ჯეფრი ფოქსი: საიდან მოვიტონოთ იდეა ბიზნესისათვის?

ჯეფრი ფოქსი: საიდან მოვიტონოთ იდეა ბიზნესისათვის?

მოკლე ნაწყვეტი ჯეფრი ფოქსის წიგნიდან, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავზარდოთ მოგება მცირე ბიზნესისათვის. მისი სათაურია „როგორ გავაკეთოთ დიდი ფული მცირე ბიზნესში“. სამწუხაროდ ეს წიგნი უკვე აღარაა გაყიდვაში. გთავაზობთ მოკლე თავშესაქცევ ნაწყვეტს – საიდან მოვიტანოთ იდეები ბიზნესისათვის.

მცირე ბიზნესისათვის შესაძლებლობები ძალზედ ბევრია. იდეების მოძიების გზები ჩამოთვლილია ქვემოთ.

1. ჩაიხედეთ სარკეში, რისი გაკეთება შეგიძლიათ? თქვენს ნიჭს ძალუძს იყოს დასაბამი თქვენი ბიზნესისათვის და მოგიტანოთ დიდი ფული.

2. რა ხდება თქვენს ოჯახში? გაქვთ თუ არა რაიმე საოჯაო ბიზნესი, რომელიც შესაძლოა გახდეს თქვენი? იქნებ ღირდეს ოჯახურ დაწესებულებაში მუშაობა, საქმის საფუძვლიანად შესწავლა და საკუთარი ბიზნესის დაფუძნება?

3.კარგად დააკვირდით კომპანიას, რომელშიც თქვენ მუშაობთ.
იქნებ ღირდეს გააკეთოთ ის, რასაც თქვენი კომპანია არ აკეთებს? არსებობს თუ არა ბაზარი, რომელსაც შეიძლება რომ თქვენი კომპანია მოემსახუროს და რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაკავებული?

4. შეისწავლე იდეები, რომელიც უკუგდებულია ანდა არ არის რეალიზებული თქვენი კომპანიის მიერ. ხშირად ისინი საკმაოდ პერსპექტიულია მცირე ბიზნესისათვის.

5. იკითხეთ ჟურნალები ფრანჩაიზინგზე. იყიდეთ ან შექმენით კომპანია ძალზედ სწრაფად განვითარებად სფეროში, მაგალითისათვის – გახსენით ტრენაჟორების დარბაზი ქალებისათვის. ფრანჩაიზინგის უამრავი საშუალება არსებობს.

6. მიაწოდეთ საქონელი და მომსახურება კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს. გამოავლინეთ, ამგვარი, სწრაფად მზარდი ჯგუფი და გაყიდეთ რაზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ამ ხალხში. გააკეთეთ ეს ისე , როგორც მათ უნდათ. გაარკვიეთ, მაგალითად, რას მოიხმარენ დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენლები და ამ საქონლიდან რომელია ძნელად საშოვნელი აშშ–ში. შეისწავლეთ ესპანური ენა და იმუშავეთ კლიენტებთან რომლებიც საუბრობენ ესპანურად.

7. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები საჭიროებენ სულ უფრო და უფრო მეტ სერვისებს ჯანდაცვის სფეროში.

8. უყურეთ ტელეგადაცემებს, სადაც მოგვითხრობენ სხვადასხვა სფეროებზე, – რემონტზე, მებაღეობაზე, ინტერიერის დიზაინზე. ეს მოგვცემს საშუალებას მუდამ მივდიოთ ფეხდაფეხ თანამედროვე ტენდენციებს და პოპულარულ იდეებს. არსებობს თუ არა კომპანია, რომელიც უზუნველუოფს მომხმარებლებს ავტოფარეხებით? რომელიც უზრუნველყოფს ნარგავების განთავსების გეგმებს ბაღებში ინტერნეტის საშუალებით? აწარმოებს დაკავებული ადამიანების პირად საქმეებს, იმ შმთხვევაში თუ ორივე მეუღლე მუშაობს, მუდმივად მგზავრობაშია, აქვთ რამოდენიმე სახლი ანდა ცხოვრების განსხვავებული წესი, რომელიც დაგეგმვასა და ორგანიზებას საჭიროებს?

9. იყიდეთ კომპანია, რომელშიც მუშაობთ. ეს შესაძლოა იყოს გამოსყიდვა სესხის გამოყენებით ანდა კომპანიის მენჯმენტით.

10. კომპანიაზე, რომელიც გასაყიდადაა გამოტანილი, შეიძლება გაგიყვანონ აუდიტებმა, ადვოკატებმა. საკრედიტო ოფიცრებმა, პროფესიონალმა ბროკერებმა და რაღა თქმა უნდა განცხადებებმა.

11. შეაფასეთ ბიზნესი შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: შეგიძლიათ თუ არა იგივეს ორგანიზება უფრო უკეთ? გაიხსენეთ რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება ბოლო დროინდელი მოგზაურობისას: არსებობს თუ არა მსგავსი ბიზნესი იქ სადაც თქვენ ცხოვრობთ და არის თუ არა მოთხოვნა მასზე?

12. შეეცადეთ რეალიზება გაუკეთოთ თქვენს ჩანაფიქრებს, რომლის შესახებაც ყვებოდით წლების განმავლობაში. განახორცილეთ თქვენი სასკოლო პროექტი, სადაც წარმოდეგნილი გქონდათ თქვენი ბიზნეს იდეა.

და ბოლოს, ბიზნესის სტარტაპისათვის მნიშვნელოვანია გაიაზროთ „ თუ რას ყიდით თქვენ სინამდვილეში“.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