როგორი გზა ელოდება ახალბედას ბიზნესში – 4 მთავარი ეტაპი

როგორი გზა ელოდება ახალბედას ბიზნესში – 4 მთავარი ეტაპი

ალექსანდრე პერევეზენცევი – საერთაშორისო, სერთიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, ქოუჩი.  როგორი გზა ელოდება ახალბედას ბიზნესში. 4 ეტაპი, ბიზნესმენად ჩამოყალიბებისას.

ნებისმიერს შეუძლია გახდეს ნებისმიერი.

ერთხელ ვინსტონ ჩერჩილმა თქვა:
– ჭკვიანი ადამიანები, ყველა შეცდომას არ უშვებენ თვითონ, ისინი უფლებას აძლევენ, რომ სხვებმა დაუშვან შეცდომები.”

დღეს მინდა გელაპარაკო, როგორი გზა გელოდება ბიზნესში. რა შეცდომები შეგიძლია აირიდო თავიდან და როგორ მოიქცე ისე, რომ ეს გზა იყოს რაც შეიძლება მოკლე, შენი წარმატებისთვის.

ახალბედების უმეტესობა, რომლებიც ამ ბიზნესში მოდიან, გადიან განვითარების 4 ეტაპს, რა თქმა უნდა თუ ეყოთ ნებისყოფა და მიაღწიეს ყველაზე წარმატებულ მე-4 ეტაპამდე.

(პირველი ეტაპი:)

– თუ ახალბედა ხარ, შენ გადიხარ განვითარების პირველ ეტაპს ბიზნესში, ყოველ შემთხვევაში პირველი ეტაპი არის, როდესაც ანთიხარ მთელი სიძლიერით, როდესაც ფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი გეტყვის ”კი”-ს, როდესაც ფიქრობ, რომ ყველა დათანხმდება შენს ბიზნეს შეთავაზებას, იყიდიან შენს პროდუქტს ან მომსახურებას, იმიტომ, რომ ეს ყველაზე საუკეთესოა, რაც დედამიწაზე არსებობს. სინამდვილეში პირიქით ხდება, ადამიანები უარს გეუბნებიან და ნეტა რატომ? სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა:

1. შენ არ იცი საუბარი. ახალბედებმა საერთოდ ხშირად არ იციან საუბარი, ერთი უბრალო მიზეზის გამო, ჩვენ არ გვასწავლიან არც სკოლაში, არც ინსტიტუტში, არც სამსახურში, ჩვენ არ გვასწავლიან მოლაპარაკებებს, არ გვასწავლიან გაყიდვებს და ჩვენ ვიღებთ უარს უარზე, იმიტომ რომ არ გვაქვს უნარები.

2. ხშირად იმიტომ იღებ უარს, რომ ზედმეტად აღზნებული ხარ და რაც უფრო მეტად ანთებული ხარ, რაც უფრო მეტად გინდა, რომ მიიღო რაღაც ცხოვრებისგან, მით მეტი შანსია, რომ არაფერი გამოგივა და პირიქით, რაც უფრო მშვიდად და გულგრილად ხარ განწყობილი რამის მიმართ, მით მეტი შანსია, რომ ყველაფერი გამოგივიდეს და ყველაფერი მოხდეს. ჩვენ ყველა ვიყავით ბავშვები, უფრო მოზარდები, მოდი ამ ასაკზე ვისაუბროთ, როდესაც მოზარდები ვიყავით, ყველა ვოცნებობდით სიყვარულზე, ჩვენ ვოცნებობდით, რომ რომელიმე საღამოს, დღესასწაულზე, დისკოტეკაზე ან რომელიმე საზეიმო დღეს, ჩვენ გავიცნობდით იმ ყველაზე შესანიშნავ, კარგ ადამიანს, გვექნებოდა ყველაზე დიდი სიყვარული დედამიწის ზურგზე და როგორც კი ასე დავიწყებდით ფიქრს, რომელიმე დღესასწაულზე მჯდომები, სწორედ მაშინ არ ხდებოდა არაფერი და რა თქმა უნდა ის ადამიანიც არ შეგვხვედრია, პირიქით, რაც ნაკლებად ვფიქრობდით, ნაკლებად განვიცდიდით და აღმოვჩნდებოდით რომელიმე გასართობ ადგილას ან სიტუაციაში, როგორც გვეგონა სრულიად შემთხვევით, სწორედ მაშინ ვპოულობდით ისეთ ადამიანს, რომელსაც ასე დიდხანს ვეძებდით. შემთხვევითობა შემთხვევითი არაა, საჭიროა მიუშვა სიტუაცია. რაც უფრო მშვიდი დამოკიდებულება გექნება საბოლოო შედეგზე და მეტად ჩაუღრმავდები თვით პროცესს, მით მეტი შანსია, რომ ადამიანებმა გითხრან კი და აი მაშინ მიხვალ უკვე მეორე ეტაპთან.

