როგორ ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ ამას
1917 Views

როგორ ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ ამას

ზოგჯერ ჩვენ გვეჩვენება, თითქოს ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება. ჩვენ მოხარული ვიქნებოდით შეგვეცვალა ყველაფერი, მაგრამ კონკრეტულად რა – არ ვიცით. B2P.GE გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ამ უხილავ მახეს.  

ცხოვრება  — ეს არ არის სწორი, თანაბარი ხაზი
ნორმალურია ის ფაქტი, თუ გარკვეული ასაკისთვის თქვენ ვერ მოასწარით უნივერსიტეტის დასრულება, დაქორწინება, სტაბილური სამსახურის შოვნა, ქონების დაგროვება და ა.შ. ასევე ნორმალურია, თუ თქვენ არ დაოჯახებულხართ 25 წლის ასაკში, ან არ გამხდარხართ ვიცე-პრეზიდენტი 30 წლის ასაკში, ან უბრალოდ ბედნიერი არ ხართ – სამყარო არ აპირებს ამის გამო თქვენს განსჯას.
თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ უკან დაიხიოთ, შეგიძლიათ იპოვოთ ის, რაც შთაგაგონებთ, თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ დრო. რატომღაც ბევრს ავიწყდება ეს.
ჩვენ სკოლის მერხიდან ვადგენთ მომავალი ცხოვრების პროგრამას და მის მიხედვით ვაბარებთ უმაღლეს სასწავლებელში. ალმა-მატერში ვირჩევთ სამუშაოს, რომლითაც სამომავლოდ დავკავდებით, ამას ვაკეთებთ მაშინაც კი, თუ პროგრამა არ მოგვწონს, რადგან ჩვენ მასში უკვე დრო ჩავდეთ. ყოველ დილით ჩვენ მივდივართ ამ სამსახურში, რადგან გვჭირდება იმ არჩევანის გამართლება, რომელიც გავაკეთეთ. შემდეგ ვდგამთ მომდევნო ნაბიჯს, მერე კიდევ მომდევნოს, კიდევ და კიდევ, თან ვფიქრობთ, რომ ჩვენი ცხოვრების უხილავ სიაში მონიშვნებს ვაკეთებთ. ერთ მშვენიერ დღეს კი შეიძლება დიდი დეპრესიით და იმის შეგრძნებით გავიღვიძოთ, თითქოს რაღაც ზეწოლას ახდენს ჩვენზე – თუმცა ამ ყველაფრის მიზეზებს ნამდვილად ვერ გავარკვევთ. აი ასე ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას.

ჩვენ ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას არასწორი ადამიანის შერჩევით 
რატომ არის მოთხოვნა დაჩქარებულ ურთიერთობებზე? რატომ გვაქვს მოთხოვნა ვიყოთ ვინმეს გვერდით და არა თავად წარმოვადგენდეთ რამეს. გვერწმუნეთ, სიყვარული, რომელიც იბადება ვინმეს გვერდით ყოფნის გამო, სიყვარული, რომელიც იბადება ვინმეს გვერდით წოლის აუცილებლობის გამო და სიყვარული, რომელიც ემსახურება ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არა ვნებას — ასეთი სიყვარული ვერ შთაგვაგონებს გავიღვიძოთ დილის 6 საათზე და მოვეხვიოთ ადამიანს, რომელიც გვერდით გვიწევს. შეეცადეთ აღმოაჩინოთ ფუნდამენტური სიყვარული, ურთიერთობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გახდეთ საუკეთესო მამაკაცი ან ქალი. «მე არ მინდა მარტო ყოფნა!» — ხშირად ვაცხადებთ ამას, მაგრამ ეს საჭიროა. იძინეთ მარტო და გარკვეული დროის შემდეგ ბევრ რამეს აღმოაჩენთ საკუთარ თავში. გაიზრდებით, იპოვით იმას, რაც შთაგაგონებთ, თქვენ შეძლებთ მართოთ საკთარი ოცნებები და რწმენა. როცა შეხვდებით ადამიანს, რომელსაც თითოეული უჯრედით შეიგრძნობთ, თქვენ მასში ბოლომდე დარწმუნებული იქნებით, რადგან დარწმუნებული იქნებით საკუთარ თავშიც. დაელოდეთ მას, იბრძოლეთ მისთვის, დაიხარჯეთ მის გამო, რადგან ეს ყველაფერზე მშვენიერია, რასაც თქვენი გული ოდესმე გამოცდის.

