როგორ ვისწავლოთ საკუთარი აზრების მკაფიოდ გამოხატვა
1591 Views

როგორ ვისწავლოთ საკუთარი აზრების მკაფიოდ გამოხატვა

1. არის ერთი კარგი სავარჯიშო. აიღეთ რაიმე საოჯახო ნივთი, მაგალითად ტაფა და შეეცადეთ 5 წუთის მანძილზე მის შესახებ მოყვეთ რამე გამართული ლიტერატურული ენით. თავიდან ეს პროცესი გაგირთულდებათ, მაგრამ ყოველ ჯერზე სულ უფრო მარტივი გახდება. დროდადრო გაზარდეთ ვარჯიშის ხანგრძლივობა და გაართულეთ თემა. ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ მოკლე დროში ისწავლოთ სწორი სიტყვების შერჩევა და საბოლოოდ ერთი საათიც რომ ისაუბროთ ტაფაზე, არ გექნებათ სიტყვებისა და ფრაზების გამეორებები.

2. საუბრიდან ამოიღეთ სიტყვა-პარაზიტები. შეეცადეთ საუბრისას არ გამოხატოთ ძლიერი ემოცია. გამოიყენეთ ფრაზები და არ იჩქაროთ.

3. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ საუბრის ტემპს. მონოტონური საუბარი იწვევს მოწყენილობის განცდას. დაიცავით პაუზა და გარკვეული მომენტები გამოყავით ემოციებით, მაგრამ არა ძლიერით.

4. საუბრის დროს გამოიყენეთ სხვადასხვა მეტაფორები, შედარებები, ანდაზები. ეს საკმაოდ გამოაცოცხლებს თქვენს საუბარს. და რაღა თქმა უნდა იუმორი. ხუმრობა, მათ შორის საკუთარ თავზეც, თუ ეს უადგილო არ არის მოცემულ სიტუაციაში, ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

5. იმისათვის, რომ ავარჯიშოთ საკუთარი საუბარი, საჭიროა გქონდეთ საურთიერთბოდ ფართო წრე. მის გარეშე შეგიძლიათ რადიოს ან ტელევიზორის გამოყენება. შეგიძლიათ მიბაძოთ თქვენ საყვარელ ტელეწამყვანს: გაიმეოროთ მისი ფრაზები, დააკოპიროთ ინტონაცია.

6. უფრო მეტად იკითხეთ სხვადასხვა ლიტერატურა: გაზეთები, ჟურნალები. კარგი ვარიანტია კლასიკური ნაწარმოებების კითხვა. საჭიროა აუჩქარებლად წაკითხვა, რათა შეძლოთ ყოველ წინადადებაზე ფიქრი. ეს წინადადებაში სიტყვების სწორი წყობისs გამომუშავებისა და ლექსიკის გამდიდრების საშუალებას მოგცემთ.

სიტყვათა მარაგის მუდმივი შევსებისას და ყველა ამ ცოდნის საუბარში გამოყენებისას, თქვენ შეამჩნევთ, რომ ძალაუფლება მოიპოვეთ სიტყვებზე და ამიერიდან ისინი გემსახურებიან თქვენ.

ასეთი ვარჯიშიდან რამოდენიმე თვის შემდეგ თქვენ უკვე არანაირი პრობლემა არ გექნებათ საკუთარი აზრის გამოხატვისას. თქვენ შეძლებთ მარტივი, გასაგები ენით ახსნათ რთული აზრების არსი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like