როგორ უნდა შევადგინოთ სტატია პროდუქტის განვითარებისთვის

როგორ უნდა შევადგინოთ სტატია პროდუქტის განვითარებისთვის

რა თქმა უნდა ყველა მათგანი არ არის აუცილებელი, მაგრამ ამ არაეშმაკური ალგორითმის გამოყენებით თქვენ მშვენიერი წინადადება გამოგივათ. მაშ ასე, დავიწყოთ:

1. მკითხველთა ყურადღების მიქცევა ძლიერი, ნათელი სათაურებით, რომლებიც «ყვირიან», აინტრიგებენ მკითხველს და მთელ მათ გონებას იკავებენ. მაგალითი: «იცით თუ არა, რომ ლოიალობა 5-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ახალი კლიენტების მოზიდვა?»

2. პრობლემის გამოვლენა და აღნიშვნა, რომელიც კლიენტებს აღელვებთ. სჯობს წამოწიოთ პრობლემა, რომელიც რელურად აღელვებთ, ვიდრე რაიმე სარგებელი შესთავაზოთ… მარკეტინგული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები გაცილებით მგრძნობიარენი არიან იმის მიმართ, რასაც კარგავენ, ვიდრე იმის მიმართ, რისი მიღებაც შეუძლიათ. მაგალითი: «ამჩნევთ, რომ თქვენმა კლიენტებმა ნელ-ნელა დაიწყეს თქვენს კონკურენტებთან «შევლა» ახალი პროდუქტის და მომსახურების მისაღებად? თუ ამჩნევთ, მაშინ ჯერ კიდევ არ შეგიქმნიათ მათი შენარჩუნების სფეროში ეფექტური პოლიტიკა…».

3. თქვენ უნდა შესთავაზოთ პრობლემის რეალური გადაწყვეტა. მიზანი არის ის, რომ აჩვენოთ როგორ მოგვარდება მისი პრობლემა თქვენი პროდუქტის ან მომსახურების წყალობით. მაგალითი: «…დროდადრო ამჩნევთ, რომ ფული ბარაქას კარგავს? ნაცნობი სიტუაციაა… მაგრამ „X“-ით თქვენ რამოდენიმე წუთში ისწავლით როგორ დაგეგმოთ ეფექტურად ხარჯები!».

4. თქვენს პროდუქტზე რეკომენდაციის და საერთო პირობების შესახებ მონაცემების წარდგენა, დამტკიცება, რომ ის საუკეთესოა. თქვენ უნდა წარმოადგინოთ დასაბუთებული ინფორმაცია და რაც მთავარია მოხერხებულად და დახელოვნებულად განახორციელოთ ციფრებით ოპერირება, დაგვიჯერეთ, კლიენტებს ეს ძალიან უყვართ. მაგალითი: «X-ი MMM- ბაზარზე უკვე 10 წელია! ნომერი 1 მსოფლიოში… 3 მილიონმა უკვე აირჩია X-ი და მოიხმარს მას ყოველდღიურად!».

5. პროდუქტის უპირატესობის წარმოჩენა. აი აქ შეიძლება გაჩნდეს პრობლემები, ამიტომ, საჭიროა გლობალურად ფიქრი, წარმოიდგინეთ თქვენი თავი კლიენტის ადგილას და უპასუხეთ შეკითხვას «რატომ უნდა ვიყიდო მაინცადამაინც X-ი?». მყიდველის როლში თქვენ კონცენტრირდებით მომხმარებლის იმ თვისებებზე და პროდუქტის ხარისხზე, რომლებიც საჭიროა მილიონობით სხვა მომხმარებლისთვის, ამიტომ, საკუთარი საქონლის უპირატესობის «მყიდველის თვალებით» ჩვენებით თქვენ მოიზიდავთ ახალ მყიდველებს, მათ კი ისეთი დამოკიდებულება აქვთ თქვენი და თქვნი პორდუქტის მიმართ, თითქოს სწორედ ამას ეძებდნენ.