(მეორე ეტაპი:)

– და აი უამრავი უარი, რომელიც პირველ ეტაპზე მიიღე, ცვლის შენს პოზიტიურ განწყობას ნეგატიურით, შენ უკვე წინასწარ ელოდები, რომ შეგეწინააღმდეგებიან და ზუსტად ისეთ წინააღმდეგობებს ღებულობ როგორზეც ფიქრობ.

შენ უკვე წინასწარ ელოდები, რომ უარს გეტყვიან, ადამიანები გეტყვიან არას. ამასთან ერთად შენი ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები, რომლებსაც შენ ძალიან უყვარხარ, იწყებენ საუბარს, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რომ არაფერი გამოგივა, რომ ეს ბიზნესი არ არის, რომ ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასაქმდე სადმე, მაგრამ შენი ყველაზე დიდი მტერი, შენივე ეჭვებია, ეს შენი ფიქრებია, რომლებიც გჭამენ შიგნიდან, შენ უფრო ხშირად და ხშირად ფიქრობ, რომ ყველაფერს თავი დაანებო და წახვიდე, მაგრამ სად წახვიდე, რითი დაკავდე ცხოვრებაში არ იცი და ამიტომ აგრძელებ მუშაობას, მაგრამ შენი ნეგატიური განწყობა, შენი ყველაზე საშინელი ფიქრები – გამომივა – არ გამომივა, გჭამენ შიგნიდან და ხანდახან გინდება, რომ გაჩერდე, ხელები ჩამოყარო და წახვიდე! საერთოდ წახვიდე!

(მესამე ეტაპი:)

– როდესაც შენ დგახარ ყველაზე ბოლო ზღვარზე და თითქმის მზად ხარ, რომ დაანებო ყველაფერს თავი, შენ მხოლოდ ერთი რამ გაჩერებს, ეს შენი ოცნებებია, ის რისთვისაც დგავდი ნაბიჯებს, რისთვისაც იწყებდი ამ ბიზნესს და რაც ყველაზე მთავარია, არა მხოლოდ ოცნებები, არამედ ფიქრი იმაზე, რა მოხდება თუ ადგები და ყველაფერს დაანებებ თავს.

შენ ბრუნდები უკან სამსახურში, ყოველ დღე დგები მაღვიძარას ხმაზე, რომელსაც უკვე ვეღარ იტან, ყველაფერი თავის წრეს უბრუნდება და… ცხოვრება მოკლეა, ის მალე გაივლის და იმისათვის რომ რაღაც შეიცვალოს, რაღაც უნდა შეცვალო. შენ იღლები განცდებისგან, იღლები იმაზე ფიქრით გამოგივა თუ არა და იწყებ უბრალოდ მოქმედებას, შენ მიყვები ნაბიჯ-ნაბიჯ დაუფიქრებლად.

და შენ დგავ ნაბიჯს-ნაბიჯზე შედეგზე ფიქრის გარეშე, აღარ ფიქრობ გამოგივა თუ არა, ტკბები პროცესით, შენ დაიღალე ფიქრით პოზიტივზე და ნეგატივზე, ახლა უბრალოდ მუშაობ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შენში ამ მუშაობის მანძილზე ჩამოყალიბდა პროფესიონალიზმი, ახლა უკეთ გამოგდის, უფრო ხშირად გამოგდის, შენ ნელ-ნელა იძენ თავდაჯერებულობას და იწყებ უფრო პროფესიონალურად მოქმედებას.

