როგორ ვიყოთ ბედნიერი – მიხაილ ლაბკოვსკის 10 რჩევა
1999 Views

როგორ ვიყოთ ბედნიერი – მიხაილ ლაბკოვსკის 10 რჩევა

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები თემაზე, რომელსაც ის ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს. საუბარია ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობაზე. იმაზე, თუ რატომ არ ვართ ბედნიერი, რა წინააღმდეგობები გვხვდება ბედნიერების გზაზე და რა უნდა შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში იმისათივის, რომ ვიყოთ ბედნიერი.

#1. ნუ შეგეშინდებათ იყოთ ბედნიერი
ადამიანების უმრავლესობა ცხოვრობს ისეთ ოჯახებში, სადაც მიღებული არ არის ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება და იმაზე საუბარი, რომ ყველაფერი კარგად გაქვს. მშობლების ასეთი ხასიათი გადადის შვილებზე და ვთვლით, რომ ცხოვრება ასეა მოწყობილი. კიდევ ერთი პრობლემა არის იდეა იმის თაობაზე, რომ თუ თავს კარგად იგრძნობ, ამის გამო ვალის გადახდა მოგიწევს. ადამიანებს ეშინიათ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების და ამ ყველაფერს რაღაც მაგიურს უკავშირებენ.

#2. ნუ შეიცოდებთ საკუთარ თავს
როცა სხვებს საკუთარ პრობლემებზე უყვებით, რის მიღწევას ცდილობთ ამ დროს? თქვენ გინდათ, რომ იწუწუნოთ და არა პრობლემა გადაჭრათ. ტანჯვის კულტი – ადამიანისთვის კიდევ ერთი საბაბია, ჩვენ გვირჩევნია ვიტანჯოთ, ვიდრე ბედნიერად ვიცხოვროთ. ჯანმრთელი ადამიანი არ იღებს სიტუაციას ან ცვლის მას. ნევროტიკი – არც იღებს და არც ცვლის. მაგალითად ფიზიკური ტკივილი რომ ავიღოთ, რომელიც რეალურად არ იძლევა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების საშუალებას. ჯანმრთელი ადამიანები მკურნალობენ, ნევროტიკებს კი ურჩევნიათ ავად იყონ რათა საკუთარი თავის შეცოდების საშუალება ჰქონდეთ. ადამიანები მზად არიან გზაში მოკვდნენ, რადგან მკურნალობა ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იცოცხლონ და სიამოვნება მიიღონ.
ეს ჰობისავით არის — საკუთარი თავისთვის პრობლემის მოფიქრება და მისგან ტანჯვა.

#3. გამოყავით რეალური პრობლემები გამოგონილისგან
ნევროტიკი ჯანსაღი ადამიანსგან იმით განსხვავდება, რომ ჯანსაღი ადამიანი რეალურ პრობლემებზე წუხს, ხოლო ნევროტიკი არარსებულზე.

#4. ნუ ეცდებით, რომ გარშემო ყველას დაეხმაროთ
სხვების დახმარების სურვილი ჩნდება იმის გამო, რომ თქვენ არ გჯერათ უანგაროდ სიყვარულის. სხვების დახმარებით თქვენ ცდილობთ თვითშეფასების კოეფიციენტი გაზარდოთ. ამიტომ, თუ არავინ გთხოვთ, სჯობს არც გაისარჯოთ. ისეთ ადამიანებზე იფიქრეთ, ვისაც რეალურად სჭირდებათ დახმარება.
ნევროტიკებს არ შეუძლიათ სიყვარულის გარჩევა დამოკიდებულებისგან.

#5. ჩუმად იყავით, როცა არაფერს გეკითხებიან
როცა თქვენ პასუხს სცემთ იმ შეკითხვებზე, რომლებიც თქვენთვის არ დაუსვამთ, ამით ამჟღავნებთ შინაგან ღელვას. როცა ქალი მაღაზიის ვიტრაჟში გამოფენილ კაბაზე ემოციურად ამბობს: «რა ლამაზი კაბაა», ხოლო თქვენ ასეთ სიტუაციაში ეგრევე გარბიხართ სალაროსთან, რომ ეს კაბა იყიდოთ — უბრალოდ თავდაუჯერებელი ადამიანი ხართ.

