როგორ ურთიერთობენ ჭკვიანი ადამიანები მათთან, ვინც არ მოსწონთ

როგორ ურთიერთობენ ჭკვიანი ადამიანები მათთან, ვინც არ მოსწონთ

კარგი იქნებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ურთიერთგაგება, ჰარმონია და პატივისცემა სუფევს. სამწუხაროდ, ცხოვრება საპირისპიროდ არის მოწყობილი და ზოგიერთი ადამიანი ძალიან გვაღიზიანებს, ისევე, როგორც ჩვენ ვაღიზიანებთ სხვებს.
B2p.ge გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას იმ ადამიანების ქცევიდან, რომლებიც ყველასთან ურთიერთობას ახერხებენ.

1. ისინი აღიარებენ, რომ მათ შესაძლოა ყველა არ მოეწონოთ
ადრე თუ გვიან, თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ექნება აბსოლიტურად საწინააღმდეგო შეხედულება. ჭკვიან ადამიანებს ეს ესმით. ისინი ასევე აღიარებენ, რომ კონფლიქტები ან უთანხმოება შეიძლება სასარგებლოც კი იყოს, რადგან ეს ყველაფერი ახდენს აზრთა სხვადასხვაობის დემონსტრირებას.
თუ თქვენ ვინმე არ მოგწონთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ადამიანია. თქვენ ვერ თანხმდებით გარკვეულ საკითხებში, მაგრამ კამათის დროს ახალი გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლიათ. მას შემდეგ, რაც აღიარებთ, რომ ყველას ვერ მოეწონებით და ყველა ვერ მოგეწონებათ, ემოციები უკან პლანზე გადაიწევს და ეს დაგეხმარებათ მოუსმინოთ სხვის აზრს.

2. ისინი მოთმინებით ეპყრობიან მათ, ვინც არ მოსწონთ
რა თქმა უნდა, შეიძლება მწვავე რეაგირება იმ ადამიანის ნებისმიერ ქცევაზე, რომელიც არ მოგწონთ, ნებისმიერ წვრილმანზე გაღიზიანება, მაგრამ მაინც, შეეცადეთ უფრო მეტად მომთმენი იყოთ.
ურთიერთობა იქონიეთ იმ ადამიანებთან, ვისაც არ ეშინია კამათის. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს. ასეთი ადამიანები გვიწვევენ ან ჩვენს პროვოცირებას ახდენენ, რაც გვეხმარება მიზნის მიღწევასა და წინსვლაში. გახსოვდეთ, რომ თქვენც არ ხართ სრულყოფილი, მაგრამ გარშემომყოფები გიტანენ.

3. ისინი თავაზიანები არიან
სხვა ადამიანი თქვენს მიმართ ზუსტად ისე განეწყობა, როგორც თქვენ ხარ განწყობილი მის მიმართ. თუ უხეშობთ, საპასუხოდაც იგივეს მიიღებთ. იყავით თავაზიანი და ნუ მისცემთ ემოციებს თქვენი მართვის უფლებას.

4. მათ ესმით, რომ ყველა თავისებურად აკეთებს
ზოგჯერ ჩვენ ზედმეტი მოლოდინი გვაქვს გარშემომყოფებისგან. ამიტომ, ეგოისტურად ვფიქრობთ, რომ სხვებიც ისე მოიქცევიან, როგორც ჩვენ მოვიქცეოდით ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს ასე არ არის. სხვებისგან საკუთარი ქცევის მოლოდინი იგივეა, რომ წინასწარ მოიმართოთ იმედგაცრუებაზე და დეპრესიაზე.
მომართული იყავით იმაზე, რომ ყველა ადამიანი ერთი და იგივე რამეს თავისებურად აკეთებს. შემდეგისთვის ფსიქოლოგიურად მზად იქნებით და ჩვევები აღარ იქნება თქვენთვის სიურპრიზი. ჭკვიანი ადამიანები ამას მუდმივად აკეთებენ და სხვების ქცევა არ აკვირვებთ.

5. ისინი მომართულნი არიან საკუთარ თავზე
იმის ნაცვლად, რომ მორიგი ბრაზი დაიგროვოთ ადამიანზე, შეეცადეთ მობილიზდეთ იმაზე, თუ რატომ რეაგირებთ ასე. ზოგჯერ ის, რაც სხვებში არ მოგვწონს, არ მოგვწონს საკუთარ თავშიც. ადამიანები, რომლებიც გვაღიზიანებს, რეალურად ჩვენს სუსტ წერტილებს ეხებიან.
შეეცადეთ თავად შეეხოთ საკუთარ მტკივნეულ ადგილებს, რაც დაგეხმარებათ შემდეგ ჯერზე ნაკლები გამაღიზიანებელი რეაქცია გქონდეთ, ან საერთოდ შეიცვალოთ დამოკიდებულება.
გახსოვდეთ: გაცილებით მარტივია საკუთარი მიმღეობის, დამოკიდებულების და ქცევის შეცვლა, ვიდრე სხვისი გამოსწორება.

