საპიოსექსუალი

საპიოსექსუალი

ვინ არიან საპიოსექსუალები და რისგან შეუძლიათ მათ ინტელექტუალური ორგაზმი განიცადონ?

ვინ არიან საპიოსექსუალები და რისგან შეუძლიათ მათ ინტელექტუალური ორგაზმი განიცადონ?

თუ შენ ჭკუას ადამიანის ყველაზე სექსუალურ შტრიხად მიიჩნევ, თუ ინტელექტუალური საუბრები მეტად გიზიდავს, ვიდრე დაკუნთული სხეულით თავმომწონე უშინაარსო თავცარიელი ტიპები, თუ ფსიქოლოგიური ან სხვა სახის ინტელექტუალური დიალოგი შენთვის პრელუდიაა და საუკეთესო აფროდიზიაკად მიიჩნევ, თუ ჭკვიანი ქალის/მამაკაცის ლოგიკა აღგაგზნებს – მაშინ ნამდვილად ის არის, შენ ჭეშმარიტი საპიოსექსუალი ხარ. მაშ ასე, ინტელექტზე შეყვარებულები, რომლებიც თვლიან რომ სექსში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ტვინია. მოკლედ არანაირი სენტიმენტები, მხოლოდ ტვინით გატაცება ანუ გონების თამაშები! 

მკვეთრად დამახასიათებელი ნიშნები:

1. სიტყვების მეფე;
2. მახვილგონივრული გამონათქვამები;
3. მომხიბვლელად ბოდავს;
4. თვითირონია;
5. მოგუდული იუმორი;
6. ერთნაირად ერკვევა, როგორც ცხოვრების ფილოსოფიაში, ასევე კვანტურ ფიზიკაში;
7. სასურველი სექსი მიიღება პარტნიორთან მენტალური კონტაქტის გავლით;
8. სიტყვიერი ბატალიებისგან ჟრუანტელი უვლის და სავსებით მოსალოდნელია ინტელექტუალური ორგაზმი განიცადოს;
9. ეროგენული ზონა: ტვინის ნერვული ბოჭკოები, სადაც ორიგინალური აზრები მწიფდება;
10. ჰობი: სიტყვებით თამაში ანუ გონების ეროტიკა!
11. ცხოვრების მიზანი: შემეცნების პროცესი და გამუდმებით ახლის ძიება.

საინტერესოა საპიოფილია მეტწილად ქალბატონებს ახასიათებთ თუ მამაკაცებს?

კითხვაზე როგორ პარტნიორს ირჩევთ? უმრავლესობა ქალი პირველად ჭკვიანს დაასახელებს, კაცი კი აუცილებლად გიპასუხებთ – ლამაზი და მხოლოდ შემდეგ ჭკვიანი.
მამაკაცების უმრავლესობა უპირატესობას ჯერ კიდევ ქალის გარეგნულ მონაცემებს ანიჭებენ. მამაკაცის გონებაში ინტელექტი და სექსუალობა სხვადასხვა მცნებაა, როგორც ცოლი და სექსუალური პარტნიორი. თუმცა რათქმაუნდა არსებობენ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი და ჭკვიანი ქალები მოსწონთ და არ აშინებთ მათთან კონკურენცია. პირველ რიგში ესენი არიან ფსიქოლოგიურად ზრდასრული მამაკაცები, რომლებიც ეძებენ კიდეც ძლიერ ქალებს. თუმცა ნებისმიერი კაცის ოცნებაა ჭკვიანთან ერთად ქალი ლამაზიც იყოს. – მე თქვენი მესმის!

სასურველი კავშირი

ინტელექტუალურად განვითერებული წყვილის კავშირი ყოველთვის უფრო მყარია და წარმატებული, რადგან ისინი კი არ ეჯიბრებიან, არამედ ევოლუციაში ეხმარებიან ერთმანეთს. ინტელექტუალთა ეროტიკაც უფრო საინტერესო და მომხიბვლელია.

