რთულ ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

რთულ ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

“რთული ადამიანი” – ეს ტერმინი შემოიტანა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ბრემსონმა. მან აღმოაჩინა რამოდენიმე ტიპის ადამიანი, რომლებთან ურთიერთობაც ადვილად გადადის კონფლიქტში, აგრესიაში, იწვევს უარყოფით ემოციებს, აჩენს პრობლემებს. ამიტომ, ქვემოთ ჩამოთვლილი მაგალითები ყურადსაღებია ნამდვილად:

1. ორთქლის მანქნა: უხეშები და უცერემონიოები, თვლიან, რომ მათ ყველამ უნდა დაუთმოთ, დარწმუნებულები არიან საკუთარ სიმართლეში და უნდათ, რომ ყველამ აღიაროს ეს. საჭიროა ასეთ ადამიანებს მისცეთ ორთქლის გამოშვების საშუალება, უნდა მოუსმინოთ, შემდეგ მშვიდად და დამაჯერებლად გამოხატოთ საკუთარი აზრი ისე, რომ მისი სიმართლე ეჭვის ქვეშ არ დააყენოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში განმეორებით რეაქციას მიიღებთ; ბრაზი უნდა გაანეიტრალოთ საკუთარი სიმშვიდით.

2. ფარული აგრესორი (სნაიპერი) – ცდილობს ადამიანებს უსიამოვნებები მოუტანოს, ხლართოს ინტრიგები, მაქინაციები. აქვს აგრესიის ფარული გამოვლინება. ასეთი ტიპის ადამიანებთან ურთიერთობისას საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და არ უნდა აჩვენოთ, რომ მის მიმართ აგრესიულად განწყობილი ხართ. უნდა გახსნათ მისი ბანქო და უთხრათ, რომ იცით მისი ზრახვების შესახებ.

3. გააფთრებული ბავშვი: ასე იქცევა, როცა შეშინებული და უღონოა, ემოციური აფეთქება კი გამოხატავს, რომ სიტუაციის კონტროლის აღება სურს. ასეთ ტიპებთან ურთიერთობისას უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მისცეთ ბოლომდე დაცლის საშუალება, დაარწმუნოთ, რომ უსმენთ, აუცილებელია გააგებინოთ, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას და დამშვიდდეს. კეთილგანწყობილად შესთავაზოთ სიტუაციის განხილვა.

4. მომჩივანი: რეალისტური და პარანოიდული. ასეთ ტიპებთან ურთიერთობისას საჭიროა შეეცადოთ მის მოსმენას და პრობლემის გადაჭრას. თუ არ გამოდის, უბრალოდ შეწყვიტეთ მასთან ურთიერთობა.

5. სიტყვაძუნწი: ჩაკეტილი ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც რთულია. ასეთებთან ურთიერთბისას საჭიროა ჩაკეტილობის მიზეზის გარკვევა. კეთილგანწყობის და მადლიერების ჩვენება იმის გამო, რომ ის გამოთქვამს საკუთარ აზრს.

6. მორიდებული: ადამიანი, რომელიც ყველას და ყველაფერს ეთანხმება, ცდილობს თავი მოგაწონოთ, დაპირებას იძლევა და არ ასრულებს, პირობას არ იცავს. ასეთ ტიპებთან ურთიერთობისას საჭირა მათი დარწმუნება იმაში, რომ თქვენი მათდამი დამოკიდებულება გამოწვეული იქნება არა იმით, რომ ყველაფერზე გეთანხმებათ, არამედ იმით თუ რამდენად მართალი იქნება ის საკუთარ თავთან.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