10 საშუალება იმისათვის, რომ გარშემომყოფებს მოეწონოთ

10 საშუალება იმისათვის, რომ გარშემომყოფებს მოეწონოთ

1. ქარიზმა
ნუ იფიქრებთ, რომ ეს თანდაყოლილი თვისებაა. ქარიზმა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი თვისება შესაძლებელია გამოიმუშაოთ. ღიმილიანი სახე და იუმორის გრძნობა, ანთებული თვალები, საკუთარი თავის რწმენა – ამ თვისებებს ჯერ არავისთვის უღალატია. ამიტომ ნამდვილად ღირს გარშემომყოფებისთვის სიხარულის მინიჭება ისწავლოთ, აჩვენოთ მათ პოზიტიური ემოციები და კარგი დამოკიდებულება.

2. კომპლიმენტები
საჭირო არ არის ზედმეტად გულახდილი კომპლიმენტები. მიეჩვიეთ გარშემომყოფებში შეამჩნიოთ პოზიტიური თვისებები და ხმამაღლა დააფიქსიროთ ისინი.

3. თავმდაბლობა
საჭირო არ არის საკუთარი საგმირო საქმეების შესახებ საქვეყნოდ ყვირილი. თუ ნამდვილად გინდათ, რომ თქვენით აღფრთოვანებული იყვნენ გარშემომყოფები, მაშინ სჯობს ჩუმად იყოთ ან დამალოთ რაიმე პოზიტიური ფაქტი თქვენი ბიოგრაფიიდან. სულ ერთია, ადრე თუ გვიან ის მაინც გამჟღავნდება. თქვენდამი ინტერესი კი სწორედ მაშინ გაღვივდება, როცა ასეთ თავმდაბლობას გამოიჩენთ.

4. ტაქტიკურობა
ნუ იქნებით შემაწუხებელი. თუ ადამიანს თავს მოაბეზრებთ, მას გაუჩნდება ნეგატიური დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ამიტომ საჭირო არ არის ადამიანის სულში ჩაძრომა, საკუთარი აზრის თავს მოხვევა და ბევრი შეკითხვების დასმა. ზოგჯერ უკეთესია გაჩუმდეთ და მოუსმინოთ სხვას.

5. გულკლეთილობა
ყველას მოსწონს გულკეთილი ადამიანები, ვინც ყოველთვის მზად არის რაიმე რჩევის მოსაცემად ან დასახმარებლად და ცოტა ვინმეს თუ მოსწონს სნობი და ეგოისტი ადამიანი, ვინც მზად არის ნებისმიერი აკრიტიკოს. მაშინაც კი, თუ თქვენ ადამიანი არ მოგწონთ, საჭირო არ არის მოაბეზროთ თავი. ამ სიტუაციაში ღირსეული ქცევა იქნება «არ მოგწონს – არ იურთიერთო»-ს პრინციპი გამოიყენოთ.

6. თავაზიანობა
დაივიწყეთ დაუდევრობა და უხეშობა. თუ გსურთ, რომ ყველა მოხიბლოთ, იყავით კულტურული და დაიცავით ეტიკეტის წესები. მაგრამ საჭირო არ არის მოჩვენებითობა. საკუთარი თავაზიანობა წარმოაჩინეთ რეალურად, როგორც თქვენი აღზრდისა და ხასიათის განუყოფელი ელემენტი.

7. დაივიწყეთ შეზღუდვები
საჭირო არ არის ადამიანებისთვის სხვადასხვა იარლიყების მიკერება, როგორიცაა მაგალითად: «ბოტანიკოსი», «მაჟორი» და ა შ. განზე გადექით სტერეოტიპებისგან და ნუ განსჯით გარშემომყოფებს გარეგნობის მიხედვით. მაშინაც კი, თუ თქვენს წინაშე დგას ასპროცენტიანი «ჰიპსტერი», ეს არ ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია რაიმე თავისებურება და ინდივიდუალურობა.

8. ღიმილი
ეს ნიშანი ყველასთვის გასაგებია და მსოფლიოს ყველა ენაზე ერთნაირად ხდება მისი ინტერპრეტაცია. რაც უფრო ხშირად გაიღიმებთ, მით უკეთესი. მაგრამ ეს უნდა აკეთოთ ბუნებრივად, ხელოვნურობისა და მოჩვენებითი ქცევის გარეშე.

9. ისწავლეთ მოსმენა
ისწავლეთ არა მარტო მოსმენა, გაგონებაც. ადამიანების უმრავლესობას საკუთარი თავი უფრო უყვარს, ვიდრე სხვები. გამოიყენეთ ეს მომენტი თქვენს სასარგებლოდ. საუბრის დროს ყურადღებით მოუსმინეთ მოსაუბრეს, არ შეაწყვეტინოთ მას. ამით თქვენ მოახდენთ საკუთარი ინტერესისა და მონაწილეობის დემონსტრირებას. გარდა ამისა შესაძლოა დაუსვათ თემიდან გამომდინარე შეკითხვები, რომლებიც მოსაუბრეს დაეხმარება ბოლომდე გაიხსნას.

10. შეეცადეთ არ დაიძაბოთ
ნუ შეეცდებით ზედმეტად დადებითი გამოჩნდეთ, რადგან ეს წარმოგაჩენთ ხელოვნურს და მოჩვენებითს. ნამდვილ «ადამიან მომხიბვლელობას» არ უნდა უნდოდეს, რომ მისით აღფრთოვანდნენ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ქალი და მამაკაცი

ქალი — მამაკაცის წარმატების წყარო

1. ელეგანტური საუბარი. მამაკაცს ის უჩნდება თუ ცოლი მასთან დელიკატურად საუბრობს, მამაკაცი კი ითვისებს ცოლის საუბრის მანერას. 2. ქმრის შრომისუნარიანობა. თუ სახლში მშვიდი ატმოსფეროა, რომელიც ქმარს საშუალებას აძლევს მოდუნდეს და

ფსიქოლოგია

5 სავარჯიშო, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი დანიშნულება

იცით როგორ უნდა გაარკვიოთ თქვენი გზით მიდიხართ თუ არა? ეს ძალიან მარტივია. თუ ყოველ დილით ენერგიით და შემოქმედებითი იდეებით სავსე იღივიძებთ — თქვენ თქვენს გზაზე ხართ. თუ მაღვიძარას ხმას ვერ

აფირმაცია და ვიზუალიზაცია

ყოველდღიური მანიფესტი „სწორედ დღეს ვიქნები ბედნიერი“ – დეილ კარნეგისგან

— სწორედ დღეს მე განვიხილავ იმას, რაც რეალურია და არ ვაიძულებ გარესამყაროს საკუთარ სურვილების ჩემთან განხილვას. მე მივიღებ ჩემს ოჯახს, ჩემს სამსახურს, ჩემს საქმეს და ჩემს ბედს ისეთს, როგორიც არის