როგორ ვებრძოლოთ საკუთარ მეორე მეს?

ახალი იდეების, გეგმების, ბიზნესის, ცხოვრების ცვლილების და სიახლეების განხორცილებაში ხელს ყველაზე მეტად სიზარმაცე და სტიმულის არ ქონა გვიშლის.

როდესაც გვაქვს მიზანი, განვითარდეთ ნებისმიერი მიმართულებით, ყველაზე დიდი დაბრკოლება პირველ რიგში, ვართ ჩვენ. ანუ, მომენტი როდესაც სათანადოდ არ ვაფასებთ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს .
როდესაც გაქვს იდეა, რომლის განვითარებას ჭირდება მონდომება, გონებაში დალაგებულია გეგმა, ამ დროს რა ხდება? რა და ჩვენი მეორე მე გვეუბნება, რომ მაინც არაფერი გამოვა, სხვა ბევრმა უკვე გააკეთა, სცადა.
გვეშინია სიახლეების და პარალელურად უფრო ის ფიქრი გვებრძვის, რომ ეს არ მოიტანს შედეგს და ა.შ.
ამის ფონზე სიზარმაცე რა თქმა უნდა წინა ფლანგზე იწევს და ვნებდებით, ვაგრძელებთ ჩვეულ ცხოვრებას და მოქმედებას.

გავიაროთ სიზარმაცის დაძლევის მარტივი ქმედებები. აიღეთ კალამი და ე.წ ბლოკნოტი, რომელშიც ჩანაწერს გააკეთებთ თქვენს იდეაზე, იდეის უკეთ გასაცნობიერებლად გააკეთეთ მისი გაშლა, რაც მოიცავს გეგმის დაწერას პატარ -პატარა შენიშვნებს და დამატებით აზრებს.

ეს ქმედება საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო გავითავისოთ და მხოლოდ გონებაში არ დარჩეს, რაც შემდეგ მარტივად შეიძლება დაილექოს ჩვენი გონების ბნელ ადგილას, რადგან ჩვენში არსებული მეორე მე ძალიან იბრძვის, რომ სიზარმაცემ გვძლიოს.

არსებობს ასეთი ფრაზა: „სჯობს გააკეთო და ინანო, ვიდრე არ გააკეთო და უფრო მეტად ინანო.“ როდესაც იდეა გვაქვს შესაბამისად აუცილებლად გვექნება მისი გეგმა ასე ვთქვათ ჩონჩხი, რომლის ხორცის შესასხმელად ერთადერთი რისი გაკეთებაც გვიწევს არის ის, რომ არ დავნებდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ, ვებრძოლოთ საკუთარ თავს სიზარმაცის დასამარცხელბად, რადგან ეს უკანასკნელი ნამდვილად ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია და სტიმულის არ ქონაც მისი მთავარი დამსახურებაა.

ეს დიდი გამოწვევაა, რომელშიც ბრძოლა ჩვენ, ჩვენს მეორე მესთან გვიწევს და რა თქმა უნდა ეს არ არის ადვილი, მაგრამ როდესაც ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდიხარ ეს ამად ნამდვილად ღირს.

ავტორი: ეკატერინა სესიკაშვილი

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1538 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიახლეები

გამდიდრებისთვის საჭიროა შემდეგი მარტივი წესების დაცვა

ყველა თქვენი პრობლემა უნდა გვარდებოდეს უმოკლეს ვადებში, რის დახმარებითაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ. იყავით გადაწყვეტილების მიმღები! ნაკლები იფიქრეთ და მეტი გააკეთეთ! 1. ნაკლები იმუშავეთ სხვაზე. რაც უფრო მეტს

ფილოსოფია

“რწმენა, ნდობა და იმედი” – სამი ამბავი, რომელიც დაგვაფიქრებს

1. ერთხელ მთელმა სოფელმა გადაწყვიტა ელოცათ, რომ წვიმა წამოსულიყო. დაგეგმილ დღეს ყველა შეიკრიბა, მაგრამ მხოლოდ ერთმა ბიჭუნამ წამოიღო ქოლგა. – ეს რწმენაა 2. როდესაც თქვენ აგდებთ ჰაერში ერთი წლის ბავშვს, ის

სიახლეები

19 საუკეთესო გამონათქვამი კინოდან და სერიალებიდან, რომლებზე დაფიქრება ღირს

1. არასოდეს მისცე ვინმეს იმის უფლება, გაგრძნობინოს, რომ შენ არ იმსახურებ იმას, რაც გინდა. © ჰიტ ლეჯერი 2. მათ მე ერთგულების დაფასება მასწავლეს… და მათი არდავიწყება – ვინც გიყვარს. ©