10 მეთოდი სამუშაო დღის დაგეგმვის გასაუმჯობესებლად
1067 Views

10 მეთოდი სამუშაო დღის დაგეგმვის გასაუმჯობესებლად

1. გააკეთეთ ჩანაწერები: ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც შეძლებთ. აწარმოეთ ყოველდღიური ბლოკნოტი, თუ ჯერ არ გაქვთ. უმჯობესია საშუალო ზომის, ჩვეულებრივი ბლოკნოტი, უბრალო თეთრი ფურცლებით, რადგან ის არ გზღუდავთ გამოყოფილი გრაფებით და უჯრებით, როგორც სტანდარტული ბლოკნოტი.

გასაკეთებელი საქმეების სია ნებისმიერი ჩვენგანისთვის გამოსადეგია, მაგრამ საუკეთესოა „სამი მეთოდის სამი სია“. თქვენი მიზანია არ შეადგინოთ ძალიან გრძელი სიები, რომლებიც უარყოფით რეაქციას იწვევს მათზე დახედვისთანავე.

2. გამოიყენეთ დრო, როცა არ მუშაობთ: თუ თავისუფალი ხართ, საჭესთან ხართ, სეირნობთ, შხაპის ქვეშ დგახართ ან სხვა რაიმე „არაპროდუქტიულს“ აკეთებთ, ასეთ დროს დაგეგმეთ რა უნდა გააკეთოთ. იფიქრეთ თქვენს დღევანდელ ან ხვალინდელ მიზნებზე. რომელია მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი? მთავარია სწორად დასვათ პრიორიტეტები.

3. წაახალისეთ საკუთარი თავი: როცა რაიმე საქმეს მორჩებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს მნიშვნელოვანი იყო, აუცილებლად დაიტოვეთ დრო განტვირთვისთვის. „მექანიკური ფორთოხალის“ ავტორი ენტონი ბერჯესი აუცილებელი საკითხების დამთავრებისათვის იყენებდა „მარტინის მეთოდს“. ბერჯესი მიზნად ისახავდა 1000 სიტყვას დღეში. როცა ის თავის დღიურ ნორმას ასრულებდა, საკუთარ თავს მარტინით მოდუნების უფლებას აძლევდა. შეიძლება რომელიმე ჩვენგანისთვის მარტინი მთლად საუკეთესო ჯილდო არ იყოს, მაგრამ თავად მეთოდი ცუდი არ არის.

4. იყავით რაიმე ერთ საკითხზე მომართული: ადამიანის ტვინი კონცენტრაციისას გაცილებით უკეთ მუშაობს. რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობას ხშირად ჩავარდნა და წარმადობის დაქვეითება მოსდევს. ამიტომ კონცენტრაცია მოახდინეთ რაიმე ერთ საქმეზე და მიიყვანეთ ის ბოლომდე. ეცადეთ, რომ დავალებები ერთმანეთში არ აგერიოთ. არის შემთხვევები, როცა ერთდროულად რამოდენიმე საქმის მოგვარება გაცილებით ეფექტურია, მაგრამ ეს იშვიათად, ამიტომ სჯობს ზემოთ მოყვანილი რჩევა გაითვალისწინოთ.

5. ყოველმხრივ ეცადეთ თავიდან აიცილოთ საქმის გაჭიანურება: თუ თქვენ ისწრაფვით მაქსიმალური პროდუქტიულობისკენ და დროის რაციონალურად გამოყენებისკენ, არავითარ შემთხვევაში არ არ გადადოთ საქმე. თუ არ იზრუნებთ ამ საკითხზე, მაშინ შრომის უნარიანობის გაზრდაზეც ნუღარ იფიქრებთ.

