როგორ ვიურთიერთოთ თავდაჯერებულად?
1449 Views

როგორ ვიურთიერთოთ თავდაჯერებულად?

რჩევები ადამიანებთან ურთიერთობის უნარების განვითარებისთვის

1. იცით რა არის ურთიერთობა? – ეს არის სიგნალების და/ან შეტყობინებების გადაცემის პროცესი გამგზავნსა და მიმღებს შორის, სხვადასხვა მეთოდების დახმარებით: წერილობით, არავერბალური სიგნალებით, სიტყვების წარმოთქმით. ეს არის მექანიზმი, რომლის დახმარებითაც ჩვენ ვქმნით, ვავითარებთ ან ვწყვეტთ ურთიერთობას.

2. იქონიეთ სიმამაცე თქვათ ის, რასაც ფიქრობთ. განივითარეთ თავდაჯერებულობა, გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია შეუფასებელი წვლილი ჩადოს საუბარში. დარწმუნებით გამოხატეთ თქვენი გრძნობები და მოსაზრება საუბრის თემასთან დაკავშირებით, ასევე იცოდეთ საკუთარი აზრის დაცვა და აუცილებლობის შემთხვევაში კომპრომისზე წასვლა.

3. იქონიეთ ურთიერთბა. რაც უფრო ხშირად ურთიერთობთ სხვა ადამიანებთან, მით უფრო სწრაფად განივითარებთ ურთერთობების უნარებს. ისაუბრეთ სხვადასხვა ადამიანებთან და გააკონტროლეთ საკუთარი თავი შეცდომების მხრივ, რომლებსაც საუბრისას დაუშვებთ. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას თქვენ უკეთ აცნობიერებთ ვინ ხართ, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ.

4. უყურეთ თანამოსაუბრეს თვალებში. ბოლოს და ბოლო თქვენ სხვა ადამიანებს ესაუბრებით და არა საკუთარ თავს, ამიტომ იქონიეთ სითამამე თვალებში უყუროთ სხვებს. თვალების კონტაქტის შენარჩუნებით, თქვენ თანამოსაუბრეს აგრძნობინებთ, რომ მას უსმენთ და სადმე ღრუბლებში არ იყურებით, გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს საუბრის თემაზე განეწყოთ.

5. გამოიყენეთ ჟესტები. ნუ იქნებით ზედმეტად შებოჭილი, ეს საკუთარი თავის რწმენის არქონის ნიშანია. მოდუნდით, ურთიერთობისას შეეცადეთ გამოიყენოთ მიმიკა და ჟესტები, ეს გააუმჯობესებს სხვებისგან თქვენი გაგების დონეს და მიიქცევს ყურადღებას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ერთ ადამიანთან ან ადამიანების ჯგუფთან ურთიერთობისას ჟესტების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.

6. ნუ იქნებით წინააღმდეგობრივი. თქვენი სიტყვები უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ჟესტებს, სახის გამომეტყველებას და საუბრის ტონს. რაიმეს გაკრიტიკებისას გაღიმება სასაცილო გზავნილია და ამით რისკავთ, რომ იყოთ არასწორად გაგებული თანამოსაუბრის მხრიდან, ან საშუალებას აძლევთ ივარაუდოს, რომ არაგულახდილი ხართ იმაში, რასაც საუბრობთ.

7. შეისწავლეთ სხეულის ენა. ეს საშუალებას მოგცემთ გაცილებით უკეთ გაუგოთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც. სხეული «საუბრობს» გაცილებით მეტს, ვიდრე ადამიანი სიტყვებით გამოხატავს. სხეულის ენის შესწავლით თქვენ დიდ ნაბიჯს გადადგამთ ურთიერთობების უნარების განვითარების გზაზე. თქვენ ისწავლით გამოავლინოთ რამდენად გულწრფელია თანამოსაუბრე და თუ საჭირო იქნება დააბნიოთ კიდეც ის.

8. გამოვალინეთ კონსტრუქციული შეხედულებები და მრწამსი. გამოავლინეთ სხვა ადამიანების მიმართ მაქსიმალური მოთმინება და ურთიერთობის შესაძლებლობა, ეცადეთ იყოთ გულახდილი, ოპტიმისტი, პატივისცემით და გაგებით მოეკიდეთ სხვებს. იყავით ყურადღებიანი სხვა ადამიანების გრძნობების მიმართ.

