ცხოვრებასა და სამსახურში წარმატების მიღწევის 16 წესი

ცხოვრებასა და სამსახურში წარმატების მიღწევის 16 წესი

მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია პროექტი GoDaddy.com. ის უყვართ, ვერ იტანენ ან უბრალოდ სარგებლობენ. პროექტი ძალიან წარმატებულია: 2001 წლიდან მას მოაქვს შემოსავალი და ჰოსტინგისა და დომენის რეგისტრაციის ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ითვლება. მისი ერთადერთი დამფუძნებელია ბობ პარსონსი. წარმოგიდგენთ მის წესებს ცხოვრებისა და სამსახურისთვის:

1. გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან და მისგან თავი დაიჭირეთ რაც შეიძლება შორს
როცა საკუთარი კომფორტის ზონაში ვიმყოფებით, არაფერი არ ხდება ისეთი, რასაც მნიშვნელობა აქვს. ადამიანები ხშირად ამბობენ: «ჩემთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა». ამაზე ჩემი პასუხი მარტივია: «სტაბილურობა არის მიცვალებულებისთვის».

2. არასოდეს არ დანებდეთ
პირველ მცდელობაზე თითქმის არასოდეს და არაფერი არ გამოდის. თუ ის, რასაც აკეთებთ არ მუშაობს – ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ არასწორად მიუდექით საქმეს. რაიმეს კეთება სწორად და დასახული მიზნის მიღწევა ადვილი რომ იყოს, მაშინ ყველა გააკეთებდა და თქვენც არ გექნებოდათ მათგან გამორჩეულად ყოფნის შანსი.

3. თუ თქვენ მზად ხართ დანებდეთ, იცოდეთ, რომ იმაზე უფრო ახლოს ხართ წარმატებასთან, ვიდრე წარმოგიდგენიათ
არსებობს ძველი ჩინური ანდაზა, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. აი ისიც: «დანებების ცდუნება განსაკუთრებით ძლიერი იქნება გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე».

4. ყველაფერი ის, რაც გაწუხებთ
წინასწარ შეეგუეთ უარესს სიტუაციას, რაც კი შეიძლება მოხდეს და ეცადეთ დეტალურად წარმოიდგინოთ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს „უარესი“ რამ.

წარმოდგენილი «ყველაზე ცუდი» შედეგები სჯობს «განუსაზღვრელ» შედეგებს. როცა მე Parsons Technology-ს ჩასაშვებად ლამის კანიდან ვძვრებოდი, მამაჩემი ხშირად მეუბნებოდა: «თუ რამე არ გამოგდის, ამის გამო არავინ შეგჭამს».

5. კონცენტრირდით საკუთარ სურვილებზე
დაიმახსოვრეთ ეს ძველი გამონათქვამი: «ფიქრები მატერიალურია».

6. საკუთარ თავზე აიღეთ ზუსტად იმდენი სამუშაო, რამდენის შესრულებასაც შეძლებთ ერთი დღის მანძილზე
მნიშვნელობა არ აქვს რამდენად რთულია სიტუაცია, თქვენ მაინც მოახერხებთ მისგან გამოძრომას თუ არ შეეცდებით ძალიან შორს მომავალში იკირკიტოთ და აწმყოს მიყვებით. ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება თუკი მისი მოგვარებით დაკავდებით იმდენად, რამდენადაც მასთან გამკლავება შესაძლებელია ერთი დღის განმავლობაში.

7. ყოველთვის იარეთ წინ
არასოდეს არ შეწყვიტოთ განვითარება. არასოდეს არ შეწყვიტოთ საკუთარი თავის სრულყოფა. არასოდეს არ შეწყვიტოთ რაიმე ახლის კეთება. ზუსტად იმ მომენტიდან, რა დროსაც თქვენ შეწყვეტთ საკუთარი საქმის უკეთ კეთების მცდელობას – ის იწყებს დაღუპვას. მიზნად დაისახეთ, რომ ყოველ დღე უკეთესი გახდეთ, თუნდაც მცირედით. იხელმძღვანელეთ იაპონური კაიძენის კონცეპციით: ყოველდღიური მცირედ გაუმჯობესებას მივყავართ დიდ წარმატებასთან.

