სამოტივაციო სიტყვები ჩვენი მკითხველისთვის

სამოტივაციო სიტყვები ჩვენი მკითხველისთვის

დამეთანხმებით, სამოტივაციო სიტყვებმა „ ყველაფერი შეგიძლია“ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, თითქოს ადამიანის გონება მიეჩვია რომ გარშემო ყველგან ეს სიტყვები ესმის და ჩვენს გულს აღარ ეხება მათი მნიშვნელობა. სული არ იცვლება და ადამიანები კვლავ ერთფეროვნების და უიმედობის დღეებით ცხოვრობენ. გაიყინენ ერთ ადგილას და მათთვის თითქოს ყველაფერი სულერთი გახდა. ამიტომ ჟურნალ B2P – ს მოტივატორები ვალდებულები ვართ პირადი ისტორიები გაგიმხილოთ და ისეთი სიტყვები გითხრათ, რომელსაც ჯადოსნური ძალა ექნება და მათი მოსმენის შემდეგ, უკეთესად იგრძნობთ თავს.

მეც, როგორც თქვენ ძალიან ხშირად ერთფეროვანი დღეებით ვცხოვრობ. ვიცი, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია,ბევრი იდეა მაქვს,მაგრამ ნაბიჯების გადადგმა მიჭირს. ასეთ დროს მე მძულს საკუთარი თავი, მძულს ყველაფერი, ვისხამ ბოკალ ვისკის, ვრთავ ტელევიზორს და სერიალების ყურებას ვიწყებ, მაგრამ გული გამუდმებით მელაპარაკება, ათას სიტყვას მეუბნება, რომ გამოვფხიზლდე, მაგრამ ასეთი წუთებიც კი საჭიროა იმისათვის, რომ მივხვდე რა შეიძლება მომიტანოს ასეთმა დღეებმა. შემდეგ კი სპორტულად ვიცვამ და სავარჯიშოდ მივდივარ, ვგრძნობ მემატება ენერგია,სევდა ქრება. ვარჯიშის შემდეგ დარბაზში მივირთმევ ფინჯან ყავას და უკეთესად ვარ. ვიცი, ჩემს მაგივრად არავინ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს წინ. არავინ იცის რა შემიძლია, რა გზას გავდივარ, როგორ ვიბრძვი წარმატებისთვის. არ ვნებდები მაშინაც კი, როცა უიმედობით არის სავსე გული.ამ დროს მინდა დავყარო ფარ- ხმალი, მაგრამ ასეთ რამეს ჩემს თავს ვერ გავუკეთებ. წარმატებისკენ მიმავალი გზა, ეკლიანი გზაა. ეს გამუდმებული ტკივილია,წუთითაც ვერ ისვენებ,მაგრამ შესაძლებლობებს ბოლომდე თუ ვერ გამოიყენებ, ვინ იქნები? ადამიანი რომელსაც ზემოდან შეხედავენ, რომელსაც არასდროს ექნება ფული, ვერ იმოგზაურებს, ვერ აისრულებს უამრავ ოცნებას და ვერ დაეხმარება სხვას.

სპორტარბაზიდან დაბრუნებული ენერგიით ვარ სავსე. ლეპტოპს ვრთავ და სტატიის წერას ვიწყებ. გიზიარებთ ყველაფერს ჩემი ცხოვრებიდან, რადგან მინდა იცოდეთ, მეც ვიტანჯები, ვიბრძვი, მეც ვარ ზოგჯერ ძალა გამოცლილი,მაგრამ არ ვნებდები.არ დანებდე შენც. გახდი ჩვენიანი!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბედნიერების ხუთი კომპონენტი

ბედნიერება ცხოვრებით ტკბობაა. გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნის შეგრძნება, მაგრამ ადამიანები ბედნიერებას მუდმივად ვერ ინარჩუნებენ. ცხოვრებასა და ყოფას თან ახლავს წარუმატებლობა, იმედგაცრუება, უარყოფითი ემოციები. რაშია ადამიანის ბედნიერების ამოსავალი წერტილი? პირველი –

Print Friendly, PDF & Email

გჯერათ, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ?

ეს სიმართლეა, თქვენ შეგიძლიათ სასწაულების მოხდენა! ფაქტიურად თქვენი დანიშნულებაც ეს არის. სასწაული არც მეტი არც ნაკლები აღქმის შეცვლაა. ზოგჯერ რაღაც აბსოლიტურად მიუღწეველი გვგონია. შემდეგ კი გონება გვეცვლება და შეუძლებელი სრულიად

Print Friendly, PDF & Email

ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: პარასკევი

შეიძლება იფიქრო, რომ შეცდომებისგან დაზღვეული იქნები, თუკი არაფერს მოიმოქმედებ, მაგრამ სწორედ ესაა უდიდესი შეცდომა. როგორც სპორტში, ასევე საქმეში დაწინაურება უდიდესი შრომის ნაყოფია. ფიზიკურის მსგავსად გონებრივი ვარჯიში და მუდმივი მეცადინეობა გაცილებით

Print Friendly, PDF & Email

რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

რა საინტერსო და საყვარლები ვართ ადამიანები. ჩვენ ყოველთვის სხვებისგან ვითხოვთ გვერდით დგომას, მხარდაჭერას, გულშემატკივრობას, აღფრთოვანებას, პოზიტივს და აპლოდისმენტებს და გული გვწყდება თუ ერთ დღესაც საკმარისად ვერ მივეღებთ ამ ყველაფერს მათგან.

Print Friendly, PDF & Email

რატომ არ უნდა დავნებდეთ? !

თუ ჩვენი ჟურნალის ფეიჯზე შემოხვედი და ჩემს მორიგ სტატიას კითხულობ დარწმუნებული ვარ ბოლომდე ჩაიკითხავ ჩემს ნაწერს და მეგობრებსაც გაუზიარებ, რადგან დღევანდელი სტატიის თემა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. აქვე მინდა ჩვენს

Print Friendly, PDF & Email

ნუ მოუსმენთ…

1. ნუ მოუსმენთ გაკოტრებულ ადამიანს, რომელიც გიყვებათ როგორ უნდა გამდიდრდეთ. 2. ნუ მოუსმენთ მსუქან, მწეველ ექიმს, რომელიც გიყვებათ როგორ უნდა გამოჯანმრთელდეთ. 3. ნუ მოუსმენთ წარუმატებელ ადამიანს, რომელიც გელაპრაკებათ როგორ იყოთ

Print Friendly, PDF & Email