როგორი ადამიანები უნდა დავაფასოთ ცხოვრებაში?

როგორი ადამიანები უნდა დავაფასოთ ცხოვრებაში?

…მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის…და მოხდება ისე, რომ იტყვი: მანამდე და მის შემდეგ…

მხოლოდ მას უამბობ იმ ყველაფერს რაც ჯერ არავისთვის გითქვამს, მას კი სულ უფრო და უფრო მეტად ენდომება გაიცნოს შენი სულის ყველა ნაწილი… სწორედ მას გაუზიარებ შენს ოცნებებს, რომლებიც შესაძლოა არც არასოდეს ახდეს, მიზნებს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა და იმედგაცრუებებს, რომელიც ცხოვრებაში შეგხვდა…ყოველი დღის ბოლოს მოუთმენლად დაელოდები დროს, როდესაც შეგეძლება უამბო ყველაფერი, რადგანაც იცი, რომ იგი შენსას გაიზიარებს, შენ კი მისას ….მასთან იქნები ისეთი, როგორც ყოველთვის გინოდა ყოფილიყავი…. და არ შეგეშნდება არცერთი სისულელის თქმა

როცა იცი, რომ ის არასოდეს შეეხება მტკივნეულად შენს გრძნობებს და არ გაგრძნობინებს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ… იგი შეგავსებს და გაჩვენებს შენს თავს მთელი მისი განსაკუთრებულობითა და მშვენიერებით.
და არ არსებობს არანაირი სტრესი, დეპრესია და მწუხარება, როდესაც ის შენს გვერდითაა და შეგიძლია თამამად იყო ვინც ხარ, იმიტომ რომ მას სწორედ ასეთი უყვარხარ… და ამის შემდეგ ხდები უფრო ბავშვური, ფერებიც უფრო ნათელი და სუფთაა. სიცილი შენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება და მისი ხმის გაგონება გეხმარება გაიადვილო ყოველდღიური, არც ისე მარტივი ცხოვრება და მაინც გულიდან გაიღიმო.

მასთან ყოფნისას არ არის საჭირო მუდმივად ისაუბრო, მაგრამ შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენი სიჩუმე მისი სიახლოვის დამსახურებაა. საგნები, რომლებიც არ გაინტერესებდა შენთვის მეტად ახლო და მიმზიდველი ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მისთვისაა საინტერესო. შენ გულის კარებს აღებ და აღმოაჩენ, რომ იყო ასეთი საუკეთესო, ერთადერთი გზაა იგრძნო ნამდვილი სიამოვნება, რომელიც ისეთი რეალურია, რომ გაშინებს კიდეც. იპოვნი ასეთ ადამიანს და აღმოაჩენ ნამდვილ მეგობარს შენს გვერდით და სულს, რომელიც შენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია. სიცოცხლე სრულიად განხვავებული გეჩვენება – გასაოცარი და ღირებული და შენი ერთადერთი იმედი ხდება ის, რომ იგი შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

მაგრამ ეს განა იმას ნიშნავს, რომ მისგან არაფერი გეწყინება? არა! მოხდება ეს, თანაც ბევრჯერ… ტკივილსაც გაუსაძლისად იგრძნობ, მაგრამ ამ ადამიანს მეტად შეაფასებ, ვიდრე საკუთარ სიბრაზეს. გულისთქმის ნაბიჯებს უფრო მეტჯერ გაჰყვები, ვიდრე წყენას და ამას არასდროს ინანებ… ინანებ მხოლოდ მის დაკარგვას, უყურადღებობას და დაუნახაობას… სიჯიუტე ხომ მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როცა ჯიუტად უარს იტყვი შენს სიჯიუტეზე და ღმერთსაც გამოადგები და ადამიანსაც…

ზამთარი მოვა და მზეც თანდათან ძალას დაკარგავს, მაგრამ შენ არ შეგეშინდება… შენს გვერდით მყოფი, მზეზე მეტი იქნება და ის ყოველთვის გაგათბობს, თუ შეამჩნიე…და თუ ვერ დაინახავ, მზე მაინც გაანათებს, ოღონდ მას, ვისაც დანახვა შეეძლება… დანახვა ბურუსშიც…

და მჯერა, მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის…და ცხოვრება გაიყოფა ორ ეტაპად, მანამდე და მის შემდეგ…

თუმცა ისიც ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ადამიანს, რომელსაც უყვარხართ ყველაფრის და მიუხედავად შეუძლია თქვენი მიტოვება. მიგატოვებთ მაშინვე, როცა მიხვდება, რომ თქვენთვის ის გაცილებით ცოტას ნიშნავს, ვიდრე თქვენ მისთვის. ის არაფერს გეტყვით, არაფერში დაგადანაშაულებთ, თქვენ ეჭვიც კი არ გაგიჩნდებათ… თუ რატომ… რისთვის…?
შეუძლებელია მოსთხოვო ან თუნდაც სთხოვო საპასუხო გრძნობები ვინმეს, ეს სისულელე და აბსურდი იქნება…ის წავა ჩუმად, წყნარად… და ყველზე ცუდი რაც არის — მოულოდნელად…! ისე, რომ ის არასოდეს დაბრუნდება უკან, წარსულში….

ასე, რომ დააფასეთ ის ვინც თქვენ გვერდითაა და ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისათვის. იყო ეს ეპიზოდური, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან ერთი ადამიანიც კი არ ხვდება მეორეს ცხოვრებაში შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი თ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 69 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