9. ისწავლეთ მოსმენა. საუბარი ეფექტური რომ იყოს, აუცილებელია არამარტო საუბრის ცოდნა, არამედ სხვების მოსმენაც. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ საუბრის არსის გაგება, ხოლო თქვენი თანამოსაუბრე ვერ შეძლებს იმის თქმას, რაც სურს. შეეცადეთ არ შეაწყვეტინოთ თანამოსაუბრეს, როცა ის ცდილობს თავისი აზრი გადმოგცეთ.

10. ისაუბრეთ გამოთქმით. ისაუბრეთ გარკვევით და გასაგებად. შეეცადეთ ყურადღება მიაქციოთ რამდენად სწორად, გასაგებად და გამოთქმით საუბრობთ და როგორ აღიქმება თქვენი საუბარი სხვა ადამიანების მხრიდან. თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ ხშირად გისვამენ შეკითხვებს, დააზუსტეთ რა არის ამის მიზეზი და სად ვერ ახერხებთ გასაგებად გამოთქვათ აზრი.

11. შეარჩიეთ სიტყვები. არ არის საჭირო ისეთი სიტყვების გამოყენება, რომელთა აზრი ბოლომდე არ გესმით ან არ ხართ დარწმუნებული მათი მნიშვნელობის ცოდნაში. ასევე დაიწესეთ განმარტებით ლექსიკონში ხშირად ჩახედვა თქვენი სიტყვათა მარაგის შესავსებად, გამოიყენეთ სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც კარგად იცით და გაიმყარეთ ცოდნა.

12. ისაუბრეთ ნელა. თუ ძალიან სწრაფი საუბარი გაქვთ, ადამიანები, რომლებსაც ესაუბრებით ვერ შეძლებენ აღიქვან სიტყვები, რომლებსაც ამბობთ, გარდა ამისა ეს ნერვოზულობის და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის ნიშანია. თუ გინდათ რომ ადამიანებს თქვენი ესმოდეთ, ისაუბრეთ უფრო ნელა, მაგრამ ძალიან ნუ გაწელავთ საუბარს, თორემ ეს დიალოგის დასრულების ნიშნად იქნება მიღებული.

13. განივითარეთ ხმა. დაიწყეთ საკუთარ ხმაზე მუშაობა. მოამზადეთ მიკროფონი და ხმისჩამწერი მოწყობილობა იმისათვის, რომ ჩაიწეროთ საკუთარი ხმა. აიღეთ წიგნი და წაიკითხეთ ხმამაღლა, თითქოს მსმენელისთვის კითხულობთ. ამის შემდეგ მოუსმინეთ საკუთარ ხმას, გამოავლინეთ სასაუბრო ხარვეზები და გადაამუშავეთ სიტყვით გამოსვლა. მიზნად დაისახეთ ოდნავ დაადაბლოთ თქვენი ხმა, რათა შეძლოთ მეტი მომხიბვლელობა შესძინოთ მას.

14. გააცოცხლეთ თქვენი საუბარი. მოერიდეთ საუბრისას მონოტონურობას, გახადეთ თქვენი საუბარი ნათელი, დინამიური და ლამაზი. აამაღლეთ ხმა ისეთ სიტყვებზე, რომლებსაც მოცემულ საუბარში მეტი მნიშვნელობა აქვთ. გააცოცხლეთ თქვენი ხმა ისე, რომ მსმენელში თქვენი საუბარი სიამოვნებას იწვევდეს.

ისაუბრეთ რაც შეიძლება ხშირად, გაცნობიერებულად შექმენით ან მოხვდით ისეთ სიტუაციებში, სადაც მოგიწევთ ადამიანებთან საუბარი და რაც ყველაზე კარგია – სხვადასხვა და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა. რაც უფრო ხშირად გექნებათ ურთიერთობა, მით უფრო გაგიადვილდებათ ურთიერთობის უნარების განვითარება. ჩაატარეთ ექსპერიმენტები საკუთარ ხმასა და სიტყვით გამოსვლაზე, მიაღწიეთ მეტ სიმკვეთრეს, გასაგებად გადმოცემის უნარს და ხმის გაცილებით სასიამოვნო ჟღერადობას.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like