საკვამურიდან სითბო ამოდის, რომელიც ღმერთის სუნთქვას ჰგავს

საკვამურიდან სითბო ამოდის, რომელიც ღმერთის სუნთქვას ჰგავს

თანამედროვე მწერალთა რიცხვს დადუნა ნადარაიას სახელიც ამშვენებს. მის მიერ შექმნილი წიგნი ,,საკვამურიდან ამოსული სითბო” უკვე გაყიდვაშია და ამშვენებს წიგნის თაროს. დადუნა პროფესიით ჟურნალისტია. წერის სიყვარული ბავშობიდანვე ჰქონია.

დადუნა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს მოთხრობებს და განსაკუთრებულად შეიყვარა მკითხველმა. ის ასევე ონლაინ რეპორტიორიცა. მინდა აღვნიშნო, რომ დადუნას წერის განსაკუთრებული სტილი აქვს. მისი ნაწერები თითქოსდა ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ის ისე გადმოსცემს თავის სათქმელს, რომ შენც ამა თუ იმ მოთხრობის თანამგზავრი ხდები და შეუძლებელია ემოციის გარეშე წაიკითხო მისი ნებისმიერი მოთხრობა. იგი ამჟამად თბილისში ცხოვრობს, დაოჯახებულია და ორი შვილის დედაა. გთავაზობთ მწერალთან ინტერვიუს:

ვინ იყო თქვენი მოთხრობების პირველი შემფასებელი და რა ასაკიდან დაიწყეთ წერა?                                   

წერა ალბათ ყოველთვის შემეძლო. ჩემი სამყარო, რომელიც საინტერესო მეჩვენებოდა მინდოდა სიტყვების საშუალებით გადმომეცა. თავდაპირველად ჩემს აზრებს დედას ვუზიარებდი და მას ფურცლებზე გადაჰქონდა ჩემი განცდები. შემდეგ როდესაც წერა- კითხვა ვისწავლე და პირველი ჩანახატი დავწერე ქართულის პედაგოგმა სხვა პედაგოგებს გააცნო მაშინვე ჩემი ნაწერი, მახსოვს, გავიფიქრე – დაიწყო ! ჩემი წარმოდგენა ადამიანის სულიერი სამყაროს შესახებ, ჩემი განცდები და ფიქრები ყველასთვის გახდებოდა გასაგები. მეც ეს მინდოდა მეპოვა მკითხველი, რომელიც დაინტერესდებოდა, გაიცნობდა ჩემს სამყაროს და მოეფერებოდა ჩემს სულს. ასე, რომ ჩემი პირველი მკითხველი ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი რუსუდან ხობუა გახლდათ, რომელმაც ჩემს მიმართ თავისი დამოკიდებულებით მაქცია ადამიანად, რომელსაც დღემდე შეუძლია ქუჩაში გავიდეს და აყვავებულ ატმის ყვავილებს მოეფეროს. ვიცი, ეს ძალიან რომანტიულია, მაგრამ სამყაროსადმი ასეთი დამოკიდებულება ძალიან საინტერესოა ჩემთვის.

როგორც ცნობილია დაოჯახებული და ორი შვილის დედა ბრძანდებით, რთულია თუ არა იყო დედა და ამავე დროს გერქვას მწერალი?

ვფიქრობ, არ არის რთული იყო ორი შვილის დედა და პერიოდულად აკეთებდე საქმეს, რომელიც გიყვარს. მე ყოველთვის მინდოდა გავმხდარვიყავი მწერალი, რადგან როდესაც წერას ვიწყებ, მაშინათვე კარგი და საინტერესო ადამიანი ვხდები. პატარების მოვლას და მათ აღზრდას არასდროს შეუშლია ხელი ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა. ნებისმიერ დროს შემიძლია საკუთარ გულში ჩახედვა და წერა,ზოგჯერ განცდებს ვიმახსოვრებ და მოგვიანებით გადამაქვს ჩემი აზრები ფურცლებზე. შესაძლოა იმ დროს, როდესაც პატარებს ვასეირნებ ან ძილის წინ საბანს ვუსწორებ მათ ისეთი ემოციებით ავივსო, რომ მოგვიანებით ძალიან ლამაზი შთაბეჭდილება მოახდინოს ამ განცდებით დაწერილმა ჩანაწერმა ჩემს შემოქმედებაზე.

რა აზრის ხართ თანამედროვე მწერლობაზე და რას ურჩევდით დამწყებ მწერლებს?

ყოველთვის მიმაჩნდა კარგ წიგნზე მნიშვნელოვანი, მხოლოდ ჩვენი ფიქრები შეიძლება იყოს, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცდილობს თავისი განცდები გაუზიაროს სხვებს ნამდვილად ძლიერი პიროვნებაა. თითოეული ადამიანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე მწერლობა ვფიქრობ, ზუსტად აღწერს იმ მოვლენებს და ადამიანის სულიერი განვითარების იმ ეტაპს, რომელზეც ახლა ვიმყოფებით. ვფიქრობ, რთული პროცესია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორია თანამედროვე ადამიანი, რომელიც შესაძლოა ტექნოლოგიების ნაწილად იქცეს, მაგრამ ჯერ ვერ ივიწყებს მოგონებებს, ემოციებს და სითბოს, რომელიც ყოველთვის მხოლოდ რეალურ ურთიერთობებს ახლავს თან.

მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან გიყვართ მოგზაურობა რას გვეტყოდით ამის შესახებ?

