სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც სურს სამსახურში წარმატებას მიაღწიოს

სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც სურს სამსახურში წარმატებას მიაღწიოს

1. საკუთარი თავის ცვლილება არასდროს ჩერდება.
ყოველ დღე თქვენ გიწევთ გადაწყვიტოთ: წინ ივლით თუ უკან. თქვენ საკუთარ თავს ცვლით ყოველდღე. ყოველთვის მოძრაობაში ხართ.

2. უნდა დაიწყოთ ნულიდან.
წარსული ცხოვრების ყველა კატეგორია ამაოებაა. ექიმი იყავით? ელიტურ უნივერსიტეტში სწავლობდით? მილიონები გქონდათ? ოჯახი გყავდათ? – არავის არ აინტერესებს ეს. თქვენ ყველაფერი დაკარგეთ. თქვენ ნოლი ხართ. ნუ ეცდებით იმის დამტკიცებას, რომ უფრო მეტს წარმოადგენთ.

3. თქვენ გჭირდებათ ზედამხედველი.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაიძირებით. ვიღაცამ უნდა გაჩვენოთ როგორ უნდა იმოძრაოთ და როგორ ისუნთქოთ. მაგრამ გურუს ძიებაზე არ ინერვიულოთ (გააგრძელეთ კითხვა).
ზედამხედველის სამი ტიპი.

4. თუ რაიმეს მიმართ ჟინი არ გაქვთ, ნუ ინერვიულებთ.
თქვენ სურვილი გაქვთ იყოთ ჯანმრთელი. დაიწყეთ აქედან. იარეთ პატარა ნაბიჯებით. იმისათვის, რომ მოასწროთ, საჭირო არ არის რაიმეს აკვიატება. აკეთეთ თქვენი საქმე სიყვარულით და წარმატება თავისთავად მოვა.

5. საკუთარი თავის ცვლილებაზე დაგჭირდებათ ხუთი წელი.
აი ასე გავა ეს წლები:

პირველი წელი: თქვენ უმიზნებთ, ყველაფერს ერთინად კითხულობთ და უბრალოდ იწყებთ რაიმეს კეთებას.

მეორე წელი: თქვენ იცით ვისთან უნდა ისაუბროთ, ვისთან დაალაგოთ კავშირები. დაკავებული ხართ საქმით ყოველ დღე. ხედავთ თქვენი მომავალი მოგზაურობების რუკას.

მესამე წელი: თქვენ უკვე მზად ხართ იმისათვის, რომ ფული იშოვოთ. თუმცა შეიძლება ეს ფული საკმარისი არ იყოს ცხოვრებისთვის.

მეოთხე წელი: თქვენ კარგად გამოიმუშავებთ.

მეხუთე წელი: თქვენ აგროვებთ ქონებას.

ზოგჯერ წლები 1-4 ჩემში განაწყენებას იწვევს. მე ვფიქრობ: «რატომ არ მიდის ყველაფერი გეგმის მიხედვით?» მუშტებს ვურტყამ კედელს, მტკივა, იატაკზე ვაგდებ ქოქოსის კაკალს (ეს ასეთი უცნაური რიტუალია). ეს არანორმალურია. უბრალოდ გააგრძელეთ.

6. თუ თქვენ რამეს სწრაფად ან ნელა აკეთებთ ვიდრე საჭიროა, ესეიგი რაღაცას არასწორად აკეთებთ.
კარგი მაგალითია — Google-ი.

7. არსი ფულში არ არის. მაგრამ ფული მაჩენებელია.
როცა ადამიანები ამბობენ «საქმე ფულში არ არის», მათ სხვა საზომი უნდა აიღონ.

«იქნება აკეთო ის, რაც გიყვარს?» ბევრი იქნება ისეთი დღეები, როცა არ გესიამოვნებათ ის საქმე, რასაც აკეთებთ. თუ მხოლოდ საქმის სიყვარულით მოქმედებთ, ამ ყველაფერს ხუთ წელზე მეტი დასჭირდება.

8. როდის შეძლებთ თქვათ: «X — აი ჩემი საქმე!»?
დღეს. ახლავე.

თუ თქვენ გინდათ მხატვარი იყოთ, იყიდეთ ტილო და საღებავები, დაიწყეთ 500 წიგნის რიგრიგობით შეძენა და წერა.
თუ გინდათ წერა, გააკეთეთ შემდეგი სამი რამ:
იკითხეთ;
წერეთ;
აირჩიეთ საყვარელი ავტორი და სიტყვა-სიტყვით დაბეჭდეთ მისი მოთხრობა. დაფიქრდით რატომ დაწერა მან თითოეული ეს სიტყვა.თუ ბიზნესის დაწყება გინდათ, დაიწყეთ ბიზნეს იდეის შემუშავება. საკუთარი თავის ცვლილება იწყება დღეს.

9. როგორ გამოვიმუშავებ ფულს?
მესამე წელს ახალი საქმისთვის თქვენ დახარჯავთ 5000-7000 საათს. ეს საკმარისია, რომ მსოფლიოს ტოპ-200-ში ან ტოპ-300-ში მოხვდეთ, მიუხედავად იმისა, რომელი იქნება თქვენი სფერო. თუ თქვენ შედიხართ ტოპ-200-ში, მაშინ ნებისმიერ სფეროში ეს საკმარისია, რომ არსებობისთვის გამოიმუშაოთ ფული.მეოთხე წელს თქვენ შეძლებთ მასშტაბის გაზრდას და უფრო მეტი ფულის გამომუშავებას.

მეხუთე წელს თქვენ ტოპ-30-ში ან ტოპ-50-ში შეხვალთ, ასე რომ, კარგად გამოიმუშავებთ.

