როგორ ვმართოთ და გადავანაწილოთ ენერგია დღის მანძილზე?

როგორ ვმართოთ და გადავანაწილოთ ენერგია დღის მანძილზე?

ადამიანი, რომელიც დაკავებულია თავის საქმით, ცხოვრობს მომატებული მჟავიანობის მქონე გარემოში.

გარიგება თუ არ შედგა — სტრესია.

გარიგება თუ შედგა — სტრესია.

მთავარ პრობლემად რჩება ენერგორესურსის დეფიციტი.
უბრალოდ ორგანიზმისთვის მინერალებია არასაკმარისი (ენერგია). ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ესა თუ ის მიზანი ან საქმიანობა არ იწვევს თქვენში ემოციურ ანთებას.
და თუ ასეა, ამაზე პასუხი მარტივია: უბრალოდ ენერგია არ გაქვთ.

რა უნდა ქნათ?
დასაწყისისთვის საჭიროა გაერკვეთ, როგორ ხდება თქვენი ენერგოავზის ფორმირება და ხარჯვა.

E = I + C +W

სადაც:

Е = ენერგიის მოცულობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია.

I = საინვესტიციო შემადგენელი. ეს არის რესურსი, რომელიც იხარჯება ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ნორმალური მსვლელობისთვის და სანოგენეზისთვის, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ: ენერგიის აღდგენის პროცესისთვის.

მაგალითად, საბაზო დასამუხტ პროცესად ითვლება ღრმა და სრულფასოვანი ძილი. თანამედროვე გარემოში სამწუხაროდ მოდურია უძილობა. ძილი სუსტი ადამიანების ჩვევად ითვლება და ა.შ. არადა სრულფასოვანი ძილი უმნიშვნელოვანესია ენერგიის აღდგენისთვის. ამ დროს სხეული თიშავს ფსიქიკას და „დროებით დეპოში“ გაგდებთ მთელი ღამის განმავლობაში. ძილის გამო უხერხულობის გრძნობის გაჩენა არის საკუთარი თავის მიმართ უყურადღებობის გამოჩენა, გარკვეულწილად დაცინვაც კი.

შესანიშნავი და დასვენების სხვა მეთოდებთან შედარებით საუკეთესოა ასევე დღისით ძილი. მაგალითად რუსეთში, ივანე მრისხანეს დროს ითვლებოდა, რომ თუ ადამიანს დღისით არ ეძინა, მას ეშმაკები აწუხებდნენ და ამიტომ მისი სული ვერ ისვენებდა. როგორ ატყობთ თქვენთან რა ხდება ამ მხრივ?

С – consumption. ეს არის ჩვენი მიმდინარე ენერგომოხმარების მაჩვენებლი. სიარული, ყურება, სირბილი, ხტომა, ფიქრი – ანუ ჩვენი ცხოვრების სტილისა და რითმის მმართველი. მას გარკვეული ხარჯვითი ნაწილი აქვს.⠀

W – waste. ეს არის სუფთა დანაკარგი, რომელსაც არ აქვს აზრი, მაგრამ მაინც გვაქვს. ეს არის ეკოლოგია, ცუდი საკვები, სტრესი.

როცა რესურსი საკმარისი არ არის, ორგანიზმი იწყებს ენერგიის ეკონომიას, რადგან ცხოვრების რითმითა და სტილით მსხვერპლშეწირვა ადამიანს არ შეუძლია, რესურსი კი სულ უფრო ნაკლები რჩება, ორგანიზმი იწყებს ენერგიის მიმართვას, რომელიც საჭიროა შინაგანი ძალების აღდგენა-მოხმარებისთვის და ორგანიზმი ვერ ახერხებს ძალების აღდგენას სრულფასოვნად.⠀

ამის გამო იწყება:

  1. ცუდი განწყობა
  2. ცუდი შეგრძნება
  3. რეფლექსია ყოფით საკითხებზე
  4. ავადმყოფობა
  5. ქრონიკული დაავადებები

ყველა თავად ირჩევს რა აკეთოს, მაგრამ მაინც, რა უნდა ვქნათ ასეთ ვითარებაში?

პირველ რიგში გავზარდოთ I ენერგიის აღდგენის დროის გაზრდის ხარჯზე. ის, ვისაც ბევრი სტრესი აქვს, ბევრიც უნდა ეძინოს. ძილს ვერ ჩავანაცვლებთ ვერც წყლით და ვერც საკვებით. მეტაბოლიზმის პროცესში გავლენის კუთხით ისინი საკმაოდ ჩამორჩებიან ძილს.

მეორე, დანაკარგების შემცირება დღის სტრეს-პროფილის ოპტიმიზაციის ხარჯზე. რას ნიშნავს ეს და როგორ მოვახერხოთ ისე, რომ ბევრი სტრესი არ განვიცადოთ? ძალიან მარტივად: უნდა იცოდეთ თქვენი პრიორიტეტები და დაიწესოთ მუდმივი რეჟიმი დღის მანძილზე, დაახლოებით საყვარელი თამაშივით და დაიცვათ მისი წესები. ამ შემთხვევაში მთავარია დღე გაყოთ ოთხ ნაწილად.

  1. დილიდან 12:00 სთ-მდე არაფერი არ გააკეთოთ. რომ გაიღვიძებთ ნურსად გაიქცევით, დაისვენეთ, ისაუზმეთ, იკითხეთ, იფიქრეთ, უბრალოდ უსაქმოდ იყავით. ამ პერიოდის მიზანი არის მიმდინარე დღის მთავარი ამოცანის დასახვა.
  2. 12:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე შეასრულეთ ის მთავარი ამოცანა, რომელიც დაისახეთ. ეს არის ყველაზე დიდი აქტივაციის პერიოდი. ამ დროს მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოთ.
  3. 16:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე მთავარი ამოცანა შესრულებული გაქვთ. უკვე შეგიძლიათ დრო დაუთმოთ ფიქრს, შემოქმედებას, საუბრებს, შეხვედრებს, სწავლას, ანუ ყველაფერს, რისი კეთებაც აუცილებელი არ არის, მაგრამ სასიამოვნოა. ეს შეგიძლიათ იმიტომ, რომ მთავარი უკვე გააკეთეთ.
  4. 20:00 სთ-დან 00:00-სთ-მდე ან როგორც მოგიხერხდებათ, შეწყვიტეთ საქმის კეთბა. არაფერზე არ იფიქროთ საერთოდ, ეს დრო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში და თავი სრულად გამორთეთ. რაც უფრო კარგად დაისვენებთ, მით უკეთ იმუშავებთ შემდეგ დღეს. საქმიანობას დაუწესეთ სიჩქარე და მუხრუჭი. ნუ მოხარშავთ ერთან „კრემ-სუპს“ მთელი დღის მანძილზე არსებული საკითხებისგან.

ამ პრინციპით მოქმედება საგრძნობლად ამცირებს სტრესს და ამაღლებს ცხოვრებისგან მიღებული სიამოვნების დონეს.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