როგორები არიან ბედნიერი ადამიანები

როგორები არიან ბედნიერი ადამიანები

1. ისინი ანვითარებენ აღდგენით შესაძლებლობას
ფსიქოლოგები თვლიან, რომ სწორედ აღდგენითი შესაძლელობები არის დეპრესიის ანტონიმი და არა ბედნიერება. ბედნიერმა ადამიანებმა იციან, როგორ გამოვიდნენ რთული მდგომარეობიდან. ეს შესაძლებლობა არის ერთგვარი იარაღი გარდაუვალი სირთულეების წინააღმდეგ, რაც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება. იაპონური ანდაზა ამბობს: „დაეცი შვიდჯერ, ადექი რვაჯერ“.

2. ისინი აფასებენ მარტივ სიამოვნებას
სკვერში ნაყინის ჭამა, ძაღლთან თამაში, ცისარტყელის დანახვა და შეგრძნება – ბედნიერი ადამიანები ძალიან აფასებენ ასეთ მარტივ სიამოვნებას, რაც თავისთავად ჩნდება და სხვებისთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ბედნიერების პოვნა წვრილმანებში და მადლიერების გრძნობა ყველაფრის მიმართ, რაც ადამიანს აქვს, პირდაპირ კავშირშია სიხარულის განცდასთან.

3. ისინი თავისი დროის ნაწილს უთმობენ გაცემას
პოზიტიური ადამიანები თავისი დროის ნაწილს ხარჯავენ სიკეთის კეთებისთვის, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდებათ მათ და მოუტანთ რაიმე კარგს ცხოვრებაში. მოხალისედ მუშაობა ან უბრალოდ უანგაროდ რაიმეს კეთება საუკეთესოდ აისახება როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ასეთ ადამიანებს დეპრესია იშვიათად ემართებათ.

4. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ადამიანებთან აზრიან ურთიერთობას ვიდრე ჭორაობას
არაფერია ცუდი იმაში, რომ ადამიანებთან რამოდენიმე მარტივი წინადადებ გაცვალოთ. მაგრამ სერიოზული თემების განიხილვა საუკეთესო პრაქტიკაა იმისათვის, რომ ბედნიერების და სიცოცხლის შეგრძნება გაგიჩნდეთ. ასეთ ურთიერთობას მოაქვს კმაყოფილების გრძნობა.

5. ისინი ფულს ხარჯავენ სხვებისთვის
ფულს შეუძლია ბედნიერების ყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სხვა ადამიანებისთვისაც დახარჯავთ. გაცემა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მიღება.

6. მათ შეუძლიათ მოსმენა
როცა უსმენთ, თქვენ იხსნებით ახალი ცოდნისთვის. მოსმენისას თქვენ აჩვენებთ ადამიანებს თვითდაჯერებულობას და მათდამი პატივისცემას. ადამიანებს არ შეუძლიათ გულგრილი დარჩნენ ამ ფაქტის წინაშე, ისინი დადებითი გრძნობით განეწყობიან თქვენს მიმართ, რაც თქვენ ბედნიერების შეგრძნებას განიჭებთ. მოსმენის ცოდნა – არის უნარი, რომელიც ამყარებს ურთიერთობებს.

7. ისინი ხელს უწყობენ კავშირებს
არც მოკლე ტექტური შეტყობინება, არც ზარი და წერილი სოც-ქსელში – არამედ მეგობართან შეხვედრა. ნებისმიერ ადამიანს სჭირდება თანამონაწილეობის გრძნობა, ამისათვის კი საჭიროა პირადი ურთიერთობა, და არა ონლაინში. სოციალური ქსელები საშუალებას არ იძლევა ადამიანს შევეხოთ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ბედნიერებისთვის. ეს დამტკიცებულია.

8. ისინი ხედავენ დადებით მხარეს
ოპტიმიზმი დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე: ნაკლები სტრესი – ნაკლები გულისტკივილია. თუ თქვენ ირჩევთ მიზანმიმართულად კარგის ძიებას ყველაფერში, მაშინ თქვენ ირჩევთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

9. ისინი გარშემო იკრებენ ბედნიერ ადამიანებს
ბედნიერება გადამდებია. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც გარემოცულია ბედნიერი ადამიანებით, თავადაც ბედნიერები იქნებიან. ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ შეამციროთ წარუმატებელი ადამიანების რიცხვი თქვენს გარშემო და გაზარდოთ ბედნიერი ადამიანების რაოდენობა.

