სამსახურის გარეშე დარჩი?  დეპრესიის უფლება არ გაქვს !

სამსახურის გარეშე დარჩი? დეპრესიის უფლება არ გაქვს !

სტატიაში მინდა პრაქტიკული რჩევები შევთავაზო ადამიანებს, რომელთაც წარმატებული კარიერა ჰქონდათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო უმუშევარი დარჩნენ და ფიქრობენ რომ გაზაფხული სამსახურის გარეშე არის დეპრესიის ნამდვილი მიზეზი მათთვის.

ვიცი ფეხქვეშ მიწა გამოგეცალათ, დაივიწყეთ თქვენი ყველა მიღწევა, თქვენი შესაძლებლობები და უიმედობის მორევში გადაეშვით, როდესაც სამსახურის გარეშე დარჩით და გათენდა დილა, როდესაც არსად მიიჩქარით და ოთხ კედელში გამოკეტილი ხართ. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ხელმოცარული ადამიანი ხარ და არავის ჭირდები ამ შემთხვევაში გირჩევ გაიზიარო სტატიის ავტორის გამოცდილება და გაითვალისწინოთ 5 რჩევა, რომელსაც იმ ადამიანისგან მიიღებ, რომელიც არაერთხელ დარჩენილა უმუშევარი, მაგრამ ფარხმალი არასდროს დაუყრია.

1.რჩევა პირველი და სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი – როგორც კი გარკვეული მიზეზების გამო, სამსახურის გარეშე დარჩები, არ იფიქრო რომ დადგა ქვეყნის აღსასრული. პირიქით, იფიქრე რომ წინ ახალი შესაძლებლობები გაქვს. შენი ნიჭის და უნარის გამოვლენის ახალი შანსი მოგეცა სამყაროსგან, თუმცა ეს რჩევა რომ გაითვალისწინო, აუცილებელია გქონდეს დანაზოგი მატერიალურად რომ არ გაგიჭირდეს. დანაზოგი კი სწორედ მაშინ უნდა დააგროვო,როდესაც მუშაობ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2.ნუ დაისვენებ! შეუდექი ახალი სამსახურის ძებნას დღესვე! მაშინვე, როდესაც ძველი სამსახურის კარებს გამოკეტავ,რადგან შეაბიჯო ახალი შესაძლებლობების ოკეანეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოიძიე ახალი ვაკანსიები. შექმენი სივი წარმატებისთვის და ყოველ დღე გააგზავნე სხვადასხვა საიტზე. მაგრამ თუ არ დაგიკავშირდებიან არ დაყარო ფარ-ხმალი! მთავარია შეინარჩუნო მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა.

3.შეიძლება კარგი კარიერა გქონდა და ახლა შესაფერის სამსახურს ვერ პოულობ. არაუშავს, მთავარია იმუშაო და არ ჩაიკეტო საკუთარ თავში. ძალიან ცუდია დეპრესია, რომელიც უმუშევრობას ახლავს თან.

4. იმ შემთხვევაშიც კი თუ უახლოეს მომავალში ვერ იპოვი ახალ სამსახურს, არ დაყარო ფარ-ხმალი. არასდროს იფიქრო, რომ ხარ წარუმატებელი. იბრძოლე, განავითარე ახალი შესაძლებლობები, ახალი უნარები და მერწმუნე აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. წარმატება არის დაუღალავი შრომის, ბრძოლის შედეგი და შეუძლებელია სხვაგვარად მოხდეს.

5.და რაც მთავარია ახალი სამსახურის ძებნის პარარელურად იკითხე წიგნები. გახსოვს მათ საკითხავად იშვიათად პოულობდი დროს. შეგიძლია ისეირნო ფეხით, მოიარო შენი საყვარელი ადგილები და მიეცი საკუთარ თავს ფიქრის და განტვირთვის საშუალება. მთავარია არ იფიქრო ნეგატიურად და აუცილებლად იპოვი ადგილს, სადაც სჭირდებით და შენ ნიჭს და შესაძლებლობებს დააფასებენ ახლებურად.

გისურვებთ წარმატებებს

 

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 49 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