6. დაუდგინეთ საკუთარ თავს ვადები: არავის არ უყვარს ვადებში შეზღუდვა. ეს სტრესს, გაღიზიანებას, მოუსვენრობას იწვევს. ამ სტრესის შემსუბუქების გარანტირებული მეთოდია რეალური ვადების კიდევ უფრო შემცირება. დაისახეთ შესრულებადი მიზნები და ამასთანავე საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი იყავით. საკუთარ თავს მოუწყვეთ გამოწვევა და მე-3 პუნქტის თანახმად დააჯილდოვეთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ მიიღეთ ეს გამოწვევა! შედეგად ყოველივე ეს არამარტო დროს დაგიზოგავთ და შრომისუნარიანობას გაგიზრდით, არამედ სარეზერვო დროსაც დაგიტოვებთ რეალურ ვადებამდე. ეს ბევრს ნიშნავს, რადგან ვადების დარღვევისთვის მოქმედებს სხვადასხვა სანქციები. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს დაუწესებთ რაიმე ტიპის სანქციებს, თქვენს მიერ დადგენილი ვადების დარღვევისთვის.

7. გადააბარეთ უფლებამოსილება: ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები საკუთარ თავზე იმაზე ბევრს იღებენ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ. საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება არც თუ ისე ცუდია, თუმცა ამან შეიძლება სტრესი და სამუშაოს მოცულობის გაზრდა გამოიწვიოს. სტრესის თავიდან ასაცილებლად იფიქრეთ იმაზე, რომ შესასრულებელი საქმე გადაუნაწილოთ სხვებს.

8. გეგმები ყოველდღიურ ბლოკნოტში ჩაიწრეთ: დატვირთული სამუშაო დღეების დროს ჩვენ ხშირად ვკარგავთ საკუთარი გეგმებისა და პრესპექტივების ხედვის შესაძლებლობას. თუ თქვენ ყოველდღიურ ბლოკნოტს აწარმოებთ, სადაც გეგმებს ჩაიწერთ, რომლებიც გარკვეულ პერიოდზეა გათვლილი, ეს დაგეხმარებათ გრძელვადიანი გეგმების კონცეპცია შეიმუშაოთ და მიმდინარე დავალებების შესრულება უფრო სრულყოფილი გახადოთ. ყოველთვის, როცა თავში გაგიჩნდებათ ფიქრი „რაში მჭირდება ამ საქმის ახლავე გაკეთება? სჯობს გადავდო“ – ასეთ დროს ჩაიხედეთ თქვენს ყოველდღიურ ბლოკნოტში და თვალი გადაავლეთ აქტუალურ, მნიშვნელოვან საკითხებს, ამის შემდეგ მიხვდებით საჭიროა თუ არა საქმის ახლავე მოგვარება, თუ შეგიძლიათ რომ გადადოთ.

9. გამოიყენეთ ისეთი პროგრამები, როგორიცაა RescueTime: ის ძალიან მარტივია. პოგრამა იწერს და წარმოაჩენს ინფორმაციას გრაფიკის სახით როგორ გაატარეთ კომპიუტერთან დრო. თქვენ აღმოაჩენთ, რომ იმ „2 წუთიან“ შესვენებებს, რომლებსაც თქვენ იყენებთ სოციალურ ქსელში შესასვლელად, ინფორმაციის გადასაკითხად, ონლაინ თამაშისთვის და ა.შ. ძალიან დიდი დრო მიაქვთ და შრომისუნარიანობას ამცირებენ. RescueTime-ი დაგეხმარებათ ნათლად დაინახოთ, როგორ ახდენთ დროის განაწილებას და ყოველკვირეულ რეპორტსაც კი გამოგიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე.

10. იმუშავეთ გუნდთან:
ამ რჩევას ბევრი საერთო აქვს მე-7 პუნქტთან. თუმცა ზოგისთვის საშინელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება უარი თქვან თავიანთ მოვალეობებზე. ეს შეუფასებელი მეთოდია მთელი გუნდის შრომისუნარიანობის გაზრდისათვის. დარწმუნდით, რომ გუნდის მიზნები გასაგები და ნათელია, რომ გუნდის თითეულმა წევრმა იცის საქმის რომელ ნაწილზე აგებს პასუხს. დარწმუნდით, რომ თქვენთივს კავშირის ყველა საშუალება ხელმისაწვდომია. თუ კავშირზე დროულად გასვლა ვერ ხერხდება, ეს შრომისუნარიანობაზე ცუდად აისახება. დავალებები მიეცით მათ, ვინც შეძლებს სხვებზე უკეთ შესრულებას და საქმე უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესრულდება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like