როგორ “წავიკითხოთ” ყველაზე ჩაკეტილი ადამიანები
1428 Views

როგორ “წავიკითხოთ” ყველაზე ჩაკეტილი ადამიანები

ამის ცოდნა ყველას გამოადგება, ვისაც ურთიერთობა აქვს სხვა ადამიანებთან. უცხო ადამიანების “წაკითხვა” დაგეხმარებათ იმ ჩვევების გამომუშავებაში, რაც საჭიროა გარშემომყოფებთან ურთიერთობის დასალაგებლად.

ადამიანების სულიერი ამოცნობის პროფესიონალები, მაგალითად საიდუმლო სამსახურების ვეტერანები, ამტკიცებენ, რომ ურთიერთობის პროცესში ვერცერთი ადამიანი ვერ დარცება «გადაუშლელ წიგნად».

ადრე თუ გვიან რაღაც აიძულებს გადაფურცვლას და თქვენ მეტნაკლებად შეძლებთ წაიკითხოთ და შესაბამისად გაარკვიოთ რა ხდება ამ ადამიანში. აი როგორ რჩევებს გვაძლევენ ისინი, ვისთვისაც საიდუმლოების ამოხსნა – პროფესიული საქმიანობის ობიექტია.

განსაზღვრეთ ნორმა
ადამიანებს აქვთ ქცევის სხვადასხვა მოდელი. მაგალითად, საუბრის დროს ზოგიერთი ადამიანი კისერს იფხანს, ზოგი იატაკს უყურებს, ხლებს იმტვრევს, თავს იფხანს, თმას ისწორებს, თვალებს ახამხამებს, ფეხებს აქნევს და ა.შ. ზოგადად ამას ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, რადგან ყურადღებას არ ვამახვილებთ ხოლმე, და თუ ვამჩნევთ, მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. არადა საყურადღებოა, რომ მსგავსი ქცევა ადამიანებმა შეიძლება გამოვლინონ სხვადასხვა მიზეზების გამო. შესაძლოა ეს უბრალოდ ჩვევა იყოს, შესაძლოა ნევროზულობის ან აგრესიულობის ინდიკატორი. წარმოსახვით შექმენით იმ ადამიანების პროფილი, რომლებთანაც ურთიერთბა გაქვთ და ჩასვით მასში მისთვის ჩვეული ქცევის დეტალები და ჩვევები, რომლებიც პირობითად ამ ადამიანის ნორმად შეიძლება ჩაითვალოს.

დააფიქსირეთ გადახრები, ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ დეტალს.
მაგალითად, თქვენს პარტნიორს ჩვევად აქვს საუბრის დაწყების წინ ყელის მოფხანა, თუმცა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, როცა მისი ახალი ინიციატივები განიხილებოდა, ამას უფრო ხშირად აკეთებდა. ამას ყურადღება ნამდვილად უნდა მიაქციოთ და პარტნიორს იმაზე მეტი შეკითხვა დაუსვათ, ვიდრე ჩვეულბრივ უსვამდით ხოლმე.

ყურადღება მიაქციეთ ესტების ჯგუფს, ზოგჯერ ერთმაგი ჟესტი არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ თუ ის კომბინირებულია სხვებთან, მაშინ ეს მიანიშნებს მოსაუბრის განსაკუთრებულ მდგომარეობაში ყოფნაზე ან მის ფარულ ზრახვებზე. დავუბრუნდეთ პარტნიორის მაგალითს, როგორც ვთქვით, ჩვეულებრივ ის საუბრის წინ ყელს იფხანდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე კი ამ ჟესტს დაემატა თავის ფხანა და ფეხის ქნევაც – ნუ ჩათვლით ამას უმნიშვნელო მოვლენად და გააორმაგეთ სიფთხილე.

შეადარეთ და დაუპირისპირეთ
მაშ ასე, თქვენ შეამჩნიეთ, რომ ვიღაც განსხვავებულად მოქმედებს. ერთი საფეხურით ზემოთ აიწიეთ, რომ დაინახოთ სხვებთანაც იგივენაირად იქცევა ეს ადამიანი, თუ მხოლოდ თქვენთან არის ასე. დააკვირდით მის ქცევას სხვების გარემოცვაში. როგორ უჭირავს თავი, როგორ იცვლება მისი სახის მიმიკა და სხულის ენა? – ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ბევრ რამეში გაგარკვევთ.

