საქმიანი საუბრის 7 წესი

საქმიანი საუბრის 7 წესი

1. ჩაიწერეთ
საჭიროა ყველა საქმიანი საუბრის კონსპექტირება. თუ თქვენ საქმიან მოლაპარაკებაზე ხართ ბლოკნოტის გარეშე, შეგიძილიათ ეს სიტუაცია გაუთანაბროთ პროფესიულ თვითმკვლელობას.

2. ნუ გადაიპრანჭებით
არ ღირს ყველაზე მოდური სამოსი გამოიღოთ კარადიდან და ჩაიცვათ. უმჯობესია საყვარელი, თუნდაც ნახმარი სამოსი იყოს.

3. საჩუქრები — ბოლოს
თუ თქვენ გაქვთ სუვენირები ან სხვა საჩუქრები, რომლებიც გსურთ შეხვედრის წევრებს გადასცეთ, გააკეთეთ ეს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ და არა დაწყებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ულამაზოდ გამოჩნდება.

4. გამორთეთ ტელეფონი
გამორთეთ ან უხმო რეჟიმზე გადაიყვანეთ ტელეფონი. თუ თქვენ არ ხართ ტოპ-მენეჯერი ან პრეზიდენტი, მითუმეტეს, ნებისმიერ ზარს შეუძლია ნახევარი ან ერთი საათით მოცდა.

5. ქცევის კონტროლი
აკონტროლეთ თავი – მზერის იატაკზე გადატანა, საწერი კალმით თამაში, ფურცელზე უაზროდ ხატვა, ფხანა, სკამის საზურგეზე გადაწოლა, თავის არეში არსებულ ბუნებრივ ხვრელებში ძრომიალი, მთქნარება და ა.შ. დაუშვებელია. კონცენტრირდით – თქვენი თანამოსაუბრეები ამას შეამჩნევენ. შეგიძლიათ გაივარჯიშოთ კიდეც დასვენების დროს.

6. მოემზადეთ
ჩაიწერეთ თეზისები და თან წაიღეთ. შეხვედრის დაწყებამდე გადაიკითხეთ – ეს დაგეხმარებათ, რომ მთავარი არ დაგავიწყდეთ.

7. დაწერეთ ანგარიში
შეხვედრის შემდეგ მისმა ყველა მონაწილემ ელ-ფოსტაზე უნდა მიიღოს შეხვედრის შემაჯამებელი ანგარიში. ეს დაეხმარებათ მეხსიერებაში ადვილად აღიდგინონ ყველა განხილული საკითხი.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