(მეოთხე ეტაპი:)

აი მეოთხე ეტაპზე, როდესაც შენ უკვე პროფესიონალი ხარ, ყველაფერი ისე გამოგდის, როგორც ჩაიფიქრებ, როდესაც შემთხვევების უმრავლესობა შემთხვევითი კი არა, არამედ დეტალურად გათვლილი გეგმებია, ხვდები უკვე გამოგივა თუ არა, აცნობიერებ რა რითი დამთავრდება, შენი ყველა ნაბიჯი გათვლილი და პროფესიონალურია, ცხოვრობ ისე, როგორც მოგინდება, ამაზე ხომ ყველა ოცნებობს, მაგრამ ამ ოთხ ეტაპს ყველა ვერ გაივლის, უმეტესობა ნებდება პირველივე ეტაპებზე, ისე რომ ვერც კი იაზრებენ მარტივ ფიქრებსაც კი, რომ უბრალოდ მოთმინებაა საჭირო.

დაიმახსოვრე, რომ -„შეუძლებელია“- ეს სულელების სიტყვაა. ყველაფერი შესაძლებელია. არ არსებობს არარეალური მიზნები, არსებობს არარეალური ვადები. არ არსებობენ წარუმატებლები, არსებობენ მოუთმენლები, წინ იარე ყოველ დღე, მასა ნელ-ნელა შემოსავლად გადაიქცევა, რაც მეტს აკეთებ, მით მეტი ალბათობაა, რომ გამოგივა. დროთა განმავლობაში შენ გახდები პროფესიონალი და მიაღწევ ისეთ შედეგებს, რომელზეც დღეს არც კი გიოცნებია. დაიმახსოვრე ეს, მუდმივად იარე წინ და იყავი წარმატებული.”

 

თარგმანი: გიორგი მინდორაშვილი

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გადავიდა მთელი ქალაქი მზის ენერგიაზე და უარი თქვა ბენზინზე

იაპონიაში ააშენეს ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი მსოფლიოში. იქ არსებული ყველა სახლი იყენებს მზის ენერგიას, წყლის ხარჯი შემცირებულია 30%-ით, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტად იყენებენ ელექტრომობილებს და ველოსიპედებს. ცოტა ხნის წინ შედგა «ჭკვიანი ქალაქის»

Print Friendly, PDF & Email

რატომ არ ღირს ყოველთვის ბედნიერების გაზიარება

სიხარული ეს არის ენერგია, რომელიც გვავსებს და აღტკინებულებს გვსურს ყველას გავუზიაროთ – უმჯობესია მთელს სამყაროს. ამ დროს კი  ველოდებით შესაბამის რეაქციას… და თუ არ ვიღებთ …თამამად ვამბობთ, რომ ის ნამდვილი

Print Friendly, PDF & Email

რით შეიძლება თანამშრომლების შთაგონება

1. მიესალმეთ თანამშრომლებს, როცა გვერდით ჩაუვლით და მიმართეთ სახელით (ისწავლეთ მათი სახელები, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ). 2. დაწერეთ «მადლობა», «ყოჩაღ» ან რამე მსგავსი და დატოვეთ მათ მაგიდებზე. 3. დააჯილდოვეთ

Print Friendly, PDF & Email

10 პროდუქტი, რომელიც ტვინს მუშაობას აიძულებს

1. სალბი უძველესი დროიდან სალბს იყენებდნენ მეხსიერების გასაუმჯობესებლად. მის შემადგენლობაში შედის ლინალოოლი, პინენი, ჭიანჭველამჟავა და კიდევ ათეულობით სასარგებლო ნივთიერება, რომლებიც სასარგებლოა ტვინის მუშაობისთვის. სალბი შველის თავის ტკივილსაც – მაგალითად, თუ

Print Friendly, PDF & Email

დედა ტერეზას ცხოვრებისეული შეგონებები

1. ცხოვრება – არის შესაძლებლობა, გამოიყენეთ ის. 2. ცხოვრება – არის სილამაზე, აღფრთოვანდით მისით. 3. ცხოვრება – არის ნეტარება, დააგემოვნეთ ის. 4. ცხოვრება – არის ოცნება, განახორციელეთ ის. 5. ცხოვრება

Print Friendly, PDF & Email

წარმატების ისტორია მოტივაციისთვის

ერთხელ ერთი ბიზნესმენი სკვერში სკამზე იჯდა და თავჩახრილი თავის მეტად რთულ სიტუაციაზე ფიქრობდა. მას ვალები ახრჩობდა, ბანკი ყოველ დღე აკითხავდა, მომწოდებლებიც თავისას ითხოვდნენ…. იჯდა და ფიქრობდა შეეძლო თუ არა ამოეყვანა

Print Friendly, PDF & Email