რომელი ბიზნესის დაწყება შეიძლება თუ დიდი სასტარტო კაპიტალი არ გაქვთ?

რომელი ბიზნესის დაწყება შეიძლება თუ დიდი სასტარტო კაპიტალი არ გაქვთ?

ეს შეკითხვა ცოტა ხნის წინ, სადისკუსიო სერვისის Quora-ს მომხმარებლების მიერ განიხილებოდა. წარმოგდგენთ ყველაზე საინტერესო პასუხებს:

1) ჯერ იპოვეთ კლიენტები
ენდრიუ ბიორნეტ-ტომსონი, IT-კონსულტანტი
(დიდი ბრიტანეთი)

მე ვიცოდი პროგრამული კოდის დაწერა. თავისუფალ დროს (სამსახურის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ) მე ვწერდი პროგრამებს, რომლებსაც ახლა ონლაინში ყიდიან. იმის ნაცვლად, რომ რამე ახალი გამომეგონებინა, მე გადავწყვიტე გამეუმჯობესებინა ის, რაც უკვე არსებობდა. შემიძლია ვთქვა, რომ სტარტისას წარმატების 90% საჭიროა საკუთარი შრომით უზრუნველყო, ხოლო 10% — უნარებით.

2) დაიწყეთ მომსახურებებით
სანდიპ ჩაუტანი, Intel-ის თანამშრომელი (მიჩიგანი)

დაიწყეთ მომსახურებებით. არც კი იფიქროთ პროდუქტის გამოშვება – ის დიდ დროსა და ფულს მოითხოვს. ნუ იტყვით, რომ არანაირი უნარი არ გაგაჩნიათ: ძაღლებისა და ბავშვების მოვლასაც უნარი სჭირდება. საჭირო არ არის პროფესიონალობა იმისათვის, რომ თქვათ რა სპეციალური კვალიფიკაცია გაქვთ, ადამიანებთან ურთიერთობის ცოდნაც უნარია. მოძებნეთ თქვენი ძლიერი მხარე — ეს მნიშვნელოვანია. როცა მას იპოვით, მიხვდებით თუ რა ტიპის მომსახურების გაწევა შეგიძლიათ. ნუ შეეცდებით იყოთ ის, ვინც არ ხართ.

3) იყავით უფრო მარტივი
კლეიტონ ჰოკენბერი, ბიზნეს-მწვრთნელი

ჩემი პირველი ბიზნესი დაიწყო იმით, რომ დავდიოდი სხვადასხვა ადგილებში და დასაქმებას ვითხოვდი. 10 წლის ვიყავი, როცა ტროტუარების და მაღაზიების წინა ტერიტორიების დასუფთავება დავიწყე. მე მივდიოდი მაღაზიაში და ვთავაზობდი ტროტუარის დასუფთავებას. საბოლოოდ მე დაახლოებით რვა წერტილი მქონდა უკვე. ბევრი გამყიდველი სხვა სამუშაოსაც მავალებდა და დამატებითაც მიხდიდა — მაგალითად მანქანებს ვრეცხავდი. ძალიან მიმზიდველი ბიზნესი არ არის, მაგრამ იმაზე მეტს გამოვიმუშავებდი, ვიდრე დახარჯვა შემეძლო.

ჩემმა მეგობარმა საკვამური მილების გაწმენდა დაიწყო. ახლა ის წელიწადში $300 000 გამოიმუშავებს, რისი დახარჯვაც შეუძლია იმ ადამიანების დაქირავებაში, რომლებსაც მასზე მეტი ესმით მილების გაწმენდის საკითხში. ესეც ჭუჭყიანი სამუშაოა, მაგრამ მე მზად ვარ კიდევ ერთხელ ამოვიგანგლო მილიონის მეოთხედის მიღების სანაცვლოდ!

4) ისწავლეთ პროცესში
ალექსანდრ რივალ რონასი, Balanced Worlds-ის თამაშების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი

რთულია კომპანიისთვის იდეალური იდეის მოძებნა, თუ უარს ამბობთ იმაზე ფიქრზე, რისი გაკეთება შეგიძლიათ. ამის ნაცვლად, სჯობს იფიქროთ იმაზე თუ რისკენ მიგიწევთ გული – ასე ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. გრძელვადიან პერსპექტივაში ამას წარმატება მოაქვს: მუშაობთ და თავს ვერ გრძნობთ სამუშაოზე.

გადახედეთ მსოფლიოს წარმატებულ მეწარმეებს. ელონ მაქსს არ მოსვლია Space Travel-ის შექმნის იდეა იმაზე ფიქრში, თუ რისი გაკეთება არ შეუძლია. მან განსაზღვრა რისი გაკეთება უნდოდა და დაიწყო საკუთარი ოცნების რეალიზება.

5) მოემზადეთ სირთულეებისთვის
კრის მარკი, მარკეტინგული პლატფორმა Spokal-ის დამფუძნებელი

ფრილანსერების პორტალზე შესაძლებელია სამუშაოს ძიების განაცხადის გამოქვეყნება. თავიდან ნუ მოითხოვთ ბევრ ფულს და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ კლეინტები კმაყოფილები იყვნენ. დაიწყეთ პატარა პროექტებით, რათა მათ შესრულებას ასეულობით საათი არ დასჭირდეს. საქმის წარმატებით შესრულება გაზრდის საიტზე თქვენს რეიტინგს. რეპუტაციის ზრდასთან ერთად შეგიძლიათ მომსახურების ღირებულებაც გაზარდოთ. პლატფორმის გარეთ კლიენტების მოსაზიდად დაიწყეთ მათთან გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ეს ერთ-ერთი გზაა მილიარდი შესაძლებლობიდან. თავიდან არ ქმნით ბიზნესს, უბრალოდ ნახულობთ სამუშაოს თქვენთვის, რომელიც არ შეიცვლება მანამ, სანამ არ გადადგამთ შემდეგ ნაბიჯს — ანუ სანამ არ დაიწყებთ დამხმარეების დაქირავებას.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ საკუთარი ბიზნესის მართვა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩანს. სანამ ამას გააკეთებთ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: ხართ თუ არა მზად სირთულეების გადასატანად და საბრძოლველად? თუ თქვენ სირთულეების წინაშე უკან იხევთ, სჯობს ჩვეულებრივ, დაქირავებულ თანამშრომლად დარჩეთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like