რა ელის საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკურ ურთიერთობებს?

რა ელის საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკურ ურთიერთობებს?

უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. როცა ასეთ სტრატეგიული პარტნიორის ეკონომიკას საფრთხე ემუქრება ცხადია ეს გავლენას იქონიებს ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

პოლიტიკური არეულობა სამომხმარებლო ბაზარზე დიდ გავლენას ახდენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მუდმივი დაძაბულობისა, უკრაინული გრივნა თავს მყარად გრძნობს და მისი გაუფასურების ნიშნები ჯერ არ ჩანს.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციები ეკონომიკურ საფრთხეებს უკვე თვალნათლივ ხედავენ. მაგალითად, სააგენტო FITCH-ი, უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის ეკონომიკისთვის რისკებს ამჩნევს. როგორც გავლენიანი სააგენტოს ანალიტიკოსები აცხადებენ, რაც დიდხანს გაგრძელდება აქციები, მით მეტი რისკია უკრაინიდან კაპიტალის გადინებისთვის, რეზერვების შემცირების და სავალუტო კურსის რყევისთვის.

ცოტა ხნის წინ FITCH-მა კიევს საკრედიტო რეიტინგი უკვე გაუუარესა. მას შემდეგ უკრაინაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, შესაბამისად, ეკონომიკური პერსპექტივები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.

ეს ყველაფერი საქარველოსთვისაც არასახარბიელოა და არახელსაყრელია. უკრაინა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ექსპორტის-იმპორტის მონაცემების მიხედვით მუდმივად მოწინავე სამეულშია. რა ელის საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს თუკი კიევში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა?

ნეგატიური ეკონომიკური გავლენა, რა თქმა უნდა, იქნება – ექსპორტსაც გაუჭირდება და იმპორტიც შეზღუდული იქნება. უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობებს მეტი მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც რუსული ბაზარი ნაკლებად სანდოა და თანაც არც ისე მრავალფეროვანია, როგორი ეკონომიკური კავშირებიც უკრაინასთან გაგვაჩნია.

რუსეთის ემბარგოს შემდეგ უკრაინა ჩვენთვის დიდი ბაზარი გახდა. ახლა კი ყველაფერი საფრთხის წინაშეა. უკრაინული ბაზარი უზარმაზარი გასაღების წყაროა ქართული პროდუქციისთვის და მისი დაკარგვა, ჩვენთვის კატასტროფა იქნება.

თუ უკრაინა საბოლოოდ ევრაზიული კავშირისკენ შებრუნდა, მაშინ, რა თქმა უნდა, მათ ერთიანი საგარეო, უსაფრთხოების და საბაჟო ეკონომიკური პოლიტიკა ექნებათ და უკრაინას რომც არ უნდოდეს, ერთიანი კავშირის პირობებში ერთიანი კანონებით იმოქმედებს. ეს კი საქართველოსთან ურთიერთობების თავისთავად შეზღუდვას გამოიწვევს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

რუბრიკები

ის მხოლოდ 9 წლის არის და მას გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებს…

როცა ისეთ ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც ამბობენ, რომ რაიმე გრანდიოზულის გასაკეთებლად ძალიან ახალგაზრდები არიან ან არასაკმარისი ძალა, სახსრები და შესაძლებლობები აქვთ, მაშნვე მაგალითად უნდა მოუყვანოთ ეს დიდი გულის მქონე პატარა გოგონა.

წიგნები და პუბლიკაციები

წიგნი “შეჭამე ბაყაყი”

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

არქიტექტურა და დიზაინი

საკვები პროდუქტების ლუქსური შეფუთვა დიზაინერი Peddy Mergui-ს მიერ

ისრაელის მკვიდრმა მხატვარმა – Peddy Mergui–მ წარმოადგინა საკვები პროდუქტების შეფუთვათა კრეატიული სერია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთანაა კავშირში. თითოეულ შეფუთვაზე შესაძლებელია იმგვარ ლოგოტიპთა ხილვა, როგორებიცაა: Gucci, Nike, Tiffany, Prada, Apple-ი და სხვა.