტებში საკუთარ თავში, აზრებსა და გრძნობებში თხრას იწყებს. გადააგდეთ ეს აქანდაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიერ ამოთხრილი ორმო ქვეცნობიერამდე ჩავა და ღამით იქედან მიცვალებულები დაიწყებენ ამოსვლას.
  7. ადამიანები ფიქრობენ, რომ ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლიათ, შემდეგ კი უცებ აღმოაჩენენ, რომ ძალიან კარგადაც შეუძლიათ – ეს მაშინ ხდება, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან.
  8. წარსულთან უნდა გქონდეთ შეუწყნარებელი და მშვიდი დამოკიდებულება. ის დარტყმები, რომლებიც ჩვენ გვკლავს, სინამდვილეში უმნიშვნელოა. მნიშვნელობა აქვთ მხოლოდ იმ დარტყმებს, რომელთა მიღების შემდეგ ჩვენ გავუძელით და ცოცხლები გადავრჩით.
  9. სულელთან საუბრის გაძლების ერთადერთი გზა არის მისი დაიგნორება.
  10. ჩემი აზრით, ღმერთის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა არის იმ ადამიანების იძულება რამე აკეთონ, რომელბიც ამბობენ «არასოდეს».
  11. უკეთესის და სასწაულის იმედი გქონდეთ.
  12. ყველაზე ლამაზი სიტყვები ნებისმიერ ენაზე — არის «მიპატიებია».
  13. ფრთხილად იყავით, როცა რაიმეს შესთხოვთ ღმერთს, რადგან ის შეიძლება რეალურად მიიღოთ.
  14. ყველაფერი ის, რაც ღიმილს მოგგვრით ოცდაათი წლის შემდეგ – ფუჭად დაკარგული დრო არ არის. ის უფრო უკვდავებასთან ძალიან მიახლოებული რამეა.
  15. ნებისმიერი არჩევანი მიდის ერთ მარტივ შეკითხვამდე: ყოფნა-არყოფნა, ცხოვრება თუ არსებობა.
  16. თუ არ გააკონტროლებთ საკუთარ ბრაზს, ის გაგაკონტროლებთ.
  17. როცა ადამიანი აღარ იცვლება, აღარ გრძნობს, აღარ უყვარს – ის კვდება.
  18. ჩვენ ვცხოვრობთ იმისათვის, რომ ყოველ ახალ დღეს გამოვუცხადოთ ომი.
  19. თუ მარტო თავს ცუდად გრძნობთ, სხვებიც ვერ იგრძნობენ თავს კარგად თქვენს გვერდით.
  20. გააუმჯობესეთ სამყარო — ეს მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე ნალებად მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის უნიტაზამდე საკუთარი ფეხით მისვლის შესაძებლობა.
  21. წარმატება სულელებისთვის არის. ეს ყველაფერია, რისი იმედიც მათ შეიძლება ჰქონდეთ. საწყლები.
  22. გახსოვდეთ, რომ იმედი — კარგი რამეა, შესაძლოა საუკეთესოც. ის არ კვდება.
  23. არსებობს ისეთი ცრემლები, რომელბიც აუცილებლად უნდა დაღვაროთ, დღის ნებისმიერი მონაკვეთში, რათა შინაგანად დაიცალოთ.
  24. შეიძლება ფერიები და ელფები არსებობენ, მაგრამ გახსოვდეთ: ღმერთი ეხმარება მათ, ვინც საკუთარ თავს ეხმარება.
  25. თუ ყველაფერში ფიასკო განიცადეთ – დანებდით და წადით ბიბლიოთეკაში.
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like