ყოველთვის მჯეროდა, რომ გავხდებოდი ნამდვილი მოგზაური. ამას, მაშინაც ვგრძნობდი, როდესაც პურის ფული არ გვქონდა, მამა შეშის ღუმელში ფიჩხებს აწყობდა და კვამლი, რომელიც საკვამურიდან ზეცას უერთდებოდა თვითმფრინავის მიერ დატოვებულ კვალს გავდა.მე ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ იქცეოდა ნისლი ღრუბლებად, რომელიც ღმერთის სუნთქვა მეგონა. ყოველთვის, იმიტომ მინდოდა მოგზაურობა რომ უცხო ადამიანების ფანჯრებში შემეხედა თვითმფრინავის ილუმინატორიდან და დამენახა, რაზე ფიქრობენ როდესაც ცეცხლის ღუმელთან სხედან და ჩაფიქრებულნი არიან. უკვე მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი, არ დამთავრდება ასე ადვილად.

რა მიზნებს ისახავთ მომავალში?

მიზნები ოცნებები ყოველთვის მქონდა, მაგრამ არ მიყვარს გეგმებზე საუბარი, რადგან მოქმედება მირჩევნია.

და რა არის დადუნასათვის სიყვარული?

სიყვარული ჩემთვის ის ლურჯი ფრინველია, რომელიც შესაძლებელია ოკეანიდან გამოფრინდეს შენსკენ და წამიერად იგრძნო, რომ იმაზე მეტი ხარ ვიდრე გგონია, იმაზე უკეთესი ვიდრე სხვები ხედავენ და წარმოუდგენიათ. არ ვიცი, ამას გრძნობ, მოულოდნელად აცნობიერებ, რომ სიყვარულისთვის ხარ შექმნილი და განსაკუთრებული ხარ. ზოგჯერ ეს ფრინველი ქრება. ასეთ წუთებში ფიქრობ, რომ უბრალო ადამიანად იქეცი. საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად სიყვარული აუცილებელია.

და ბოლოს წიგნის სათაურს მივუბრუნდეთ, რატომ საკვამურიდან ამოსული სითბო?                                     

ადრე, როდესაც განვმარტოვდებოდი წარმოვიდგენდი, რომ საყვარელ საწვიმარს იცვამ, მხარზე ზურგჩანთას იკიდებ და გაზაფხულის კოკისპირული წვიმაში ზღვებს, ოკეანეებს, მთებს გადაივლი და შუაგულ ტყეში იპოვი ქოხს, რომელსაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თავზე დაჰყურებს, საკვამურიდან სითბო ამოდის, რომელიც ღმერთის სუნთქვას ჰგავს და ქოხში მხრებზე პლედმოხურული ზის ადამიანი,რომელიც შეშის ღუმელთან თბება და ყველაფერს განდობს – საკუთარ ფიქრებს, განცდებს და გულს.
ვფიქრობ სითბო რომელიც სულს ათბობს ყოველთვის ჭირდება ადამიანს. მე შევეცადე ეს სითბო ჩემი მოთხრობებით გამეზიარებინა მკითხველისთვის.

ინტერვიუ მოამზადა: ვერიკო კვერნაძემ

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ნიკ ვუიჩიჩის 15 ბრძნული და შთამაგონებელი ციტატა

ნიკ ვუიჩიჩი – ადამიანი, რომელიც დაიბადა ხელებისა და ფეხების გარეშე, მან შეძლო არამარტო მოეხდინა ცხოვრებაში თვითრეალიზაცია, არამედ შთაეგონებინა ათასობით ადამიანი, რომ ეცხოვრათ გამართლებების გარეშე. 1. ცხოვრების აზრის ძიება – ეს

5 რეკომენდაცია თვითგანვითარებისთვის

1. თავისუფალი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ერთად დასვენებას მოაქვს სიამოვნება, ჭეშმარიტი სიამოვნება მხოლოდ მაშინ დგება, როცა გარშემო ის ადამიანები გყავთ, ვისაც გულწრფელად უყვარხართ, პატივს გცემენ და მზად არიან რთულ

რაშია ჩვენი ხასიათის სიმდიდრე

ყველა ჩვენი სისუსტე თავისებურად წარმოადგენს ჩვენს არარეალიზებულ შესაძლებლობებს. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას იმ შესაძლებლობების ნაკრებით, რომლებიც ჩვენ რეალურად გაგვაჩნია და არ ღირს წუხილი ჩვენს ნაკლებზე. საკუთარი თავის მტკიცედ რწმენა – ეს

რომელი ბიზნესის დაწყება შეიძლება თუ დიდი სასტარტო კაპიტალი არ გაქვთ?

ეს შეკითხვა ცოტა ხნის წინ, სადისკუსიო სერვისის Quora-ს მომხმარებლების მიერ განიხილებოდა. წარმოგდგენთ ყველაზე საინტერესო პასუხებს: 1) ჯერ იპოვეთ კლიენტები ენდრიუ ბიორნეტ-ტომსონი, IT-კონსულტანტი (დიდი ბრიტანეთი) მე ვიცოდი პროგრამული კოდის დაწერა. თავისუფალ

14 საშუალება ავტორიტეტის გასაძლიერებლად

1. გაცნობიერების აუცილებლობა უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მიიღოთ ის ფაქტი, რომ მდგომარეობის მიუხედავად, რომელიც გაქვთ, თქვენ გავლენას ახდენთ იმ ადამიანების ცხოვრებაზე, ვინც თქვენი გარემოცვაა. ხშირად ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ როგორ ვახდენთ

გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან – დაიწყეთ სახლის დალაგებით

უსარგებლო ნივთების სიყვარული — დიდი მინიშნებაა იმისა, რომ მიჯაჭვული ხართ წარსულზე და მომავლის გზაზე შეფერხებები გაქვთ. ჩვენი სახლი — ჩვენი განსახიერებაა. თუ ცვლილებები გინდათ – პირველ რიგში საკუთარი საცხოვრებილით დაიწყეთ. როცა სახლი