6. მონაცემების ჩართვა. ადამიანებს ყველაზე მეტად უყვართ ციფრები და გამოხმაურებები. არავინ აწარმოებს იმას, რაც არ მოსწონს, საკუთარი თავის პატივისმცემელი ყველა მეწარმე მომართულია მომავალზე, ზრუნავს ხარისხზე, იმიჯზე და მომხმარებელზე. ამიტომ, გაყიდვაში ჩაშვებულ პროდუქტზე რამოდენიმე საინტერესო გამოხმაურების მოძებნა პრობლემა არ არის. შესაბამისად მიზანშეწონილია მათი საკუთარ სტატიაში, გზავნილში, კომერციულ წინადადებაში ჩასმა.

7. განსაკუთრებულად მაცდური შეთავაზება. ფასდაკლება %, ბონუსი, სასაჩუქრე ბარათი, სერთიფიკატი – ყველაფერი ეს არის ის, რაც კლიენტს ახარებს. მთავარია ამ ძლიერი ფინანსური ინსტრუმენტების სწორად გამოყენება.

8. სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე! დაამშვიდეთ თქვენი კლიენტი. ბევრისთვის ყიდვის აქტი ქვეცნობიერად რთული ფისქოლოგიური ნაბიჯია. ამიტომ, კლიენტი უნდა გრძნობდეს, რომ ის თქვენთვის სულერთი არ არის და თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. ეს მიიღწევა გარანტიების დადგენის გზით, რაც გამოიხატება შეძენილი პროდუქტის გადაცვლის, დაბრუნების და სატელეფონო მხარდაჭერის შესაძლებლობით.

9. მიუთითეთ წარმოდგენილი შეთავაზების მოქმედების მაქსიმალური ვადები. ძალიან მნიშვნელოვანია ვადების დადგენა, რათა მოხდეს შენაძენის გასაკეთებლად პირველადი სტიმულირება. მაგალითი: «ეს შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ ХХ/ХХ/ХХ-დე! იჩქარეთ!».

10. თქვენი პროდუქტის შესყიდვის აქტუალობასთან დაკავშირებით მოკლე შენიშვნის დამატება. შეგიძლიათ მიუთითოთ რას კარგავს კლიენტი თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ყიდვაზე უარის შემთხვევაში.

11. P.S.-ის დამატება. ეს შეიძლება იყოს ბონუსი ან ფასდაკლება მყიდველისთვის.
მაგალითი: «ორი X-ის შეკვეთის შემთხვევაშ 2$-ად თქვენ მიიღებთ მესამეს მხოლოდ 0,7$-ად»

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

რით შეიძლება თანამშრომლების შთაგონება

1. მიესალმეთ თანამშრომლებს, როცა გვერდით ჩაუვლით და მიმართეთ სახელით (ისწავლეთ მათი სახელები, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ). 2. დაწერეთ «მადლობა», «ყოჩაღ» ან რამე მსგავსი და დატოვეთ მათ მაგიდებზე. 3. დააჯილდოვეთ

ბიზნესფსიქოლოგია

10 მცნება რკინის დისციპლინისთვის

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სრული წარმატებისთვის უმაღლესი განათლება, კარგი კონტაქტები ან საბანკო ანგარიშზე თანხა არ გყოფნით, იცოდეთ, რომ ცდებით! თქვენ არ გყოფნით დისციპლინა. თუ თქვენ გინდათ, რომ განვითარებაში კვანტური ნახტომი

ბიზნესფსიქოლოგია

მარცხის ფაქტორები: ბიზნესის ენთუზიასტური დაგეგმვა

ზოგიერთ ბიზნესმენს რამდენიმე თვე ჭირდება იმისთვის რომ კლიენტურა მოიპოვოს. ამ დროის განმავლობაში ბიზნესმა შეიძლება დიდი ფინანსური დანაკარგები განიცადოს ან თითქმის გაკოტრებამდე მივიდეს. თუ ბიზნესის მფლობელი თადარიგს დაიჭერს და ფულს გამოყოფს