ჩვენ ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას, როცა წარსულს უფლებას ვაძლევთ გვმართოს 
ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება და მოხდება — ასეთია მისი ბუნება. გექნებათ იმედგაცრუება, თავს ზედმეტად იგრძნობთ. ასეთი მომენტები და გულსატკენი სიტყვები როგორც ჩანს ჩვენთან რჩება და მთავარია არ მივცეთ მათ ჩვენზე ზემოქმედების საშუალება. თუ თქვენ უსიამოვნო მოვლენებს საშუალებას მისცემთ განსაზღვრონ ის, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს – მთელ სამყაროს ნეგატიურად დაინახავთ. თქვენ ხელიდან გაუშვებთ ძვირფას შესაძლებლობას იმის გამო, რომ ხუთი წლის წინ არ გამოიყენეთ განვითარების საშუალება, რადგან საკუთარ თავს არწმუნებდით, რომ სულელი იყავით. თქვენ ხელიდან გაუშვებთ სიყვარულს, რადგან ჩათვლით, რომ ყოფილმა პარტნიორმა მიგატოვათ რადგან მთლად კარგი არ იყავით, ახლა კი აღარ გჯერათ ქალების ან კაცების. ეს ჩაკეტილი წრესავით არის. თუ თქვენ არ დატოვებთ წარსულში იმას, რაც უკვე იყო, სამყაროს დაინახავთ წარუმატებელი გამოცდილების პრიზმადან.

ჩვენ ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას, როცა სხვებს ვადარებთ ჩვენს თავს

ინსტაგრამში თქვენი გამომწერების რაოდენობა ვერც გაზრდის და ვერც შეამცირებს თქვენს ფასეულობას. თქვენს საბანკო ანგარიშზე არსებული ნულები ვერ იმოქმედებენ თქვენს ინტელექტზე და ბედნიერებაზე. ადამიანი, რომელსაც ორჯერ მეტი ქონება აქვს, ვიდრე თქვენ, ნამდვილად არ განიცდის ორმაგ ნეტარებას. ჩვენ დროს ვუთმობთ იმის გარკვევას, თუ ვის ფოტოებს იწონებენ სოციალურ ქსელში, ვის უმეგობრდებიან ჩვენი ვირტუალური მეგობრები და ა.შ. მართალია ამის გამო არ მოვკვდებით, მაგრამ ეს ყველაფერი ანგრევს ჩვენს ცხოვრებას. ეს ყველაფერი ჩვენში აჩენს მოთხოვნას თავი ვიგრძნოთ მნიშვნელოვნად და ხშირად ჩვენ ამის მისაღწევად სხვებზე ზეწოლას ვახდენთ.

ჩვენ ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას, როცა უარს ვამბობთ გრძნობებზე
ყველა ჩვენგანს ეშინია ბევრი ლაპარაკის, ღრმა გრძნობების, რადგან ადამიანებმა ვერ გაიგონ, რამდენად ძვირფასები არიან ჩვენთვის. ინტერესი  — ნამდვილად არ არის სიტყვა «სიგიჟე»-ს სინონიმი. დიახ, ვინმეს მიმართ თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატვისას ერთგვარად მოწყვლადი ხდებით, მაგრამ ამაში დასაძრახი არაფერია, პირიქით, არის გარკვეული მაგია იმაში, თუ როგორ ახდენთ საკუთარი გულის გადაშლას და როგორი გულახდილი ხართ მათ მიმართ, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მიეცით ქალს იმის ცოდნის საშუალება, რომ შთაგაგონებთ. გაიხსენით ბოლომდე, ნუ იქნებით ქვასავით, იყავით თამამი იმაში, რაც გიყვართ, იყავით თამამი მის წინაშე, ვინც გიყვართ. ეს სიმამაცესაც მოითხოვს.

ჩვენ ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას, როცა ვითმენთ

როცა თანხმდებით იმაზე ნაკლებს, რაც რეალურად გსურდათ რომ მიგეღოთ, თქვენ თავად ანგრევთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თქვენს შინგით არის და ამ შემთხვევაში მოტყუებული რჩება ორივე მხარე — თქვენ და თქვენი პოტენციალი. შესაძლებელია, რომ მომავალი მიქელანჯელო ახლა კომპიუტერთან ზის, დოკუმენტებს სამაგრებით კრავს, რადგან საჭიროა ანგარიშსწორება მოახდინოს, ან უბრალოდ ასე უფრო მოსახერხებელია. ნუ დაუშვებთ მსგავს რამეს თქვენს მიმართ. ცხოვრება და სამსახური, ცხოვრება და სიყვარული — ერთმანეთთან უწყვეტ კავშირშია. ჩვენ უნდა მივისწრაფვოდეთ კარგი სამსახურისა და განსაკუთრებული სიყვარულისკენ, მხოლოდ მაშინ შევიცნობთ ამ ცხოვრების მრავალფეროვნებას და ნეტარებას.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like