როგორ ვიპოვოთ სამსახური ერთ დღეში?

ვფიქრობ სტატიის სათაური ძალიან საინტერესო ჩანს და რადგან ის სამსახურის ძებნის რეალურ ამბავს უკავშირდება ჩემი სტატია უამრავ მოწონებას დაიმსახურებს და მეც კმაყოფილი დავრჩები, როგორც ის ქალბატონი, რომელმაც საქართველოში ზუსტად ერთ დღეში იშოვა სამუშაო. ეს ისტორია მოგვითხრობს ამბავს სიმამაცეზე , რომელიც შესაძლოა მოტივაციად იქცეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის.

ჩემი რესპოდენტი ძალიან ბედნიერია იმით, მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია უმუშევარი იყო, ბედმა გაუღიმა და ნორმალური სამსახური ერთ დღეში იპოვა.თუმცა სანამ ეს ჯადოსნური დღე დადგებოდა, ძალიან ბევრს იბრძოდა იმისათვის, რომ უბრალო საქმე ეპოვა სამყაროში, სადაც დასაქმდებოდა და შეძლებდა საკუთარი თავის რეალიზებას. შეაწუხა უამრავი ადამიანი, გააგზავნა ძალიან ბევრ კომპანიაში სივი, მაგრამ უშედეგოდ. რამდენჯერმე ბრძოლაც კი შეწყვიტა, მაგრამ შინაგანად არასდროს დანებებულა.ხშირად, როდესაც სახლიდან გადიოდა და უამრავ დასაქმებულ ადამიანს ხედავდა, ფიქრობდა, რომ ერთადერთი, რაც ამ სამყაროსგან სურდა, ეს იყო საკუთარი ადგილი ჰქონოდა მასაც,სადაც იმუშავებდა და კმაყოფილი იქნებოდა საკუთარი თავით.

ერთ დღესაც , როდესაც ლამაზი და მშვენიერი დილა გათენდა, შთაგონებით გაიღვიძა, გაიმზადა ფინჯანი ყავა, ფიქრობდა ცხოვრებაზე, საკუთარ შესაძლებლობებზე, მიზნებზე, ჩაიცვა კლასიკურად, გაიკეთა მაკიაჟი და სამსახურის ძებნას თავად შეუდგა. შეიძლება ეს ბევრი ადამიანისთვის შეუძლებელია, მაგრამ თუ გსურს წარმატებას მიაღწიო და დაამარცხო წარუმატებლობა სწორედ ასე უნდა მოიქცე. ის ყველა მაღაზიის, ოფისის, სხვადასხვა დაწესებულების კარზე აკაკუნებდა და სამსახურს ითხოვდა.

სხვათაშორის თანამშრომლები და მენეჯერები საკმაოდ გულისხმიერად ხვდებოდნენ და ერთ – ერთი მცდელობის დროს, მიუხედავად იმისა,რომ გაოცებული იყვნენ მისი გაბედულებით სამსახური შესთავაზეს კიდეც. ეს იყო სამსახური ერთ- ერთი სპორტული ბრენდის მაღაზიაში კონსულტანტის პოზიციაზე, ანაზღაურება და პირობები მისაღები. ჩემი რესპოდენტი კიდევ ერთხელ დარწმუნდა საკუთარ თავში და სცადა ჩვენი ბლოგის საშუალებით ეს ამბავი გაეზიარებინა თქვენთვის.ვფიქრობ უბრალო სიტყვებით დავწერე ეს ამბავი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის,რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ რეალურად მოხდა.

იყავი შემდეგი,დასაქმდი დროულად!
გისურვებ წარმატებებს!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

წარმატების 7 საიდუმლო ჯეკ კენფილდისგან

1. სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცნება ცხოვრებაში არის ის, რომ ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი ჩვენს ცხოვრებაზე და კეთილდღეობაზე, წარმატებასა და მიღწევებზე. რეალურად მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი

Print Friendly, PDF & Email

გრემ ჰილი: როგორ მოვკლათ საკუთარ თავში მომხმარებელი

გრემ ჰილი — მეწარმე, დიზაინერი, უზრუნველყოფილი ადამიანი, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობდა, ჰქონდა ყველაფერი, რასაც საჭიროდ თვლიდა რომ ჰქონოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი შთანთქავდა მის დროს და ცხოვრებას. გთავაზობთ მის ნააზრევს: მე

Print Friendly, PDF & Email

ჰენრი ნესტლეს ბიოგრაფია

ჰენრი ნესტლე – ბავშვების ხელოვნური კვების შემქმნელი და კომპანია Nestle-ს დამფუძნებელი დაიბადა 1814 წლის 10 აგვისტოს, ფრანგი მეშუშის ოჯახში, მეთერთმეტე შვილად. სანამ ჰენრი ფარმაცევტიკას ითვისებდა, მან მინიმუმ ოთხი სამუშაო ადგილი

Print Friendly, PDF & Email

ინვესტირების 6 აქსიომა

1. შემოსავლების 10% – განახორციელეთ მათი ინვესტირება ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ამ წესის შესრულება გულისხმობს პირადი ბიზნეს გეგმის შედგენას. თქვენ უნდა მოახდინოთ ბიუჯეტის სტრუქტურიზება, სტაბილურად

Print Friendly, PDF & Email

წარმატების წესები სტივ ჯობსისგან

სტივ ჯობსი – ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი. მისი წარმატების ისტორია ლეგენდად იქცა. ის ნაშვილები იყო პოლ ჯობსის და ამერიკელი სომხური წარმოშობის კლარა (აგობიან) ჯობსის მიერ. კოლეჯი სწავლის დაწყებიდან

Print Friendly, PDF & Email

15 ხშირად დასმული კითხვა გასაუბრებაზე

1. მოყევით ცოტაოდენი თქვენს შესახებ, კითხვაზე პასუხის გაცემისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგს – ფორმალურად გადმოსცემს ბიოგრაფიულ მონაცემებს ან უცებ ხსნის, დანამდებობის დაკავების შეასძლებლობის სურვილის ხაზგასმით. გადმოსცემს მხოლოდ მთავარს, ანუ საუბრობს თავის

Print Friendly, PDF & Email