სად არ ღირს დასვენება 2017 წელს და რით შეიძლება ჩანაცვლება

სად არ ღირს დასვენება 2017 წელს და რით შეიძლება ჩანაცვლება

თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს კარგი მოგზაურობის განსაკუთრებული კრიტერიუმები. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მხიარული კამპანია, ვიღაცისთვის კომფორტაბელური სატუმროს ნომერი. თუმცა არსებობს საერთო ფაქტორებიც, რომლებსაც შეუძლიათ გააფუჭონ ნებისმიერი მოგზაურობა.

GoodTravel.GE – წარმოგიდგენთ იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც წასვლა არ არის რეკომენდირებული 2017 წელს და გთავაზობთ აღნიშნული ადგილების ალტერნატივას.

ყველაზე მაღალი შენობები

წასვლა არ ღირს: დუბაი
ქალაქი ემზადება მსოფლიო გამოფენისთვის Expo 2020 და ამ მოვლენისთვის სპეციალურად შენდება ბევრი გრანდიოზული შენობა. მაგალითად, ახალი ცათამბჯენი The Tower (თაუერი), რომელიც გეგმის მიხედვით უნდა გაიხსნას გამოფენის დაწყებისთვის და მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი უნდა მიიღოს. ასევე მიმდინარეობს ღრსშესანიშნაობების რესტავრაცია, რომლებიც 2017 წელს დახურული იქნება. ამიტომ, დუბაიში გამგზავრება სჯობს გადადოთ 2020-2021 წლებისთვის, სოწრედ მაშინ, როცა ზემოთ აღნიშნული მასშტაბური ღონისძება ჩატარდება.

წასვლა ღირს: ჰონგკონგი
ამ ქალაქში არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო The Ritz-Carlton Hong Kong («რიც კარლტონი»). შოპინგის მოყვარულთათვის აქ უამრავი ლუქსური ბუტიკი და აუთენტური ბაზრობებია, გურმანებს კი ელის მიშლენის რესტორნები, რომლებიც ყველაზე ხელმისაწვდომად ითვლება მთელ მსოფლიოში. ვისაც ზღვის დაავადებების არ ეშინია, შეუძლიათ გაემგზავრონ კრუიზში სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში.

მარჯნის რიფები და დაივინგი

წასვლა არ ღირს: დიდი ბარიერული რიფი
მაღალი ტემპერატურის გავლენით დაიწყო მარჯნის რიფების კვდომა. მეცნიერები თვლიან, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება დროთა განმავლობაში, მაგრამ ამ ეტაპზე სჯობს უარი თქვათ იქ წასვლაზე.

წასვლა ღირს: ატაუროს კუნძული
პატარა კუნძული, რომელიც ეკუთვნის ჯუჯა-სახელმწიფო ტიმორს, განთქმულია მარჯნების სახესხვაობით და რიფების თევზებით მთელ მსოფლიიოში. რეგიონი საინტერესო იქნება სნორკლინგის, დაივინგის და ტროპიკული ბუნების მოყვარულთათვის.

ნიუ-იორკის ცეცხლი

წასვლა არ ღირს: თაიმ-სკვერი
არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა «ნამდვილი ნიუ-იორკი» და ის ნაკლებად ეხება მანჰეტენზე არსებულ თაიმ-სკვერის მოედანს, მიუხედავად იმისა, რომ ქერი ბრედშოუს ძალიან უყვარდა ეს რაიონი. უამრავი ტურისტი, სელფის ჯოხები, ბანერები – ეს ნამდვილად ბევრია ამ უბანში, აი რეალური ნიუ-იორკი სხვაგან უნდა ნახოთ.

წასვლა ღირს: ბრუკლინი
ბრუკლინში გაცილებით უფრო მეტი თავისუფალი ადგილია და სუნთქვაც გაგიადვილდებათ. ქუჩის მუსიკოსები, მყუდრო კაფეები, ბრაიტონ-ბიჩი და რა თქმა უნდა შესანიშნავი ბრუკლინის ხიდი – ნიუ-იორკის ამ რაიონში ყველაფერია.

იდუმალი ინდოეთი

წასვლა არ ღირს: მიუ-დელი
ინდოეთის დედაქალაქი მთელი თავისი შესანიშნავი ქაოსით, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავდა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ჩაეფლო კვამლში. ექსპერტების შეფასებით, ასეთი ძლიერი და მავნე კვამლი ბოლო 17 წლის მანძილზე არ ყოფილა.

