როგორ დავზოგოთ კვების პროდუქტებზე?

როგორ დავზოგოთ კვების პროდუქტებზე?

საშუალოსტატისტიკური ოჯახის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი სუპერმარკეტებში, ბაზრობებზე და სასურსათო მაღაზიებში რჩება. გინდათ ისწავლოთ როგორ გამოხვიდეთ მაღაზიიდან ისე, რომ საფულე სულ ცარიელი არ გქონდეთ? როგორ შეძლოთ პროდუქტებზე დაზოგვა ისე, რომ სრულფასოვანი კვება გქონდეთ? ეს ერთი შეხვედვით შეუძლებელი ჩანს, მაგრამ მაინც არსებობს საკვებზე ეკონომიის რამოდენიმე საშუალება, რაც თანხის მთლიანი ნაწილის 30%-ზე მეტს დაგიზოგავთ თვეში.

საკვებზე დაზოგვის ტოპ-15 მეთოდი:
საყიდლებზე არ წახვიდეთ მშიერი და თან არ იქონიოთ საკრედიტო ბარათი. ანგარიშსწორება მოახდინეთ ნაღდი ფულით, ასე უკეთ გეცოდინებათ რამდენს ხარჯავთ.
არ გამოიყენოთ ნახევარფაბრიკატები – ისწავლეთ საჭმლის მომზადება და თქვენ გულგრილად ჩაუვლით ნახევარფაბრიკატების თაროებს, ძეხვეულს და ცომეულს. გარდა ამისა, ოჯახში მომზადებული კერძი არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს და სხვა დანამატებს.
ჩართეთ ოჯახი სადილის მომზადების პროცესში. თავად დაამზადეთ ნახევარფაბრიკატები და გაყინეთ, რასაც შემდეგ გამოიზოგავთ. ასე შეგიძლიათ მოამზადოთ პელმენი, ხორციანი ბლინები, კატლეტი და ა.შ. მსგავსი მარაგი დაგეხმარებათ საუზმე, სადილიც და ვახშამიც სწრაფად მოამზადოთ.
შეადგინეთ მთლი კვირის მენიუ, რაც დაგეხმარებათ ზუსტად იცოდეთ რა გაქვთ საუზმედ, სადილად და ვახშმად. ასევე შეძლებთ პროდუქტების რაციონალურად გამოყენებას. შეიძინეთ პროდუქტები იშვიათად, მხოლოდ მენიუდან გამომდინარე საჭიროების შესაბამისად. ეს საშუალებას მოგცემთ შეძენილი პორდუქტი ბოლომდე გამოიყენოთ და სანაგვე ურნაში არ გადაყაროთ თქვენი ფული. ყველაფერთან ერთად დაზოგავთ დროს.
საყიდლებზე იარეთ სიით. არ გადაუხვიოთ მას, თუ რამე ახალი სურვილი გაგიჩნდებათ, გადაიტანეთ ის შემდეგი კვირის მენიუში.
არ დაგავიწყდეთ ფასდაკლების ბარათის თან წაღება (თუ გაქვთ ასეთი) – ამით კიდევ უფრო მეტ თანხას დაზოგავთ.
პარკები და ჩანთები სახლიდან წაიყოლეთ, ნუ გადაიხდით მათში დამტებით თანხას. თუ ბუნების მიმართ გულგრილი არ ხართ, იქონიეთ ნაჭრის ეკოჩანთა. ის არ იხევა, იწელება და დამზადებულია ნატურალური მასალისგან, რომლებიც ჩანთის ვარგისიანობის დასრულების შემდეგ შეიწოვება ბუნებისგან.
პროდუქტი შეარჩიეთ დაბლა თაროებიდან და სტელაჟების ბოლო კუთხეებიდან, რადგან იაფია და ახალია. სუპერმარკეტები დაინტერესებული არიან, რომ შეიძინოთ უფრო ძვირიანი და მოხმარების ვადებში შეზღუდული პროდუქტი.
შეიძინეთ პროდუქტი, რომელიც თქვენს ოჯახში ყველაზე მეტად იჭმევა საბითუმოდ მოვაჭრეებთან. მაგალითად შაქარი, კარტოფილი და მარცვლეული შეგიძლიათ შეიძინოთ ტომრებით – ასე უფრო იაფია. კოოპერირება მოახდინეთ ნათესავებთან, მეგობრებთან და მეზობლებთან ამ საკითხში.
ყურადღება მიაქციეთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს, რადგან მათ წარმოებას ნაკლები დანახარჯი აქვს, შესაბამისად იაფი ღირს.
ხშირად იარეთ ბაზარზე – სეზონზე პროდუქტები უფრო ახალია, საღამოს კი უფრო იაფი.
გახსოვდეთ ხილის და ბოსტნეულის სეზონურობა. სეზონზე ისინი უფრო სასარგებლო და იაფია. თუ კარგი საყინულე კამერა გაქვთ, ისწავლეთ პროდუქტების გაყინვის მეთოდები, განსაკუთრებით კენკრისა და მწვანილის. ეს დაგეხმარებათ ფული დაზოგოთ ზამთარში.
მოამზადეთ ზამთრისთვის მარაგი.
მურაბა, დაკონსერვებული ბოსნტეული, გაახმეთ მწვანილი, სუნელები და ა.შ. – ყველაფერი ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი და ზამთარში წარმოქმნილი ვიტამინების ნაკლებობა შეივსოთ.
ხორცი და თევზი შეიძინეთ გონივრულად. მთლიანი ქათამი უფრო იაფი ღირს, ვიდრე დანაწევრებული, ფრთებისა და ფეხებისგან შეგიძლიათ ბულიონი მოამზადოთ. საქონლის ხორცისგან შეგიძლიათ უამრავი გემრიელი კერძი მოამზადოთ. წითელი თევზის თავით შეგიძლიათ მოამზადოთ თევზის გემრიელი წვნიანი. არ დაგავიწყდეთ სუბპროდუქტების შესახებ, მათგანაც შეგიძლიათ უამრავი გემრიელი კერძის მომზადება.
სამსახურში სადილისთვის სახლიდან ატარეთ საკვები, ნუ დახარჯავთ ფულს კაფეში, ამას სჯობს იყიდოთ პატარა ჭიქა-თერმოსი და კონტეინერი. ასე ხარისხიანი კვებაც გექნებათ და ფულსაც დაზოგავთ.
პროდუქტებზე ასეთი ეკონომიით 2-3 თვის შემდეგ თქვენ მიხვდებით, რომ ოჯახი მრავალფეროვნად და გემრიელად იკვებება, ამასთან, საკვებზე გაწეული ხარჯები საგრძნობლად შემცირდება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

