საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების 9 ჩვევა

საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების 9 ჩვევა

ნუ გაართულებ. რამე გინდა? მშვენიერია! შეადგინე გეგმა, თუ როგორ უნდა მიიღო ის, რაც გინდა. ნუ მოაშორებ თვალს პრიზს და ნურც სხვებს მისცემ უფლებას, რომ შენი ყურადღება გადაიტანონ შიშებისა და ეჭვების გაჩენით.

ფოკუსირება გააკეთე იმაზე, რაც გინდა. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები ყოველთვის პოზიტიურად ხედავენ მომავალს. ისინი მხოლოდ კარგს ელიან და როგორც შედეგს, ამას იღებენ კიდეც. მოლოდინი – ეს ძალიან ძლიერი ძალაა.

მოიქეცი ისე, თითქოს რაც გინდოდა უკვე შენია. ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში, საკუთარ სიტყვებს და მოქმედებას საშუალებას აძლევენ ურთიერთქმედება ჰქონდეთ თავიანთ მიზნებთან და მიღწევებთან. ეს შთააგონებს და დამაჯერებლობას მატებს მათ გარშემო მყოფებსაც.

სიტყვებით გამოხატე შენი მიზნები. იგრძენით განსხვავება ორ ადამიანს შორის, რომლებიც განიხილავენ თავიანთ ახალ ბლოგებს. ერთი ამბობს: „დიახ, მე ბლოგერი ვარ. შენც მოგწონს ვინტაჟური ჩანთები? რა კარგია! მოდი გამოვიწეროთ ერთმანეთის ბლოგები, ნახე ახალი ფოტოები, რომლებიც მე გამოვაქვეყნე…“. მეორე ამავდროულად ამბობს: „კი, მე ვცდილობ გავაკეთო ბლოგი, მაგრამ მგონია, რომ არასწორად ვაკეთებ ამას (თავის თავში დაურწმუნებელი)“ – შენ როგორ ფიქრობ, რომელ მათგანს ექნება უფრო მეტი ნახვა და პუბლიკაცია?

მოისმინე, მაგრამ ნუ გახდები სხვის აზრზე დამოკიდებული. ხშირად ადამიანები იწყებენ შენს გაფრთხილებას ან გადარწმუნებას, რომ დაგეგმილი საკითხები შეცვალო, თან გარწმუნებენ, რომ ამას კეთილი გულით აკეთებენ. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები ყოველთვის ისმენენ სხვების აზრს, მაგრამ არ აძლევენ უფლებას ვინმეს, რომ თავს მოახვიონ რამე. ეს შენი ცხოვრებაა!

დრო დაუთმე მნიშვნელოვან საკითხებს. საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს არ ეშინიათ თქვან „არა“, რომ დაიტოვონ დრო და ენერგია მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხებისათვის. რეზულტატში ადამიანები მათდამი დიდი პატივისცემით არიან განწყობილნი.

იყავი მოკრძალებული. თვითდაჯერებული ადამიანები არასოდეს არ ლაპარაკობენ საკუთარ წარმატებებზე. ეს ადამიანები საკუთარ წარმატებებს საშუალებას აძლევენ თავად თქვან სათქმელი. მათ არ სჭირდებათ ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება.

გახსოვდეს, რომ ზოგჯერ წარუმატებლობა გარდაუვალია, მაგრამ ამის არ უნდა შეგეშინდეს. თუ მუდმივად წარუმატებლობის შიში გექნება, შეიძლება საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთო. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები ბოლომდე დარწმუნებული რჩებიან თავის შესაძლებლობებში, მაშინაც კი, თუ წარუმატებლობა განიცადეს. მათ იციან, როცა ერთი კარი იხურება, ყოველთვის იღება მეორე.

არ გაჩერდე! საკუთარი თავის რწმენა უნდა გაიზარდოს. რაც უფრო მეტს იმუშავებ იმაზე, რომ თვითდაჯერებული იყო, მით უფრო სწრაფად გახდება ეს შენი რეალური მდგომარეობა.

ყველაზე წარმატებული და ბედნიერი ადამიანები არ იბადებიან ყველაზე მდიდრები, ლამაზები ან ნიჭიერები. მათ სჯერავთ საკუთარი თავის და იბრძვიანი იმისათვის, რომ მიიღონ სასურველი. საკუთარ თავში რწმენა მიმზიდველი ადმიანური თვისებაა, რადგან ქვეცნობიერად ყველას უნდა, რომ თავდაჯერებული იყოს. ჩვენი გონება – ძალიან დამჯერეა. ის წავა იმ გზით, რა გზაზეც მას დააყენებ. რომელ გზას აირჩევ შენ?

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