როგორ ვისწავლოთ 1 წუთში დაძინება
2812 Views

როგორ ვისწავლოთ 1 წუთში დაძინება

ამ მეთოდის ყველაზე უკეთ დამახსოვრება შეიძლება თუ მას დავარქმევთ «4-7-8».

ყველაფერი რისი გაკეთებაც გჭირდებათ, არის შემდეგი:
1. შეისუნთქეთ ცხვირით 4 დათვლაზე.
2. შეიკავეთ სუნთქვა 7 დათვლაზე.
3. ამის შემდეგ, მშვიდად და ნელა ამოისუნთქეთ პირით 8 დათვლაზე.

აი ასე მარტივია ყველაფერი. ეს სუნთქვითი ვარჯიში ანელებს ჩვენი გულის რითმს და გვამშვიდებს. თან ეს ძალიან სწრაფად ხდება – სულ რაღაც რამოდენიმეჯერ გამეორებით, ან შეიძლება არც იყოს საჭირო გამეორება. ეს ნამდვილად მუშაობს. თუმცა ცოტა არარეალურად ჟღერს.

როგორ მუშაობს:
როცა თქვენ სტრესს ან შფოთვას განიცდით, ადრენალინის რაოდენობა თქვენს სისხლში მატულობს, სუნთქვა კი ხშირდება. ეს მეთოდი კი მოქმედებს როგორც სედატიური პრეპარატი. სუნთქვის შეკავება ანელებს გულის რითმს. ეს ფიზიოლოგიაა.
ეს პრაქტიკა ასევე ამშვიდებს გონებას. მხოლოდ იმის დახმარებით, რომ თქვენ უნდა დაითვალოთ, გონება გადაერთვება ამაზე და ნერვული სისტემა ნელ-ნელა დამშვიდებას იწყებს, შფოთვა კი გადის. ამ მეთოდიკის ეფექტურობას ნებისმიერი ნევროლოგი დაადასტურებს.

შედეგად მთელი თქვენი სხეული დუნდება. სისწრაფისა და ეფექტის მიხედვით, ეს მეთოდი შეესაბამება ანესთეზიას.
ამ მეთოდის შესწავლით დაკავდა ჰარვარდის მეცნიერებათა დოქტორი ენდრიუ ვეილი. მან გაარკვია, რომ პრაქტიკა «4-7-8» უკვე რამდენიმე საუკუნეა ცნობილია ინდიელი იოგებისთვის. ისინი იყენებნდნე მას მედიტაციისას, რომ შეძლებოდათ მაქსიმალური რელაქსაციის მიღწევა. ამიტომ, აბსოლიტურად უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს.

როგორ შეიძლება ეს მეთოდი სასარგებლო იყოს კონკრეტულად თქვენთვის
თუ ეს მოთოდიკა იმოქმედებს თქვენზე – ეს დაგეხმარებათ ძალიან სწრაფად დაძინებაში. ეს მუშაობს სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში. მაგალითად, როცა შუაღამით გაგეღვიძებათ და ვეღარ ახერხებთ ჩაძინებას ან რაიმე საპასუხისმგებლო დღე გელით წინ და ნერვიულობა ხელს გიშლით დაძინებაში – «4-7-8»-ს მეთოდი ყოველთვის დაგეხმარებათ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like