10. ისინი იცინიან და იღიმიანმაშინაც კი, თუ თქვენ თავს მხიარულად ვერ გრძნობთ, იფიქრეთ რიამე კარგზე და გაიღიმეთ. მთავარია ეს მოჩვენებითი არ იყოს. თუ თქვენ გაიღიმებთ და ამავდროულად ცუდზე იფიქრებთ ცუდად გახდებით. სიცილი ახდენს სწორი ჰორმონების პროვოცირებას ტვინში, რომლებიც საშუალებას გაძლევთ თავი უფრო ბედნიერად იგრძნოთ.

11. ისინი აფასებენ კარგ მუსიკასმუსიკაში ისეთი ძალაა, რომელსაც შეუძლია გაუტოლდეს მასაჟს. შესაფერისი მუსიკის შერჩევა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთ-ერთ კვლევში ადამიანებს სთხოვდნენ ფოტოების მიხედვით განესაზღვრათ მათზე ასახული ადამიანები ბედნიერები იყვნენ თუ არა. ხშირ შემთხვევაში მათი პასუხი განისაზღვრებოდა მუსიკის განწყობით, რომელსაც ისინი ფოტოების დათვალიერების დროს უსმენდნენ. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მოუსმინოთ ხალისიან მუსიკას.

12. ისინი ვარჯიშობენ
ფიზიკური დატვირთვა ადამიანს აძლევს ენდორფინს, რომელიც ბედნიერების გრძნობას იწვევს. ვარჯიში ამსუბუქებს დეპრესიის სიმპტომებს, შფოთვას, დაძაბულობას და ეს ტვინში მიმდინრე ქიმიური რეაქციით ხდება. ყველაფერ ამასთან ვარჯიში საშუალებას იძლევა დააფასოთ საკუთარი სხეული და გიყვარდეთ ის, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია კარგი განწყობისთვის.

13. მადლიერება, თანაგრძნობა და კეთილშობილება
2009 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათ აქვთ მიზანი და მაღალი დანიშნულება ცხოვრებაში იყვნენ იმ თანატოლებთან შედარებით უფრო ბედნიერები, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ. მთავარია ადამიანს ჰქონდეს საყრდენი, რომელიც აწესრიგებს ცხოვრებას, სულიერად უფრო მდიდარს ხდის და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფერების ფსიქოლოგია

ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ რამდენიმე ძირითადი ფერის შესახებ, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მათ, როგორია იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვინც მათ ანიჭებს უპირატესობას და როგორი არიან ისინი, ვისაც რომელიღაც კონკრეტული ფერისადმი

Print Friendly, PDF & Email

6 სასარგებლო ჩვევა, რომელიც გაგიაქტიურებთ ფსიქოლოგიურ გამძლეობას

დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ადამიანებად თავისუფლად შეიძლება დავასახელოთ «ზღვის კატები» — აშშ-ს სამხედრო-საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმი. ჟურნალისტმა ნიკოლას კოულმა შეაგროვა რჩევები, რომლებიც ეხმარება სამხედროებს თავი გაართვან მძიმე რეჟიმს. B2P.GE გთავაზობთ სტატიის

Print Friendly, PDF & Email

რჩევები თვითგანვითარებისთვის | მარტივი ნაბიჯები დიდი მიზნებისკენ

1. იძინეთ ნაკლები. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალია, რომლის ჩადებაც შეგიძლიათ იმაში, რომ თქვენი ცხოვრება უფრო პროდუქტიული და ღირსეული იყოს. ადამიაენბის უმრავლესობას 6 საათზე მეტი ძილი არ სჭირდება იმისათვის, რომ

Print Friendly, PDF & Email

14 რამ, რაც უმჯობესია გაიგო სანამ ახალგაზრდა ხარ

1. პარეტოს პრინციპი. წესი 20/80. თქვენი ქმედებების მხოლოდ 20%-ს მოაქვს შემოსავლის ძირითადი ნაწილი. ბევრი რამ რაც მნიშვნელოვნად გვეჩვენება დროის ტყუილად კარგვაა. 2. პარკინსონის კანონი. ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის რაც ესაჭიროება

Print Friendly, PDF & Email

13 რამ, რასაც მორალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ

ძლიერ ადამიანებს ჯანსაღი ჩვევები აქვთ. ისინი ახერხებენ საკუთარი ემოციების, აზრებისა და ქცევების მართვას, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. ვნახოთ, რას არ აკეთებენ ძლიერი ადამინები და იქნებ ჩვენც მოვახერხოთ ოდნავ უფრო

Print Friendly, PDF & Email

7 ფსიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმი

ნებისმიერი ადამიანის შინაგანი კონფლიქტის მიზეზი, ძირითადად, სექსუალური და აგრესიული იმპულსები და დაძაბულობაა. ჩვეულებრივ ეს კონფლიქტები მცირე დროში თავისთავად გვარდება ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ ასე არ ხდება. ჩვენი შინაგანი (ინტერნალური) კონფლიქტები შეიძლება,

Print Friendly, PDF & Email