8. გადაწყვეტილებები მიიღეთ სწრაფად

დაიმახსოვრეთ გენერალ ჯორჯ პატონის სიტყვები: «ელვისებური სისწრაფით შესრულებული დღევანდელი გეგმა ხვალინდელ იდეალურ გეგმაზე ათასჯერ უკეთესია».

9. აწონ-დაწონეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია
ეს ნამდვილად მუშაობს. ყველაფერი, რისი გათვალისწინება, აწონ-დაწონვა და კონტროლი მუდმივად ხდება – უმჯობესდება.

10. უყურადღებოდ დატოვებული ნებისმიერი საქმე ფუჭდება
თუ გსურთ, რომ თქვენთვის უცნობი პრობლემები მოძებნოთ, გულისყურით გადახედეთ იმ საკითხებს, რომლებისთვისაც დიდი ხანია ყურადღება არ მიგიქცევიათ. სწორედ იქ იპოვით პრობლემებს.

11. თვალყური ადევნეთ თქვენს კონკურენტებს და კიდევ უფრო დაკვირვებით მიუდექით საკუთარ საქმეს
როცა საკუთარ კონკურენტებს შეისწავლით, გახსოვდეთ, რომ შორიდან ყველაფერი იდეალურად მოგეჩვენებათ. პლანეტა დედამიწაც კი ძალიან ლამაზი და მშვიდობიანი ჩანს, თუ მას კოსმოსიდან შეხედავთ.

12. არასოდეს მისცეთ ვინმეს იმის საშუალება, რომ შეგაშინოთ
ჩვენს საზოგადოებაში, თანაწორობის პირობებში, თქვენ ზუსტად იმდენი უფლება გაქვთ დაკავდეთ საკუთარი საქმით, რამდენიც ყველა დანარჩენს — რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ თქვენი საქმე არ არის კანონსაწინააღმდეგო.

13. ცხოვრებისგან ნუ გექნებათ სამართლიანობის მოლოდინი
ცხოვრება უსამართლოა. წახალისება მაშინ გექნებათ, თუ ამას თავად მოუწყობთ საკუთარ თავს. მიზნებს მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა სამართლიანობაზე ფიქრს შეწყვეტთ.

14. საკუთარი პრობლემები თავად გადაწყვიტეთ
როცა შეძლებთ საკუთარ შეკითხვებზე პასუხების მოძებნას, თქვენ გახდებით კონკურენტუნარიანი. Sony-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მასურა იბუკამ მოახდინა ამ წესის საუკეთესო კუთხით ფორმულირება: «თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას მეცნიერებაში, ბიზნესსა თუ რაიმე სხვა საქმიანობაში, თუკი სხვებს მიყვებით». არის კიდევ ერთი აღმოსავლური ანდაზა, რომელსაც მე ხშირად ვიხსენებ: «ბრძენი ადამიანი — საკუთარი თავის მრჩეველია».

15. ნუ განსჯით საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრად
მოდუნდით. ძალიან ხშირად (შემთხვევების მინიმუმ ნახევარში), საკუთარ წარმატებას ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ გამართლებას. არავინ არ მართავს საკუთარ ცხოვრებას იმდენად, რამდენადაც ეს გვეჩვენება.

16. ყოველთვის არსებობს გაღიმების მიზეზი
იპოვეთ ეს მიზეზი. ბოლოს და ბოლოს თქვენ უკვე იღბლიანი ხართ, რადგან ცოცხალი ხართ. ცხოვრება ხანმოკლეა. მე სულ უფრო ვეთანხმები ჩემს უმცროს ძმას. ის ყოველთვის მახსენებს: «მთავარია იცხოვრო მხიარულად და არა ხანგრძლივად».

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like