6. ისინი იღებენ პაუზას და აკეთბენ ღრმა ჩასუნთქვას
ზოგიერთი ადამიანის ჩვევამ შეიძლება წყობიდან გამოგვიყვანოს. შესაძლოა თქვენი კოლეგა რეგულარულად ვერ ასწრებს დროულად შეასრულოს დავალებული საქმე და ამ ყველაფრის გამაღიზიანებელი ხუმრობებით გამართლებას ცდილობს.
იმის ნაცვლად, რომ შემდეგ ჯერზე ნერვები აიშალოთ, შეჩერდით და ღრმად ჩაისუნთქეთ. ეს დაგეხმარებათ დამშვიდებაში და შეგინელებთ ზედმეტ ემოციურ რეაქციას – შედეგად კი ტვინი ჩაირთვება.

7. ისინი საუბრობენ იმაზე, რაც მათ სჭირდებათ
თუ ზოგიერთი ადამიანი მუდმივად ცდილობს თავი მოგაბეზროთ, შეეცადეთ ამის შესახებ მშვიდად დაელაპარაკოთ. თავი აარიდეთ დამადანაშაულებელ ფრაზებს და გამოიყენეთ კონსტრუქცია «როცა თქვენ… მე ვგრძნობ…» მაგალითად, «როცა თქვენ მაწყვეტინებთ შეხვედრის დროს საუბარს, მე ვგრძნობ, რომ ჩემს აზრს არ აფასებთ». შემდეგ ისარგებლეთ მომენტით და დაელოდეთ პასუხს. ამის შემდეგ გაარკვევთ, სხვა ადამიანი ვერ მიხვდა, რომ თქვენ საუბარი არ დაგისრულებიათ, ან თქვენი კოლეგა ისეთი აღელვებული იყო თავისი ახალი იდეით, რომ ენთუზიაზმის გამო გაგაწყვეტინათ.

8. მათ შეუძლიათ დისტანციის დაცვა
თუ ყველა მეთოდი უშედეგოა, ჭკვიანი ადამიანები მოხერხებულად იცავენ დისტანციას მათთან, ვინც არ მოსწონთ. უბრალოდ იარეთ თქვენი გზით. შესაძლოა, სამომავლოდ გაგიჩნდეთ სურვილი და შესაძლებლობა ამ ადამიანთან დაალაგოთ ურთიერთობა, ამიტომ ზედმეტად შორსაც ნუ დაიჭერთ თავს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

15 რჩევა, როგორ უნდა იაზროვნოს წარმატებულმა ადამიანმა

კარგ იდეას შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება. გთავაზობთ გაეცნოთ საუკეთესო რჩევებს ჯონ მაქსველის წიგნიდან „როგორ აზროვნებენ წარმატებული ადამიანები“. 1. აზროვნება ჰგავს სპორტს ივარჯიშეთ, რომ უკეთესი გახდეთ. შექმენით „აზროვნების გრაფიკი“. Chick-Fil-A-ს გენერალური

Print Friendly, PDF & Email

როგორ უნდა გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი – 10 რჩევა კიმ კიიოსაკისგან

ყველა ადამიანი ბუნებით უნიკალურია, მაგრამ ის, რაც ერთს გამოუვიდა, სრულიად მიღწევადია სხვისთვისაც. კიმ კიიოსაკი ახლა ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანია, ის გახდა ინვესტორი. ეს რჩევები, რომლებიც კიმს მოჰყავს, არის მათთვის, ვინც მზადაა

Print Friendly, PDF & Email

სიბრძნე ბალანსშია

— თუ თქვენ არ შეგიძლიათ უარი უთხრათ საკუთარ თავს რამეზე, მაგალითად ნაყინის ჭამაზე, ეს ნიშნავს, რომ ნაყინი გმართავთ თქვენ. თუ თქვენ ზღუდავთ საკუთარ თავს ნაყინზე – მაშინ მას ორმაგი კონტროლი აქვს

Print Friendly, PDF & Email

რატომ ვერ აღწევს ნიჭით დაჯილდოებული ბევრი ადამიანი წარმატებას?

ამ შეკითხვამ დააფიქრა ბენჟამინ სტაინსი, რომელიც იყო პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის სფიჩრაითერი (ტექსტების შემდგენელი) და ჰოლივუდის სცენარისტი. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ეძებდა პასუხს ამ შეკითხვაზე და იპოვა კიდეც. საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე

Print Friendly, PDF & Email

ჰარვ ეკერის 17 ღირებული საიდუმლო მილიონერების გონებიდან

ჰარვ ეკერის წიგნი “მილიონერი გონების საიდუმლო” არის ერთერთი საუკეთესო , რაც კი დაწერილა ამ მიმართულებთ, აქ განხილულია როგორ ავაშენოთ ფინანსური კეთილდღეობა. ამ წიგნში ვისწავლით განსხვავებას მდიდარ ადამიანებისა და ღარიბ ადამიანების

Print Friendly, PDF & Email

ორატორული ხელოვნება: გადავეჩვიოთ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ნერვიულობას

ალბათ აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა ძალიან ღელავდით მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ. რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა – მოლაპარაკებები, მით უფრო ძლიერია მღელვარება.  მოდით ერთად გავერკვეთ რა არის ”საკუთარ თავში დაურწმუნებლობა” და

Print Friendly, PDF & Email