არ დაგავიწყდეთ სარკე
ადამიანის ტვინში არის სარკისებური ნეირონების მსგავსი ნაწილაკები, რომლებიც ასახავენ სხვა ადამიანების მდგომარეობას. თქვენ მდუმარედ ახდენთ თანამოსაუბრის სხეულის ენის შესწავლას. მისი ღიმილი ააქტიურებს ღიმილის გამომსახველი კუნთების აქტივაციას თქვნს სახეზე, მოღუშული გამომეტყველება კი თქვენც გაიძულებთ მოიღუშოთ.
როცა ისეთ ადამიანს ხვდებით, ვინც გესიმპათიურებათ, თქვენი წარბები მაღლა აიზიდება, სახის კუნთები დუნდება, თავს დაბლა ხრით, ტუჩებისკენ კი სისხლი გაწვებათ, რაც მათ უფრო ღია ფერისას ხდის და ცოტათი ბერავს. დააკვირდით პარტნიორის სახეს, თუ მას ეს ყველაფერი არ მოსდის, მისი დამოკიდებულების ხარისხი გასაგებია.

იპოვეთ ძლიერი ხმა
ყველაზე მთავარი ადამიანი ყოველთვის სუფრის თავში მჯდომი არ არის. ძალაუფლების მქონე ადამიანებს ძლიერი, კარგად დაყენებული ხმა აქვთ. ნუ აურევთ ხმამაღალ ხმაში, რაც ხშირად პირიქით, სისუსტის და თავდაუჯერებლობის ნიშანია.
თუ თქვენ გინდათ, რომ საკუთარი იდეა მიაწოდოთ ადამიანების ჯგუფს, არ ღირს მხოლოდ იმაზე კონცენტრირება, თუ ვინ ითვლება ფორმალურ ლიდერად. მოუსმინეთ ყველა მათგანს, მოძებნეთ ყველაზე ძლიერი ხმა და იმუშავეთ მისი თქვენს მხარეს მოზიდვაზე.

ყურადღება მიაქციეთ მოძრაობებს
თავდაუჯერებელი ადამიანების ამოცნობა მარტივია მათი არამყარი და არეული მოძრაობით, მოხრილი ხერხემლით და დახრილი თავით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი იდეები და აზრები ნაგავია. თუ თქვენს დაქვემდებარებაში ასეთები არიან, და სავარაუდოდ იქნებიან, მაშინ მოგიწევთ ცოტა მეტი ძალისხმევის გაღება, რომ მათგან რაიმე «გამოიყვანოთ», ბოლოს და ბოლოს კარგი იდეები მაინც.

სიტყვების შერჩევა
ერთი და იგივე იდეას ადამიანი სხვადასხვა გზით წარმოაჩენს. ყურადღება მიაქციეთ როგორ სიტყვებს ირჩევს ადამიანი საკუთარი აზრის გადმოცემისას და მის პიროვნებაზე გაცილებით მეტს გაიგებთ, ვიდრე თავად იცის საკუთარ თავზე.

მაგალითად მან შეიძლება თქვას: «მე მიხდიან $500», ან «მე გამოვიმუშავებ $500», ან «ჩემი ხელფასი არის $500». პირველ შემთხვევაში თქვენს წინაშე არის პასიური პიროვნება, რომელიც მიჩვეულია სხვების იმედად ყოფნას, მეორეში – აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის მქონე ადამიანი, ხოლო მესამეში – შეზღუდვებისა და მკაფიო წესების მოყვარული.

ბოლო შტრიხები
ადამიანის დეტალური პორტრეტის შექმნა რთული არ არის. უბრალოდ შეკრიბეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:
-ინტროვერტია ის თუ ექსტრავერტი?
-რა არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი – გრძნობები თუ მიღწევები?
-როგორი დამოკიდებულება აქვს რისკთან და გაურკვეველ ვითარებებთან?
-რა კვებავს მის ეგოს?
-როგორ იქცევა სტრესის დროს?
-როგორ იქცევა როცა მოდუნებულია?
მის პროფილში ამ პუნქტების შევსებით აუცილებლად შეძლებთ მისი პიროვნების უკეთ შეცნობას. უკეთესი შეცნობა კი მიგიყვანთ ეფექტურ ურთიერთქმედებამდე.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1494 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like