წასვლა ღირს: ბანგალორი
დღეისათვის ბანგალორი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო ადგილად ინდოეთში ცხოვრებისა და დასვენების მხრივ. თუ გარკვეული წლების წინ ქალაქი ეკუთვნოდა «პენსიონერთა» კატეგორიის კურორტს, მოცემული მომენტისთვის ის იმ ყველაზე საინტერესო მოვლენების, მოდისა და კულტურის ეპიცენტრია, რისი ნახვაც შესაძლებელია ამ ქვეყანაში.

ძველებური საათები

წასვლა არ ღირს: ლონდონი
ბიგ-ბენი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე აუთენტური ღირსშესანიშნაობების რიცხვშია, ხოლო მისი საათობრივად გამოცემული ხმა ნისლიანი ალბიონის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, 2017 წელს, პირველად 157 წლის მანძილზე, საათიანი კოშკი დაიხურება სარესტავრაციო სამუშაობის გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქს ეს სანახაობა ძალიან დააკლდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლონდონი მთლად ის არ იქნება, რაც უნდა იყოს, ამიტომ იქ ვიზიტი უმჯობესია 3 წლის შემდეგ, რადგან სწორედ ამდენი დრო სჭირდება ბიგ-ბენის სარესტავრაციო სამუშაოებს.

წასვლა ღირს: პრაღა
პარიზის ასტრონომიული საათი (ასაკით მესამე მსოფლიოში), პრაღის უმთავრესი ატრაქციონია. ციფერბლატის თავზე რამოდენიმე პატარა ფანჯარაა, რომლებიც ხმაურით იხსნება და იქედან ჩნდებიან პატარა ფიგურები, რომლებიც ახასავენ ადამიანის მისწრაფებებს. პრაღაში ასევე არის გოთიკური არქიტექტურა და ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი უამრავი ღირსშესანიშნაობა.

გადახრილი კოშკები

წასვლა არ ღირს: პიზა
რა ვიცით ჩვენ პიზას შესახებ გარდა იმისა, რომ აქ გადახრილი კოშკია? რამოდენიმე ძველი ეკლესია და ატმოსფერული რესტორანი ვერაფრით გამოარჩევს მას სხვა პროვიციებისგან. ამიტომ, ტურსტების დიდი ნაწილი ყოველთვის თავს იყრის სამრეკლოსთან და ყოველი მნახველი ცდილობს გადაიღოს ფოტო, რომელზეც გადახრილი კოშკის ფონზე დგას და მის შეკავებას ცდილობს.

წასვლა ღირს: აბუ-დაბი
არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში არსებული გადახრილი კოშკი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი დახრის მქონე ცათამბჯენი. ამ კონსტრუქციის დახრის კუთხე 18 გრადუსია, რაც დაახლოებით 4,5-ჯერ მეტია, ვიდრე პიზის კოშკის. აბუ-დაბიში ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბევრი სხვა საინტერესო ღირსშესანიშნაობა – შეიხ ზაიდის მეჩეთების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, ასევე დისნეილენდი Ferrari დიდებისთვის, ქასრ ალ-ხოსნის სასახლე მოქმედი მუზეუმით და ა.შ.

ესპანეთის კუნძულები

წასვლა არ ღირს: იბიცა
დღეისათვის იბიცა — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოდური კურორტია. განმარტოების საშუალება აქ ნაკლებად გექნებათ, რადგან კუნძულის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი ახალგაზრდა ტურისტებს უკავიათ. ცეცხლოვანი ცეკვები დაუოკებელი კლუბური მუსიკის ფონზე და კოქტეილი – იბიცას ძირითადი ღირსშესანიშნაობაა, ამიტომ მათ, ვინც გეგმავს ოდნავ მაინც დაისვენოს მოგზაურობისას, ცოტა სხვა მიმართულება უნდა აირჩიონ.

წასვლა ღირს: აკვა ამარგა
მათთვის, ვისაც ძალიან უნდა ესპანეთში წასვლა, აკვა ამარგა ელის. კუნძული ცნობილი ახლახანს გახდა და დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კურორტია. აქ ნახავთ ფერწერულ სასტუმროებს ანდალუზიურ სტილში და სამოთხის მსგავს ბუნებას ცამდე აზიდული მთებით. ყველაფერი ამას თან ახლავს ხარისხიანი სერვისი. მეტი რა არის საჭირო კარგი დასვენებისთვის?

ხელუხლებელი ბუნება

წასვლა არ ღირს: ისლანდია
ისლანდიაში ზაფხულშიც კი ცივა – ტემპერატურა მერყეობს +10 °С-მდე. ამ ქვეყანაში თითქმის ყოველთვის ქარი ქრის და ხშირად წვიმს. თუმცა, ტურისტები ყოველთვის თანხმდებოდნენ ასეთი კლიმატის ატანას იმიტომ, რომ ენახათ ისლანდიის ბუნების საოცრებები, სადაც ადამიანის ხელი არ შეიმჩნევა. თუმცა, ისლანდიის ყველა ღირსშესანიშნაობა თავის მომხიბვლელობას კარგავს ურიცხვი ტურისტის ფონზე, რომლებიც ბოლო დროს კიდევ უფრო ჭარბად სტუმრობენ ისლანდიას.

