რთული მარტივი სიტყვებით
1318 Views

რთული მარტივი სიტყვებით

1. ფემინიზმი
მამაკაცები და ქალები თანასწორუფლებიანები არიან. მაგრამ ჭურჭელი კაცმა უნდა დარეცხოს.

2. თეოკრატია
თუ არ დავრეცხავ ჭურჭელს ჰიჯაბით, ჩავიქოლები ქვებით და სიკვდილის შემდეგ მოვხვდები ჯოჯოხეთში.

3. დემოკრატია
ოჯახურ საბჭოზე ჩვენ ვიმსჯელეთ ჭურჭლის რეცხვის აუცილებლობაზე.

4. სუვერენული დემოკრატია
ოჯახის უფროსი არასოდეს დარეცხავს ჭურჭელს, რადგან ამ ვარიატს ხმა მისცა ოჯახის 146%-მა.

5. ანარქიზმი
ყველა რეცხავს თავის ჭურჭელს. ის, ვინც შეეცდება მაიძულოს თავისი ჭურჭლის გარეცხვა, გაიცნობს ამხანაგ მოლოტოვს.

6. ტრანსჰუმანიზმი
მე გამოვიყენებ ჭურჭლის სარეცხ მანქანას.

7. კომუნიზმი
ოჯახის უფროსი ამბობს, რომ მე ვრეცხავ იმდენ ჭურჭელს, რამდენიც შემიძლია და ვიყენებ იმდენ სუფთა ჭურჭელს, რამდენიც მინდა. მაგრამ, თუ მე მის ნაცვლად არ გავრეცხავ ჭურჭელს – დამხვრეტენ.

8. ტექნოკრატია
როდის და როგორ უდნა გაირეცხოს ჭურჭელი, განისაზღვრება ჭურჭლის რეცხვის საუკეთესო სპეციალისტის მიერ.

9. ლიბერალიზმი
ეს ჩემი ფინჯანია. მე მას გავრეცხავ მაშინ, როცა მომინდება. არავის აქვს უფლება მიმითითოს, რა გავაკეთო. ჩემთვის სულ ერთია როგორ ეპყრობი შენს ჭურჭელს, მაგრამ შენ ამაზე საუბრის უფლება გაქვს.

10. პრიმიტივიზმი
ჭურჭლის რეცხვა — კაცობრიობის უმთავრესი პრობლემაა. საჭიროა პირდაპირ მიწიდან ხელით ჭამა.

11. ფაშიზმი
სუფთა ჭურჭელს უფრო მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე ჩემს ცხოვრებას. ჩვენს მეზობლებს მხოლოდ ჭუჭყიანი ჭურჭელი აქვთ, ამიტომ ისინი უნდა დავხოცოთ. თუ მე არ დავრეცხავ ოჯახის უფროსის ნაცვლად ჭურჭელს – გამანადგურებენ.

12. კაპიტალიზმი
უმცროსმა ძმამ ჩემი ჭურჭელი მხოლოდ იმიტომ დარეცხა, რომ მე საშინაო დავალების დაწერაში დავეხმარე.

13. პაციფიზმი
ჭურჭლის მტრვევით მხოლოდ ზიანი გადგება.

14. ანტისემიტიზმი
მთელი ჩემი ჭურჭელი ებრაელებმა დასვარეს!

15. ანტიგლობალიზმი
მსოფლიო მმართველობას სურს ჩემი ოჯახის უნიკალური ტრადიციების განადგურება სუფთა თეფშების გამოყენების იდეის თავზე მოხვევით.

16. მონარქია
ოჯახის უფროსმა არ უნდა დარეცხოს ჭურჭელი, რადგან მის მამას და ბაბუას არასოდეს გაუკეთებია ეს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like