რომან აბრამოვიჩი თავის თავსა და ბიზნესზე

რომან აბრამოვიჩი თავის თავსა და ბიზნესზე

  1. მთავარი ის კი არ არის ვის მიჰყიდი აქტივებს – კნუტი ხომ არ არის. აუცილებელი არ არის მაინცდამაინც კარგ ხელში მოხვდეს, მთავარია, რომ გადაგიხდიან – და მნიშვნელობა არა აქვს ვინ გააკეთებს ამას.
  2. მე მგონი, ის ადამიანი, რომელზეც საუბრობენ მასმედიაში, და მე–სულ სხვადასხვა ადამიანები ვართ. რომელი მათგანია უსკეთესი, ეს ჩემი განსასჯელი არ არის. მაგრამ ერთი რამ ცხადია: საუბარი ჩემზე არ არის .
  3. მე გახლდით ერთ–ერთი პირველი მეწარმე ქვეყანაში.
  4. მე არ ვყოფილვარ ბერეზოვსკის პროტეჟე, ის კი არ ყოფილა ჩემი უფროსი. მანცვიფრებდა მისი ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილი და ამის გამო პატივსაც კი ვცემდი მას, მაგრამ მე არ ვცდილობდი მიმებაძა მისთვის.
  5. ფულს არ შეუძლია ბედნიერების მოტანა. დამოუკიდებლობის – კი, გარკვეულწილად.
  6. სხვადასხვა მიზეზთა გამო, კერძოდ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან, არ მინდოდა წარმოვჩენილიყავი „სიბნავთობის“ ერთადერთ აქციონერად, თუმცა რეალურად ვიყავი მარტო მე. ბაზარზე დადიოდა ხმები, რომ ბერეზოვსკი „სიბნავთობის“ აქციონერია, და ჩვენ არასდროს არ გვიცდია უარგვეყო ეს. ამაშია „დაკრიშვის“ მთელი არსი – უნდა ჰგონებოდათ, რომ კომპანია ბერეზოვსკის მიეკუთვნება. ის გახლდათ ყინულმჭრელი, ყველა პრობლემის მომშორებელი, და ჩვენ ამის გამო მას ვუხდიდით.
  7. მე ყოვეთვის ვამბობ „ჩვენ“ იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ერთად ვმუშაობ, თითქმის არასოდეს ვამბობ „მე“.
  8. მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობებით ყველაფერი მიიღწევა.
  9. შვიდლერი – ჩემი მეგობარია, ის კარგად ერკვევა ფინანსებში. როცა მე მჭირდება მხარდაჭერა ყოველთვის ვთხოვ მას რჩევას. არასდროს გამიკეთებია დიდი შენაძენი, უძრავ ქონებას თუ არ ჩავთვლით, მისი რჩევის გარეშე.
  10. ჩვენ, კანონიერ საფუძვლებზე, ვამცირებდით გადასახადებს.
  11. როცა მე დავიწყე სოლიდური ფულის კეთება, რა თქმა უნდა მინდოდა დემონსტრირება: აი დაიწყო ახალი ცხოვრება, ჩვენ შეგვიძლია გადასახადების გადახდა, დეკლარირება, ჩვენ გახსნილები ვართ…. სანამ ერთმა ადამიანმა – გვარად ტარასოვმა, არ მოახდინა ამის დემონსტრირება: გადაიხადა ყველა გადასახადი, შეიტანა პარტიული საწევროები, ყველაფერი გააკეთა პატიოსნად, დიახ… და რა გგონიათ რა მოხდა?! ქვეყანაში ისეთი რამ დაიწყო! ყველა გაჰყვიროდა: „ეს სირცხვილია“, „ადამიანს არ შეუძლია ამდენის გამომუშავება“! შედეგად იგი ინგლისში გაფრინდა. ეს კარგად დავიმახსოვრე.

    შემდეგი ადამიანი, რომელმაც იგივეს დემონსტრირება მოახდინა – რომ ბიზნესი აქვს, რომ იხდის გადასახადებს და ა.შ.– ეს იყო ადამიანი გვარად ხადარკოვსკი. ეს გაკვეთილი მე კარგად გავიგე: სახალხოდ ილაპარაკო შენს ბიზნესზე – ეს კარგს არაფერს არ მოგიტანს, მხოლოდ მარტო პრობლემებს. ჩემი წესია: იჯექი ჩუმად და ცხვირს ნუ გამოჰყოფ.

  12. მე არასდროს მიცდია გამომეყენებინა ჩემი ბიზნესი, იმისათვის რომ გავლენა მომეხდინა სახელმწიფოზე.
  13. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩემს ბიზნესში მიმეღწია წარმატებისთვის, და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია დავკავდე საქველმოქმედო პროექტებით.
  14. ქველმოქმედება – ძალიან რთული რამაა. ძალიან მნიშვნელოვანია მოძებნო სფერო, რომელშიც შენ მართლაც დაეხმარები ვინმეს და იგრძნო ამის შედეგი. ეს იგივე არ არის, რაც მტრედების გამოკვებვა მოედანზე. ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროებს პროფესიონალურ მენეჯმენტს.
  15. „ОРТ“–ს აქციები(რუსეთის პირველი არხი) – ძალიან ფეთქებადი პროდუქტია. რომ მცოდნოდა რომ ვიღაცა მისი ყიდვის წინააღმდეგია ახლოსაც არ გავეკარებოდი.
    ფული ფეხბურთში თამაშობს მნიშვნელოვან როლს, მაგრამ გადამწყვეტს – არა.
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like