წასვლა ღირს: ახალი ზელანდია
გრძელი თეთრი ღრუბლების ქვეყანა — ასე უწოდებენ ამ რეგიონს ადგილობრივები. გასაოცარი ადგილი, სადაც მბრძანებელი ბუნებაა. გეიზერები, ჩანჩქრები, ტბები, კლდეები და მყინვარები ამ კუნძულზე უხვადაა. აქვე შეგიძლიათ დააკვირდეთ ვეშაპებს და ისიამოვნოთ ბუნბის საოცარი ნაზავის ხილვით.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

Good Travel
Good Travel 10 posts

შეამოწმეთ ჩვენი სერვისი და დაისვენეთ... ტელ: 2 300-700; 2 307-007; 592 307-007 ელ-ფოსტა: info@goodtravel.ge www.goodtravel.ge - ჩვენთან მუდამ სეზონია!

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბარბარა შერი: ფულის სწრაფად შოვნის 17 იდეა წიგნიდან «შენი ოცნების სამუშაო»

არის სიტუაციები, როცა საჭიროა ფულის სწრაფად გამომუშავება. ჩნდება შეკითხვა, როგორ ვიშოვოთ ფული? პანიკის გარეშე! გამოსავალი ყოველთვის არსებობს! წარმოგიდგენთ 17 იდეას ბარბარა შერის წიგნიდან «შენი ოცნების სამუშაო», რომლებიც უპასუხებენ შეკითხვას —

Print Friendly, PDF & Email

გამოძიებას ატარებენ ბეჭდვის ექსპერტები: მასობრივი გაუჩინარება

უჩვეულო ინტერნეტ-სერიალი «გამოძიებას ატარებენ ბეჭდვის ექსპერტები» – შექმნილია ამერიკული კომპანია Hewlett-Packard-ის ძალისხმევით და მოიცავს 4 სერიას: «მასობრივი გაუჩინარება», «ციტრუსის ტრაგედია», «ბლითების მაქინაციები» და «მოდის მსხვერპლი». მარტივი სიუჟეტი მოგვიწოდებს გამოვიყენოთ HP-ის ორიგინალური

Print Friendly, PDF & Email

დროის მენეჯმენტი ფრანკლინის პირამიდის მიხედვით

ბენჯამინ ფრანკლინს სხვებისგან გამოარჩევდა ფანტასტიური შრომისუნარიანობა და უნიკალური მიზანდასახულობა. 20 წლის ასაკში მან მთელი ცხოვრების მანძილზე მიზნების მიღწევის გეგმა შეადგინა. სანამ ცოცხალი იყო, ის ამ გეგმას მიჰყვებოდა და დამატებით გეგმავდა

Print Friendly, PDF & Email

რა უნდა ქნათ, თუ კრედიტს ვეღარ ფარავთ?

ცხოვრებაში არსებობს სხვადასხვა სიტუაცია. გუშინ თუ ბანკში კრედიტი მიიღეთ, დღეს შეიძლება მისი გადახდა ვეღარ შეძლოთ. რა უნდა ქნათ ასეთ დროს? პირველ რიგში უნდა დამშვიდდეთ. არაფერი საშინელი არ მომხდრა. 1. არავითარ

Print Friendly, PDF & Email

ტვინის შტურმის – ე.წ. Brainstorming-ის 6 ეფექტური ნაბიჯი

1. ეს ღონისძიება ყოველთვის გასვლებით ჩაატარეთ არასოდეს არ ეცადოთ ტვინის შტურმის სამსახურში მოწყობა. ეს კარგი წესია ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ აბსოლიტურად მშვიდ გარემოში იმისათვის, რომ გონება

Print Friendly, PDF & Email

გაატარე ზამთარი საქართველოში – ახალი საიმიჯო რეკლამა საქართველოზე 2015

❅ რატომ მიყვარს საქართველო? სიღრმეებისთვის, აღმაფრენისთვის, სიმყუდროვისთვის, მრავლისმეტყველი დუმილისთვის, გარდაქმნებისთვის, გამბედაობისთვისა და სულის მუსიკისთვის… ახალგაზრდობისთვის, შთაგონებისთვის, მე მიყვარს ის ჭეშმარიტებისთვის, სიამაყისთვის და ღიმილისთვის. გააზიარეთ ეს ვიდეო, რათა მსოფლიომ ნახოს! გამოიწერეთ

Print Friendly, PDF & Email