წარმატებული ადამიანი: როგორია ის?

წარმატებული ადამიანი: როგორია ის?

წარმატებული ადამიანები ყველგან და ყოველთვის გამორჩეულები არიან. თუ ქუჩაში გაივლით და დააკვირდებით, მასისგან ადვილად გამოყოფთ მათ, ვინც შეიძლება ეკუთვნოდეს წარმატებული ადამიანების რიცხვს. საქმე სულაც არ ეხება სამკაულებს, მანქანებს, სამოსს და საბანკო ანგარიშის რაოდენობას. წარმატებული ადამიანები ჩანან თავისთავად. ეს ქვეცნობიერ დონეზე იგრძნობა.

ალბათ თქვენც გაქვთ საკუთარი საზომი, რის მიხედვითაც აფასებთ წარმატებულ ადამიანებს. სინამდვილეში შეფასების ეს კრიტერიუმი არეულია და არ აქვს არანაირი მკვეთრი და კონკრეტული განსაზღვრება. ამიტომ, მოდი ერთხელ და სამუდამოდ განვსაზღვროთ ვინ არიან ისინი – წარმატებული ადამიანები?

მაშ ასე:

1. წარმატებული ადამიანები საკუთარ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. გაიხსენეთ სოფი ლორენი, მადონა და ბევრი სხვა. ყველა მათგანი რეალურ ასაკთან შედარებით 10 და უფრო მეტი წლით ახალგაზრდულად გამოიყურება. რაც უფრო ემატებათ წლები, უფრო შესამჩნევი ხდება ეს სხვაობა.

2. ისინი ენერგიულები და მხიარულები არიან ნებისმიერ ასაკში.

3. წარმატებული ადამიანები არ არიან ჩაციკლული თავიანთ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე. მაგრამ დიდ დროს უთმობენ ცხოვრებისეული ტონუსის შენარჩუნებას.

4. ისინი სხვებზე დიდხანს მუშაობენ და საუკეთესო შედეგებს აღწევენ. მაგალითად, მილიარდერი დონალდ ტრამპი ღამის 1 საათზე წვება და დილის 5-ზე დგება.

5. წარმატებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია თვითკონტროლი და თავდაჯერებულობა, რაც ყველაფერში ვლინდება – გამოხედვაში, სიარულში, ხმაში, გადაწყვეტილებების მიღებაში.

6. წარმატებული ადამიანები ოპტიმისტურად უყურებენ ცხოვრებას. პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ ამასთან ღიმილის შენარჩუნების ცოდნა, სწორედ წარმატებული ადამიანების დამახასიათებელია.

7. ისინი დაკავებული არიან საყვარელი საქმიანობით და უყვართ ის, რასაც აკეთებენ. დილით სიხარულით მიდიან სამსახურში, ხოლო საღამოს იგივე გრძნობით ბრუნდებიან სახლში.

8. წარმატებულ ადამიანებს ჰყავთ ოჯახი და მინიმუმ 2 შვილი.

9. ისინი ფინანსურად წარმატებულები არიან და ეხმარებიან სხვებსაც.

10. წარმატებულ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა და დიდ, რთულად მიღწევად მიზნებს ისახავენ, რომელთა მიღწევაშიც ხარჯავენ მთელ თავიანთ რესურსს.

11. წარმატებული ადამიანი ბედნიერია იმით, რაც მოცემულ მომენტში გააჩნია. თუმცა არ ჩერდება მიღწეულზე, რადგან იცის, რომ ყველაფერი საუკეთესო წინ არის.

12. მათ შეუძლიათ საკუთარი შიშის გაკონტროლება და მანამ მოქმედებენ, სანამ რეზულტატს არ მიაღწევენ.

13. წარმატებული ადამიანები მობილიზებულნი არიან პრობლემის გადაჭრაზე და არა პრობლემაზე.

14. მათ სჯერათ საკუთარი თავის და ძალების, იციან, რომ უმართლებს მას, ვინც თავად ამართლებს. წარმატება არსებობს, მაგრამ რეალურად წარმატებული რომ გახდე საჭიროა მოქმედება.

15. წარმატებული ადამიანები არ ელოდებიან შესაფერის შესაძლებლობებს და თავად ქმნიან მათ.

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ წარმატებულ ადამიანს ყველაზე კარგად შემდეგი გამონათქვამი შეეფერება: იმარჯვებს ის, ვინც იმაზე მეტჯერ დგება, რამდენჯერაც ეცემა.

იმედი გვაქვს თქვენი წარმოდგენა ჩამოყალიბდა და ახლა უკვე ნამდვილად იცით როგორ გახდნენ ადამიანები წარმატებულები. თქვენ გაქვთ საკუთარი კრიტერიუმები, რომლებიც გავლენას ახდენს იმაზე, რამდენად გრძნობთ საკუთარ თავს წარმატებულ ადამიანად. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ჩვენს მიერ შექმნილი წარმატებული ადამიანის სახე თქვენი კრიტერიუმებით და მიიღოთ სრულყოფილი პორტრეტი, როგორიც გსურთ რომ იყოთ. გახსოვდეთ, წარმატებული ადამიანები, ბედნიერი ადამიანები არიან.

ჩვენი რჩევების გათვალისწინება აუცილებლად დაგეხმარებათ წარმატების გზაზე.
ისღა დაგრჩენიათ არ გადადოთ და დღესვე დაიწყოთ მოქმედება.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