სად იკარგება ადამიანის შესაძლებლობები?

სად იკარგება ადამიანის შესაძლებლობები?

ადამიანებს რომლებსაც სჯერათ, რომ მათ არ შეუძლიათ ისეთივე წარმატების მიღწევა, როგორც მიაღწიეს სხვებმა, ისინი ჰგვანან არარეალიზებულ შესაძლებლობებს. რეალურად კი ყველა ადამიანს აქვს უნიკალური შესაძლებლობების ფართო არეალი, ნიჭი და ბუნებრივი ტალანტი, რომლის აღმოჩენის შემდეგ მათ ეხსნებათ ფართო გზა, დიდი წარმატებებისკენ თუმცა, რაც მანამდე დხდება ესაა მთავარი და გარდამტეხი ყოველთვის ცხოვრებაში…

თუ ადამიანს არ მოუნდა საკუთარ თავზე მუშაობა, წინ წასვლა, განვითარება, წარმატების და კეთილდღეობის მიღწევა ყველა მისი ბუნებრივი თუ ღვთით ნაბოძები ნიჭი არის ამაო და რჩება ისინი არარეალიზებულ შანსებად და შესაძლებლობებად.

ყველას თავის მიზეზი აქვს რატომაც არ აქვთ მათ სტიმული და მოტივაცია იღწვოდნენ სულ წინ და ზემოთ ამ ცხოვრებაში. მათ არ აქვთ იმის მოთხოვნილება, რომ მიაღწიონ რაიმე მიმართულებით რაიმე სახის წარმატებას და ამით სხვებისთვის გახდნენ მაგალითის მიმცემი. ყველა პრობლემა და დაბრკოლება ქრება მაშინ, როცა გადაწყვეტილება მიიღება მტკიცედ და ადამიანი ამბობს: -მე ეს მინდა და ე.ი. იქნება!

და სანამ ამ გადაწყვეტილებამდე არ მივდა და შინაგანად არ იგრძნობს წინსვლის და წარმატების მიღწევის დიდ სურვილს, მანამდე ნებისმიერი რჩევა-დარიგება, წიგნები, ლექციები თუ სტატიები ამაოა და სრულიად უსარგებლოა მისთვის. ამიტომ თუ თქვენ ამ ეტაპზე გრძნობთ, რომ უბრალოდ ცოტა მაინც უკეთესი ცხოვრება გსურთ, ცოტა უფრო საინტერესო, ცოტა უფრო ხალისიანი და ბედნიერი მომენტები ცხოვრებაში, ეძიეთ ის მაინც რა გაგახარებდათ, როგორი ცხოვრების სტილით იცხოვრებდით, ვინ იქნებოდით, როგორი, სად იმუშავებდით, სად დაისვენებდით, რამდენჯერ და ვისთან ერთად. ანუ გახსენით თქვენი წარმოსახვა და მიეცით ოცნებას თქვენი საყვარელი მუსიკის ფონზე.

რა იცით რა ხდება, იქნებ და უცებ გონებაში რაღაც ისე ‘’გადაგიტრიალდეთ’’ და ისე შთაგაგონოთ თქვენმა ოცნებამ და უკეთესი მომავლის წარმოსახვამ, რომ არა მხოლოდ ძალა მოგეცეთ მოქმედების დასაწყებად არამედ, სრულიად შეიცვალოთ აზროვნება საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე და იმდენად მიზანდასახული, შრომისმოყვარე, წარმატებული და საინტერესო პიროვნება გახდეთ სულ რამოდენიმე წელში, რომ მერე უკვე თქვენ გახდეთ სხვა ადამიანების მოტივაციის წყარო, რომ შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ.

ალბათ, თქვენ ამ დროს ჩაგერთვებათ გონებაში ავტომატურად შიში, რომელსაც წარმატების ან წარუმატებლობის შიში ჰქვია, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ. არასოდეს არ უნდა შეგეშინდეთ კრიტიკის და ნეგატიური შეფასებების, რადგან ძლიერია არა ის, ვისთვისაც ქვები არ უსროლიათ, არამედ ის, ვინც მისგან მყარი ფუნდამენტის აგება შესძლო.

ასე რომ, პირველ ჯერზე იოცნებეთ მაინც უკეთეს ცხოვრებაზე, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ, გადახედეთ თქვენს ღირებულებებს, დაისახეთ დროში გაზომვადი მიზნები, შექმენით სამოქმედო სტრატეგია და გათვალეთ შემდეგი ნაბიჯები და თუ თქვენ ჯიუტად და შეუპოვრად დაიწყებთ ამ გზაზე სიარულს, წინასწარ გილოცავთ ყველა დიდ მიღწევას, რომელსაც სწორედ თქვენ ამგვარი მოქმედებით მიაღწევთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 74 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

გენიალური იდეა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს გადარჩენს

მძღოლებისთვის ცნობილია, რომ ავტობანზე სატვირთო მანქანების გადასწრება საკმაოდ სახიფათოა. ამ დროს თითქმის შეუძლებელია დაინახო რა ხდება წინ. იდეა, რომელიც გადაარჩენს მრავალ ადამიანს ეკუთვნის ლეო ბურნეტს ბუენოს აირესიდან, რომელიც გაშუქდა არგენტინაში, კოპანია”SAMSUNG”-ის ცენტრალური

პიგმალიონის ეფექტი: მოლოდინი მართლდება!

პიგმალიონის ეფექტი – ეს არის მოვლენა, რომლის არსი მდგომარეობს ადამიანის მიერ ამა თუ იმ ინფორმაციის სისწორის რწმენაში და ისეთ ქცევაში, რომლის გამოც აღნიშნული ინფორმაცია მართლდება. საკითხის ისტორია კვიპროსის მითოლოგიურმა მეფემ

შეცდომებზე სწავლობენ – M&M’s-ის ისტორიის მაგალითზე

როცა საკუთარი ბიზნესის კეთებას იწყებთ, სასარგებლოა მსხვილი და წარმატებული კომპანიების საქმიანობაზე დაკვირვება. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა მათი წარსულის შეცდომების შესწავლაც. ამ სტატიაში გვინდა მოგიყვეთ კორპორაცია Mars-ის შესახებ, რომელმაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება,

19 ცხოვრებისეული რჩევა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისგან

1. წლები სწრაფად გადიან. იცხოვრეთ სავსე ცხოვრებით. იმოქმედეთ. მნიშვნელობა არ აქვს, გაქვთ ფული თუ არა. ჩაალაგეთ ჩემოდანი და გაემგზავრეთ იქ, სადაც შეგიძლიათ რომ წახვიდეთ. სანამ შვილები არ გყავთ ნივთებზე ნუ

ადამიანებისთვის ნაცნობი სიტუაცია, ძაღლის მაგალითზე

საქმეზე მიმავალმა მგზავრმა ერთ-ერთი სახლის წინ გავლისას ასეთი სურათი დაინახა. სახლის აივანზე, სავარძელში, მოხუცი დედაკაცი ირწეოდა. მის გვერდით, მეორე სავარძელში, გაზეთის კითხვით გატაცებული, ქალის მხცოვანი მეუღლე იჯდა. ხოლო მათ შორის

ლას-ვეგასი სრულად გადავიდა ალტერნატიული წყაროების სუფთა ენერგიაზე

დღეისათვის ლას-ვეგასში ყველა საწარმოსთვის, შენობისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობისთვის, ენერგიის მიწოდება ხდება ალტერნატიული წყაროებიდან. «ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ დღეს ლას-ვეგასი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ქალაქს მსოფლიოში, რომლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ხდება