თქვენ დაკარგავთ მხოლოდ ერთ წუთს ამის წასაკითხად

თქვენ დაკარგავთ მხოლოდ ერთ წუთს ამის წასაკითხად…  ადამიანის სიცოცხლე კი შესაძლოა გადარჩეს ნეიროქირურგები ამბობენ, რომ თუკი 3 საათის განმავლობაში მიუსწრებენ ინსულტის მსხვერპლს, მაშინ ინსულტის შედეგები შესაძლოა ალაგდეს. ილეთი იმაში მდგომარეობს, რომ

Print Friendly, PDF & Email

საყვარელი მამაკაცი და მისი „ამფსონები“

ალბათ მიხვდით, რომ საუბარია ჩვენი ძვირფასი მეორე ნახევრის ასევე არანაკლებ ძვირფას ძმაკაცებზე. საერთოდ, არამგონია ერთი ქალი მაინც არსებობდეს დედამიწის ზურგზე, რომელსაც შეუძლია 24/7-ზე აიტანოს ფეხბურთომანია, გაუთავებელი წანწალი რესტორნებში და საერთოდაც

Print Friendly, PDF & Email

12 ჯადოსნური ფილმი, რომელიც საშობაოდ უნდა ნახოთ

ყველაზე კარგი საშუალება საახალწლო განწყობის შესაქმნელად ეს არის ფილმი, რომელიც მთლიანად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ამ დღესასწაულის მიმართ. თანაც, თუ თქვენ ფილმების მოყვარულიც ხართ დღეს სწორედ ის დროა, მთელი ოჯახი ერთად ჩაუჯდეთ

Print Friendly, PDF & Email

ინტერვიუ ფსიქოლოგ ინგა ბლესსთან

ფსიქოლოგები გვირჩევენ: იმისათვის, რომ გავიადვილოთ წარმატებისკენ მიმავალი გზა, საჭიროა ვიცნობდეთ რაც შეიძლება მეტ, ისეთ წარმატების ისტორიას, სადაც ადამიანებმა მიაღწიეს კონკრეტულ სფეროში იმას, რაც ჩვენთვის ჯერ მხოლოდ სამომავლო მიზანია.  წარმატების ისტორია

Print Friendly, PDF & Email

10 რამ, რაც 25 წლამდე უნდა გააცნობიეროთ

1.აღმოაჩინეთ თავიდან ვინ ხართ – თუ ჯერ კიდევ არ იცით რომ ხართ უნიკალური, თქვენ ხართ ერთადერთი ამ სამყაროში, რომლის ზუსტი ანალოგი არ არსებობს, თუ არ იცით რომ თქვენ უკვე ხართ

Print Friendly, PDF & Email

კრიტიკული, ანუ ჯანსაღი აზროვნება

თანამედროვე სამყაროში გაჩაღებულია ინფორმაციული ომი – ბრძოლა ჩვენი ტვინებისთვის. ამ შეტაკებაში მონაწილეობას იღებს ათასობით დაჯგუფება, თითოეული მათგანი საკუთარ პოზიციას იცავს. ასეთ პირობებში, ვალდებულნი ვართ გავარჩიოთ სიცრუე და რეალობა, მეგობრის კეთილი

Print Friendly, PDF & Email