#6. გაარჩიეთ სიყვარული დამოკიდებულებისგან

ადამიანები არასოდეს ტოვებენ იმას, რაც უყვართ. მაგალითად მოწევა რომ ავიღოთ. ადამიანი ვერასოდეს დაანებებს თავს მოწევას, თუ საკუთარ თავს არ ეტყვის, რომ სიგარეტი არ უყვარს და არ გააცნობიერებს, რომ უბრალოდ მასზე დამოკიდებულია. ნევროტიკებს არ შეუძლიათ სიყვარულის გარჩევა დამოკიდებულებისაგან.

#7. რუტინა — ყოველთვის ცუდი არ არის
მე რუტინული საქმიანობით ვარ დაკავებული (ლექციებს ვკითხულობ) 35 წელია და თავს მშვენივრად ვგრძნობ, რადგან კონსერვატორი ვარ. გაიხსენეთ რა ჰკითხა რაბინოვიჩმა პატიმარს: «რას დადიხართ საკანში, თვლით, რომ ასე პატიმრობაში არ ხართ?». ნევროტიკებს არ შეუძლიათ მშვიდად ცხოვრება, მუდმივად შფოთავენ, ეშინიათ, რომ რაღაცას ვერ მოასწრებენ. როცა შეიძლება რაღაც არ აკეთონ, მათ დისკომფორტი ექმნებათ.

#8. შეცვალეთ საკუთარი თავი და არა სხვები

პირველ რიგში ეს ბავშვების აღზრდას ეხება. თქვენ ვერ აღზრდით ბავშვებს, თუ საკუთარ თავს არ გააკონტროლებთ. მათ აქვთ არა იმის მიმღეობა, რასაც თქვენ ამბობთ, არამედ იმის, რასაც თქვენ აკეთებთ და როგორ იქცევით სხვებთან ურთიერთბისას. მე კონსულტაციას ვაძლევდი 70 წლის ქალბატონს, რომელსაც ვერ გაეგო რატომ არ ურეკავდა მისი 40 წლის შვილი. აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ბავშვობაში მუდმივად რაღაცის გაკეთებას აძალებდა შვილს. ამიტომ, გახსოვდეთ ყოველთვის სიტყვები, რომელსაც თვითმფრინავის ბორტგამცილებელი ამბობს: აირწინაღი ჯერ თავად მოირგეთ და შემდეგ ბავშვს მოარგეთ.

#9. კრიტიკას უფრო მარტივად მიუდექით
გაიხსენეთ, როცა ზიხართ მეტროში და შემოდის მოხუცი ქალი. მთელი ვაგონი თქვენ გიყურებთ ზიზღით, რის გამოც ელვის სისწრაფით დგებით ადგილიდან. რატომ აკეთებთ ამას, მოხუცს ხომ არ უთხოვია ადგილის დათმობა? ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თვითშეფასების დაბალ მაჩვენებელთან და საჯარო კრიტიკის შიშთან. ჩაატარეთ ექსპერიმენტი და არ ადგეთ თუ არ გინდათ. რა ფორმის კრიტიკა და შეურაცხყოფაც არ უნდა მიიღოთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. დროთა განმავლობაში თქვენ მიხვდებით, რომ სხვისი შეფასებების დაიგნორება შესაძლებელია.

#10. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გსურთ
კლასიკური მაგალითია ბავშვები, როცა თქვენ მათთან თამაშობთ იმის გამო, რომ ასეა საჭირო და ფიქრობთ — მე ხომ კარგი ადამანი ვარ, ამიტომ უნდა ვეთამაშო ბავშვს. შეწყვიტეთ ამის კეთბა! ბავშვს ეთამაშეთ მაშინ, როცა გაქვთ ამის სურვილი და არ ეთამაშოთ, როცა არ გინდათ ამის კეთება. ბავშვები მშვენივრად გრძნობენ როცა იძულებით ეკონტაქტებით, დანაშაულის გრძნობა სიყვარული არ არის. ბავშვებთან ურთიერთობა იქონიეთ მაშინ როცა გსურთ და იმდენად, რამდენადაც გსურთ. თქვენ ისედაც ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრიათ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like