სად ვიპოვოთ ნამდვილი ბედნიერება?

სად ვიპოვოთ ნამდვილი ბედნიერება?

სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებთაც აქვთ სამუშაო, ჰყავთ ოჯახი, ყოველდღე არიან დაკავებული და წარმატებული ცხოვრება აქვთ, მაგრამ როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებიან გრძნობენ, რომ მათი ცხოვრება არ არის სრულყოფილი და უკმაყოფილების გრძნობა სტანჯავთ. ალბათ ასე ცხოვრება ძალიან რთულია. საინტერესოა რა აკლიათ ასეთ ადამიანებს და შესაძლებელია თუ არა იპოვონ გამოსავალი და იცხოვრონ სრულყოფილი ცხოვრებით.

გამოსავალი რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც არსებობს. პირველ რიგში თუ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით და უკმაყოფილების გრძნობა გტანჯავთ, ეცადეთ ხშირად დარჩეთ მარტო საკუთარ თავთან, ისეირნოთ სანაპიროზე, მოუსმინოთ ზღვის ხმას, ტალღების უსასრულობას დააკვირდეთ, დახუჭოთ თვალები და დიალოგი დაიწყოთ საკუთარ თავთან. პასუხს,რომელსაც კითხვებზე მიიღებთ ჩაუღრმავდეთ და აუცილებლად იპოვით თქვენი ბედნიერების ნამდვილ გასაღებს. მე კი შევეცდები გამოვყო ის რამდენიმე პუნქტი, რომელთა შესრულებაც დაგეხმარებათ იგრძნოთ თავი ბედნიერ ადამიანად და უკმაყოფილების გრძნობაც სამუდამოდ გაქრება.

  1. ადამიანები, რომლებიც პოულობენ ღმერთს სამყაროში და მას საკუთარ გულში სინდისთან ერთად ათავსებენ, ცხოვრობენ კიდეც ბედნიერი ცხოვრებით. ხოლო იმისათვის,რომ ღმერთი ვიპოვოთ მეტად რთული გზა უნდა განვლოთ. ღმერთთან მისასვლელად ყველა საკუთარ გზას გადის. ადამიანს, რომელსაც უფალი ჰყავს გულში არასდროს აკლია სითბო და ბედნიერება.
  2. გიყვარდეს საქმე, რომელსაც ემსახურები. დიახ ხშირად ადამიანები არ არიან დაკავებული იმ საქმით,რომელიც უყვართ და სრულიად სხვა სფეროში მუშაობენ, მაგრამ ეს მათ ნებას არ აძლევთ უგულისყუროდ მოექცნენ საქმეს,რომელსაც ემსახურებიან. აკეთე სიყვარულით ის საქმე, რომელიც დაგაკისრა სამყარომ. იყავი შრომისმოყვარე, პატიოსანი და შენს შრომას აუცილებლად დაედება ფასი. იფიქრე ამაზე. გაიღვიძე ყოველ დღე ბედნიერმა და გიყვარდეს ცხოვრება.
  3. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ სიყვარულის და საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრებას აზრი არა აქვს. ეს ასე ნამდვილად არ არის. ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი,რადგან გაიზარდო,როგორც პიროვნება. თუმცა საყვარელ ადამიანთან ცხოვრება უდიდესი ბედნიერებაა. თქვენ აუცილებლად იპოვით ასეთ ადამიანს და როდესაც იპოვით არ გაუშვათ მასთან ყოფნის შანსი ხელიდან. სიყვარული ალამაზებს სამყაროს და გაიძლებს ისუნთქო ფერადი ჰაერით.
  4. გიყვარდეს ბუნება. დიახ ბუნებაში ყოფნა ეს თავისთავად უნდა მოგწონდეს,მაგრამ თუ დაუგდებ ყურს ბუნების ხმებს – ჩიტების ხმას, ნაკადულის ხმაურს, ფოთლების შრიალს, ქარის ქროლას იგრძნობ,რომ ბედნიერება ძალიან ადვილი და ლამაზი გრძნობაა.
  5. იკითხე წიგნები, იარე ფეხით, მოუსმინე საკუთარ სულს, როდესაც მარტო ხარ. მოუსმინე მას, თუ რა სურს, რა მოსწონს და რისი კეთება სურს ყველაზე მეტად. გავერკვეთ საკუთარ სურვილებში ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა.
  6. და ბოლოს – განვითარდი ყოველ დღე. შეიძინე ცოდნა, თუნდაც ერთი აბზაცი ან ერთი წინადადება. გააკეთე ეს შენი თავისთვის. განვითარება გვეხმარება ვიგრძნოთ თავი უფრო სრულყოფილად – განვითარება გვავსებს ბედნიერებით.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესფსიქოლოგია

გამონათქვამები ფინანსებისა და წარმატების შესახებ გამოცემული წიგნებიდან

– ან შენ მართავ ფულს, ან ის გმართავს. ან ვინმე სხვა გმართავს შენც და შენს ფულსაც. – იცნობდე შენს ფულს. იქონიე წარმოდგენა, რამდენს ხარჯავ და რამდენს გამოიმუშავებ. რამოდენიმე ხნის მანძილზე

გამონათქვამები

მორალური სრულყოფილების მიღწევის გეგმა ბენჯამინ ფრანკლინისგან

ბენჯამინ ფრანკლინს ჰოქნდა მორალური სრულყოფილების მიღწევის გეგმა, რომელიც გაწერილი იყო 13 კვირაზე. ყოველ კვირას ის იხვეწებოდა თითოეული ამ პუნქტით შესრულებით. ეს გეგმა აქტუალური და მიღწევადია, ამიტომ ცდა ყველასთვის ღირს. 1.

რჩევები და წესები

როგორი გზა ელოდება ახალბედას ბიზნესში – 4 მთავარი ეტაპი

ალექსანდრე პერევეზენცევი – საერთაშორისო, სერთიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, ქოუჩი.  როგორი გზა ელოდება ახალბედას ბიზნესში. 4 ეტაპი, ბიზნესმენად ჩამოყალიბებისას. ნებისმიერს შეუძლია გახდეს ნებისმიერი. ერთხელ ვინსტონ ჩერჩილმა თქვა: – ჭკვიანი ადამიანები, ყველა შეცდომას არ