საქართველოში სტარბაქსი შემოდის: თბილისში ქარხანა აშენდება

საქართველოში სტარბაქსი შემოდის: თბილისში ქარხანა აშენდება

მსოფლიოს ყავის ბაზრის ლიდერი ამერიკული კომპანია „სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის. თანაც საუბარია არა ყავის იმპორტზე, არამედ ქარხნის აშენებაზე. ეს „სტარბაქსისთვის“ რეგიონალური პროექტია, რომლის ცენტრი საქართველო გახდება. პროექტის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა და გადაწყვეტილია, რომ ქარხანა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან მდებარე ტერიტორიაზე გაკეთდება.

Starbucks Corporation-ის სათაო ოფისი აშშ-ში, სიეტლში მდებარეობს.
1971 წელს ინგლისურის მასწავლებელმა ჯერი ბოლდუინმა, ისტორიის მასწავლებელმა ზევ ზიგალმა და მწერალმა გორდონ ბოუკერმა გადაწყვიტეს მარცვლის ყავის გაყიდვისთვის მიეყოთ ხელი და სიეტლში მაღაზია გახსნეს.
დღეისათვის „სტარბაქსი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელია. ის სხვადასხვა სახეობის ყავას აწარმოებს. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში „სტარბაქსი“ 24 ათას სავაჭრო წერტილს აერთიანებს.

საინტერესო ფაქტი: შესასვლელი კარი „სტარბაქსის“ ყველა დაწესებულებაში ან აღმოსავლეთს უყურებს ან სამხრეთს, მაგრამ არასოდეს ჩრდილოეთის მხარეს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ყველა მომხმარებელი დღის შუქით დატკბეს, ოღონდ ამავე დროს მზე პირდაპირ სახეში არ ანათებდეს.

წყარო: fortuna.ge

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სოფი ლორენის ახალი როლი DOLCE&GABBANA-თვის

ახალ კომერციული «მოკლემეტრაჟიან» ფილმ-რეკლამაში სოფი ლორენი ითამაშებს დიდი სიცილიური ოჯახის დედის როლს. ხუთ ულამაზეს ვაჟთან ერთად ის აღადგენს Valguarnera-ს ოჯახურ მამულს. ვიდეო-რგოლში მსახიობი ხერხავს ხმელ ტოტებს, ლესავს, ხელმძღვანელობს სახურავის შეკეთების

10 ნაბიჯი თვითმყოფადობისკენ

თუ თქვენ მოგბეზრდათ დინების მიმართულებით ცურვა და არ გყოფნით ცხოვრებაში ე.წ. დრაივი – ეს იმას ნიშნავს, რომ დროა გადახვიდეთ ჩვეული გზიდან და გაუყვეთ თვითმყოფადობის ბილიკს. ეს მარტივი არაა, თუმცა ყველას

როგორ მოვიწყოთ კარგი ცხოვრება?

სახლისთვის 1.შეადგინეთ უსარგებლო ნივთებისგან სახლის გათავისუფლების გეგმა. ამისათვის თქვენი მოქმედება დაყავით ეტაპებად. ეტაპი 1: გადაარჩიეთ გაზეთები და ჟურნალები. ეტაპი 2: გადაარჩიეთ ვიდეო და აუდიო ფირფიტები. ეტაპი 3: გადაარჩიეთ წიგნები. 2.

ოჯახური სიმყუდროვის და სითბოს გამომხატველი 45 ფოტო ზამთრის პერიოდისთვის

თოვლიან და ყინვიან ზამთარში თბილი ქურთუკი, ცხელი გამათბობელი და შალის გადასაფარებელი შეუცვლელი მეგობრები არიან. სახლში დაბრუნებისას სურვილი გიჩნდება გაეხვე ამ თბილ გადასაფარებელში და ფეხშიშველმა გაიარო რბილ ნოხზე. ჩამოჯდე ბუხარში მოგიზგიზე

გაბედე, იფიქრე, იოცნებე და იმოქმედე მასშტაბურად…!

როცა კომფორტის ზონიდან გადიხარ და მოქმედებ, შენს თავსაც ეხმარები და სხვებსაც. საკუთარ თავს თავად უხსნი გზებს, რომელიც შენი ოცნებებისკენ მიდის. შენს თავს თავად ხდი იღბლიანს, ბედნიერს, რეალიზებულს, თავდაჯერებულს, სავსეს, თავისუფალს,

ეს მსოფლიოში საუკეთესო გასართობი ადგილია!

ეს მსოფლიოში საუკეთესო გასართობი ადგილია! გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away, trade or sell your email address. You