არსებული რეალობა

ერთ-ერთი მიზეზი, რომლითაც გონება დღეს სექსუალური მომხიბვლელობის მთავარ მაჩვენებელად იქცა ტექნოლოგიური პროგრესია, რადგან ადამიანების კომუნიკაციის ძირითადი საშუალება სოციალური ქსელები და ფორუმები გახდა. ელექტრონული გზავნილის გასაკეთებლად აუცილებელი არ არის განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები გქონდეს. ვირტუალურ სამყაროში იზრდება სიტყვის მნიშვნელობა და შენი მომხიბვლელობა პირდაპირ კავშირშია თუ რამდენად გონივრულად შეგიძლია აზრის გამოთქმა. გამოდის, რომ იქ სადაც ინფორმაციას მთავარი ღირებულება აქვს, ფიზიკური მონაცემების მნიშვნელობა მცირდება.

ასე რომ, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დღეს სილამაზის ვექტორიც შეიცვალა. ქალბატონებს აღარ იზიდავთ მხოლოდ მაღალი და დაკუნთული ათლეტები, ვერც მამაკაცებს მოხიბლავთ მხოლოდ მინი კაბითა და ღრმა დეკოლტეთი, რადგან ახლა მოდაშია საპიოსექსუალები. ტვინი უმძლავრესი სასქესო ორგანოა, ამიტომ ტუჩებისა და კუნთების დაბერვას ჯობია თვითშემეცნებითა დაკავდეთ მეგობრებო!

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მეძუძური დედების შესანიშნავი 15 ფოტო ივეტ ივენსისგან

ფოტოგრაფ ივეტ ივენსს სურს ფოტოებით შეძლოს ძუძუთი კვების ნორმად ქცევა საზოგადოებაში. გოგონა ჩიკაგოში ცხოვრობს, 25 წლის არის და უკვე ორი შვილის დედაა. ივეტი უფროს შვილს ძუძუს 3 წლამდე აჭმევდა. ფოტოგრაფს

Print Friendly, PDF & Email

იმეგობრეთ მათთან ვინც თქვენზე უკეთესია – რჩევები რიჩარდ ბრენსონისგან

მთელი ცხოვრება ვცდილობდი მეცხოვრა ისეთი ადამიანებით გარშემორტმულს, რომლებიც ჩემზე უკეთესნი იყვნენ. ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ჩემი მშობლებით, დებით და ძმებით, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო და მეტი რამ ვისწავლო მათგან.

Print Friendly, PDF & Email

იყენებენ კი ბიზნეს მოგზაურები Airbnb-ს?

სანამ შენ ფიქრობ, რომ Airbnb-სმხოლოდ პირადი მოგზაურობისას ღამის გასათევის საპოვნელად გამოიყენება, სახლის გაზიარების ქსელი თანდათანობით შეიჭრა ბიზნეს მოგზაურობის არენაზე 2014 წლიდან. ფაქტობრივად, Airbnb-სდიდი აღმასვლა 2017 წელს ჰქონდა. მათი ძალისხმევა კი

Print Friendly, PDF & Email

მონიკა ბელუჩი სილამაზის, მამაკაცებისა და ქალურობის შესახებ

1. უნდა გავანებივროთ საკუთარი თავი. ჩვენ ყველა გადარეულები ვართ და წონასწორობის დაცვას ვცდილობთ. არავის შეუძლია იყოს სრულყოფილი. 2. ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს არასოდეს წავა, მაგრამ დადგება დღე, როცა ის

Print Friendly, PDF & Email

რატომ გაქვთ ის, რაც გაქვთ — დილტსის პირამიდა

აღიარეთ, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს უსვამთ შეკთხვას: «რატომ ვცხოვრობ ისე, როგორც ვცხოვრობ?» ან «რატომ მაქვს ის, რაც მაქვს?». თუ ამ შეკითხვებს სვამთ — დღეს B2P.GE გაგიზიარებთ მათზე პასუხებს და მოგიყვებათ

Print Friendly, PDF & Email

ცხოვრებაში ყველაზე ნიჭიერი ადამიანები – სამოსნები!

მაგალითი №1 კომპანია Motorola-ს დამფუძნებელს პოლ გალვინს (Pol Galvin) სწავლა ძალიან არ უყვარდა. ვიდრე მისი კლასელები „მოსაწყენ“ გაკვეთილებს უსმენდნენ, ის სადგურში პოპკორნს, ნაყინსა და ბუტერბროდებს ყიდდა. ფულის გამომუშავების სურვილი უქმად

Print Friendly, PDF & Email