როგორ უნდა შევხედოთ წარმატებულ ადამიანებს?

როგორ უნდა შევხედოთ წარმატებულ ადამიანებს?

ცხოვრების ყოველდღიურობიდან ბევრი საინტერესო გაკვეთილის სწავლა შეიძლება. დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მსურს საუბარი…

არიან ადამიანები, რომლებიც უყურებენ წარმატებულ, კარიერულად შემდგარ პროფესიონალებს და მათგან სტიმულს, მოტივაციას და მაგალითს იღებენ, რომ თავადაც მიაღწიონ ცხოვრებაში წარმატებებს. ისინი ინტერესდებიან მათი წარმატების ისტორიებით, სთხოვენ მათ რჩევებს და მიჰყვებიან მათ რეკომენდაციებს. ეს არჩევანი რა თქმა უნდა მისასალმებელი და დასაფასებელია რადგან, გარდა იმისა, რომ ისინი გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს და გახდებიან წარმატებული პროფესიონალები არჩეულ სფეროში, ასევე სტიმულირდე სხვა ადამიანების წარმატებით, მხოლოდ გონივრულად მოაზროვნე ადამიანების უნარია. რადგან ყველა როდია ასე…

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ადამიანთა უმეტესობისთვის სხვების წარმატება, ბედნიერება და წინ გადადგმული ნაბიჯი, მათში შურს, კონკურენციის გრძნობას და დაბალ თვითშეფასებას იწვევს. მათთვის სხვების წარმატება ხდება დამაბრკოლებელი მიზეზი, მათაც მიაღწიონ რამეს და იპოვონ საკუთარ თავში ძალა, რომელიც გადაადგმევინებთ მთებს.

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი. სხვების წარმატებით დაბოღმილ ადამიანებს პირველ რიგში საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა აკლიათ. მათ არ ესმით, რომ თუ შეძლეს სხვებმა და იპოვეს საკუთარი ცხოვრების გზა, მისია, მიზნები და მიაღწიეს წარმატებას, მონდომების შემთხვევაში აუცილებლად შეძლებენ ისინიც.

საშუალო ადამიანებს ‘’არ აქვთ დრო ’’ ან არ იციან როგორ შეისწავლონ საკუთარი თავი. ‘’არ აქვთ დრო’’ იპოვონ და დაადგინონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, გაანალიზონ რა არ იციან და რა აქვთ აუცილებლად სასწავლი, ‘’არ სცალიათ’’ იოცნებონ დიადზე და ყველაფერი გააკეთონ ოცნების რეალობად ქცევისთვის. ისინი უყურებენ სხვებს და ამბობენ:

‘’მას გაუმართლა!’’

‘’ის იღბლიანი ადამიანი!’’

‘’ის ჩემზე ჭკვიანია!’’

‘’მე მას ვერასოდეს შევედრები!’’ და ა.შ.

სინამდვილეში თითოეული ნეგატიური და პესიმისტური ფიქრი საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე აბსოლიტურად გაუმართლებელია რადგან, მათი არსებობა ჩვენს გონებაში მხოლოდ წარსულის ნეგატიური გამოცდილებების შედეგია და მეტი არაფერი. არადა წარსული არ უდრის მომავალს!!! და რადგან ერთხელ რაღაც არ გამოგვივიდა, მას მერე საკუთარ თავს სულ ვუმეოროთ თუ როგორი უიღბლო, სულელი და არაფრის ღირსები ვართ… არასწორი არჩევანია. ამით უბრალოდ ჩვენს თავს ვიცოდებთ და თავს დამარცხებულად ვთვლით სამუდამოდ.

ცხოვრებაში რისიც გჯერათ და რასაც ელოდებით გარანტიას გაძლევთ, რომ მხოლოდ ის მოხდება თქვენს ცხოვრებაში – თქვენივე ხელით.

გახარბებთ სხვის წარმატება და მიღწევები? მოდით დავფიქრდეთ ცოტა სხვაგვარად.

ამ ქვეყნად საერთოდ არავის აქვს ზუსტად ერთნაირი ცხოვრების გზა გასავლელი, არც დანიშნულება და არც მისია. არასოდეს არის გვიანი, თუნდაც თქვენს გარშემო ყველა წარმატებული იყოს, იპოვოთ საკუთარი გზა, საქმე და გახდეთ ამ საქმის პროფესიონალი და თქვენც თქვენი ცხოვრების გზაზე მიაღწიოთ წარმატებას.

გახსოვდეთ, ცხოვრებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იქნებიან თქვენზე ჭკვიანებიც რაღაც მიმართულებით, თქვენზე გავლენიანიც და თქვენზე მდიდრებიც, მაგრამ თქვენ ხართ უნიკალური. თქვენ გაგაჩნიათ ყველასაგან განსხვავებული ნიჭი, უნარები, შესაძლებლობები, მისია და ამ ცხოვრების დანიშნულება. თქვენც იშრომეთ, იპოვეთ რაშია თქვენი უნიკალურობის საიდუმლო, დაადგინეთ რა არის თქვენი ცხოვრების დანიშნულება და ბევრი შრომით და შეუპოვრობით მიაღწიეთ ისეთ მიზნებს, რომლებიც აგიყვანთ სასურველ მწვერვალამდე. რა გიშლით ხელს ამაში?

სხვების წარმატებებში თქვენი წარმატების გასაღებიცაა. ისწავლეთ მათი შეცდომებიდან და თქვენ იგივე შეცდომა აირიდეთ.

გახდით ისეთი წარმატებული საყვარელი საქმით, რომ ერთ დღესაც უკვე სხვებს გაუზიაროთ თქვენი წარმატების ფორმულა.

ადამიანებმა უბრალოდ არ იციან რა არის საკუათარი მისია და არ სჯერათ საკუთარი უნიკალურობის შესახებ თორემ, ყველას, ვისაც კი ხედავთ გარშემო, აქვს უსაზღვრო პოტენციალი მიაღწიონ საოცარ წარმატებებს ცხოვრებაში.

დაფიქრდით, რაღაცეები გადააფასეთ ჯერ საკუთარ თავში და მერე ცხოვრებაში და მე მჯერა, რომ თქვენ არა თუ ვინმეზე ნაკლებ, არამედ ძალიან ბევრ წარმატებულ ადამიანზე მეტ წარმატებებს მიაღწევთ ცხოვრებაში.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 77 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

თავი ასწიეთ და გაიღიმეთ, თქვენ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხართ!

ადამიანების უმრავლესობა დღეს არ ცხოვრობს ისე, როგორც ოცნებობს იცხოვროს და ხშირად ამის გამო ისინი თავს თვლიან უიღბლოდ და ცხოვრებისგან დაჩაგრულად. ზოგს ეწყება დეპრესია, ვარდებიან უიმედობაში და კარგავენ ცხოვრების სტიმულს. თუმცა,

ფილოსოფია

3 ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება

ადამიანები დილით გაღვიძებისთანავე იწყებენ იმაზე ნერვიულობას თუ რა უნდა ჭამონ, რა უნდა გააკეთნ, ვის შეხვდნენ და ა.შ. ნერვიულობენ იმაზე თუ რას იფიქრებენ სხვები მათზე. ქუჩაში გასვლისას განიცდიან იმას, თუ როგორ

საქართველო და მსოფლიო

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2015

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. გამოიწერეთ