10. როგორ გავიგოთ, რით არ უნდა დავკავდეთ?
ეს შეიძლება ნებისმიერი სფერო იყოს, სადაც თქვენ თვლით, რომ 500 წიგნის წაკითხვა შეგიძლიათ. წადით მაღაზიაში და მოძებნეთ ის. თუ სამი თვის შემდეგ მოგბეზრდებათ დაბრუნდით. იმედგაცრუება – ეს ნორმალურია. სწორდ ამისთვისაა საჭირო ჩავარდნები. წარმატება წარუმატებლობაზე კარგია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს წარუმატებლობისგან ვიღებთ.

11. გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს იღებთ, ხვალ თქვენი ბიოგრაფიის ნაწილი გახდება.
მიიღეთ საინტერესო გადაწყვეტილებები და თქვენი ბიოგრაფია საინტერესო იქნება.

12. თუ რაიმე ეგზოტიკური მომწონს?
გაიმეორეთ ზემოთჩამოთვლილი ნაბიჯები და მეხუთე წელს თქვენ შეძლებთ იყოთ მდიდარი. ჩვენ არ ვიცით როგორ. საჭირო არ არის გზის ბოლო ეძებოთ მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს დგამთ.

13. რა ვქნა, თუ ჩემს ოჯახს სურს, რომ ბუღალტერი გავხდე?
აირჩიეთ თავისუფლება და არა ოჯახი. თავისუფლება და არა შეზღუდვები. თავისუფლება და არა მმართველობა. თავისუფლება და არა სხვების მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამის შემდეგ შეძლებთ საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

14. ჩემს უფროსს უნდა, რომ მისი გზით ვიარო.
ეს ნორმალურია. გაითავისეთ მისი გზა. შემდეგ გააკეთეთ თქვენებურად.

15. ჩემი მეუღლე ღელავს — ვინ იზრუნებს ჩვენს შვილებზე?
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ცვლის, ყოველთვის ნახულობს დროს. მომენტების გამონახვა და საშენოდ გამოყენება წარმატების ნაწილია.

16. თუ ჩემი მეგობრები უტვინოდ ჩამთვლიან?
ეგენი როგორი მეგობრები არიან?

17. მაგალითად თუ კოსმონავტობა მინდა?
ეს არ არის საკუთარი თავის შეცვლა. ეს კონკრეტული პროფესიაა. თუ თქვენ კოსმოსი მოგწონთ, ამ სფეროში იდეები ბევრია. რიჩარდ ბრენსონს უნდოდა კოსმონავტობა და შექმნა Virgin Galactic.

18. თუ მე მომწონს მეგობრებთან ერთად დალევა და გართობა?
წაიკითხეთ ეს პოსტი ხელახლა, ერთი წლის შემდეგ.

19. თუ დაკავებული ვარ? ვღალატობ ცოლს ან ქმარს ანდა პარტნიორს?
წაიკითხეთ ეს პოსტი კიდევ ერთხელ ორი-სამი წლის შემდეგ, როცა იქნებით ხელმოცარული, უმუშევარი და სხვებში უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევთ.

20. თუ მე არაფერი მეხერხება? არ მაქვს დიპლომი, ან არაფერში მადგება.
დაიწყეთ თავიდან.

21. თუ მე მჭირდება იპოთეკის ან სხვა კრედიტის გადახდისთვის მობილიზება?
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ცვლის, ყოველთვის პოულობს დროს.

22. რატომ ვგრძნობ თავს ყოველთვის აუტსაიდერად?
ალბერტ ეინშტეინი იყო აუტსაიდერი. არც ერთი ძალაუფლების მქონე ადამიანი არ დაიქირავებდა მას სამსახურში.

23. თუ ზედმედატ ავად ვარ საკუთარი თავის შეცვლისთვის?
ცვლილება წარმოაჩენს ყველა სასარგებლო ნივთიერებას თქვენს სხეულში: სეროტონინს, დოფამინს, ოქსიტოცინს. იმოძრავეთ წინ და შეიძლება სრულად ვერ განიკურნოთ, მაგრამ გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს.

მეტი იძინეთ. უკეთ იკვებეთ. დაკავდით სპორტით. ეს ცვლილებებისთვის საჭირო ძირეული ნაბიჯებია.

24. თუ ჩემმა პარტნიორმა მიღალატა და მე დღემდე ვარკვევ საქმეს მასთან?
შეეშვით საკითხის გაჭიანურებას და აღარასოდეს იფიქროთ მასზე. პრობლემების ნახევარი თქვენში იყო.

25. ციხეში რომ ჩამსვან?
მშვენიერია. ციხეში უფრო მეტ წიგნს წაიკითხავთ.

26. თუ მორიდებული ადამიანი ვარ?
აქციეთ სისუსტე თქვენს ძალად. ინტროვერტებს უკეთ შეუძლიათ მოსმენა, ფოკუსირება, მათ აქვთ თვისება საკუთარი პიროვნების მიმართ სიყვარული გაუღვივონ სხვებს.

27. როგორ დაალაგოთ კონტაქტები?
შეკარით წრე. თქვენ შუაში უნდა იყოთ. შემდეგი წრე – მეგობრები და ოჯახი. შემდეგ ადამიანები, რომლებსაც თქვენ არაფორმალური შეხვედრებიდან და ჩაის საღამოებიდან იცნობთ. შემდეგ კონფერენციის მონაწილეები და თავიანთი სფეროს ავტორიტეტები. შემდეგ ზედამხედველები. შემდეგ კლიენტები და ისინი, ვინც გამოიმუშავებს ფულს თქვენთვის.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